“ვიღაცები დაინტერესებულები არიან, რომ საქართველოს ჰყავდეს არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი, ისინი შეიძლება არ იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები, მაგრამ მათ საკმაოდ დიდი ბიზნეს-ინტერესები აქვთ”
იმისათვის, რომ საქართველოში თითოეული ექიმი, კარდიოლოგი თუ სტომატოლოგი ეწეოდეს საექიმო საქმიანობას, მას დიპლომის გარდა ესაჭიროება ზოგადი პროფილის სახელმწიფო ლიცენზია და ვიწრო სპეციალობის სახელმწიფო ლიცენზია. ვერც ერთ ლიცენზიას ვერ მიიღებდი 1998-2000 წლებში, თუ შენი დიპლომი არ შეესაბამებოდა იმ პერიოდისთვის მოთხოვნილ საჭირო კვალიფიკაციას. ჯანდაცვის მინისტრს ყველა ეს ლიცენზია აქვს, – ამის შესახებ „რადიო იმედის“ გადაცემაში „კვირის პოლიტიკა ნატა მახვილაძესთან ერთად“ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„მე არც ჟურნალისტური და არც პირადი გამოძიება არ ჩამიტარებია, მოდიოდა თუ არა ეს კამპანია გუნდის შიგნიდან. თუმცა მე მქონდა იმის მოლოდინი, რომ ჩვენი უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯები არაერთი ადამიანის ინტერესებს დააზიანებდა და ეს ნამდვილად ასე მოხდა. შესაბამისად, ვიღაცები მართლა დაინტერესებულები არიან იმაში, რომ საქართველოს ჰყავდეს ცუდი და არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი. ეს ადამიანები შეიძლება არ იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები, მაგრამ მათ საკმაოდ დიდი ბიზნეს-ინტერესები აქვთ. რაც შეეხება ჩემს დიპლომს, მასში წერია, რომ ჯანდაცვის მინისტრს დამთავრებული აქვს სტომატოლოგიური ფაკულტეტი. ყველაზე საინტერესოა ისაა, რომ ამ ბრალდებების უკან მდგომი ადამიანები ვერ და არ ითვალისწინებენ შემდეგ რამეს – იმისათვის, რომ საქართველოში თითოეული ექიმი, კარდიოლოგი თუ სტომატოლოგი ეწეოდეს საექიმო საქმიანობას, მას დიპლომის გარდა ესაჭიროება ზოგადი პროფილის სახელმწიფო ლიცენზია და ვიწრო სპეციალობის სახელმწიფო ლიცენზია. ვერც ერთ ლიცენზიას ვერ მიიღებდი 1998-2000 წლებში, თუ შენი დიპლომი არ შეესაბამებოდა იმ პერიოდისთვის მოთხოვნილ საჭირო კვალიფიკაციას. ჯანდაცვის მინისტრს ყველა ეს ლიცენზია აქვს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
АНДРЕЙ БЕЛОУСОВ И "СВЯТОЙ ЛЕНИН" ОТКЛЮЧАЮТ НАСТОЯЩИХ ПИРАТОВ?!
Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует:
Более 12 тысяч жителей Москвы и Московской области получают повышенную пенсию за работу в сельском хозяйстве
«Я ВАС СПРАШИВАЮ, КТО ВЕРБОВАЛ ВАЗ, ЗЕЛЕНСКОГО?!» Записки Мессии по технике безопасности.
Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует:
В Московском регионе более 62 тысяч семей распорядились материнским капиталом через банки
Оставила еду. Жильцы рассказали, как мать-кукушка бросила сына в подъезде
АНДРЕЙ БЕЛОУСОВ И "СВЯТОЙ ЛЕНИН" ОТКЛЮЧАЮТ НАСТОЯЩИХ ПИРАТОВ?!
Экологи «Россети Центр» и «Россети Центр и Приволжье» показали высокий профессионализм на Всероссийском конкурсе
Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует:
Более 12 тысяч жителей Москвы и Московской области получают повышенную пенсию за работу в сельском хозяйстве
Осипов: Чита может стать культурной столицей России в 2026 году
Команда Сервисного локомотивного депо «Сольвычегодск» филиала «Северный» ООО «ЛокоТех-Сервис» стала победителем эстафеты ГТО железнодорожных игр «Мы вместе»