Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

ცერცვაძე განმარტავს, ვის სჭირდება „რემდესივირი"

0
ცერცვაძე განმარტავს, ვის სჭირდება „რემდესივირი

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, ვის დაენიშნება საქართველოში ახლად ჩამოტანილი პრეპარატი „რემდესივირი".

„არის გარკვეული მოლოდინი და საფრთხე იმისა, რომ უცებ, ყველამ არ მოინდომოს „რემდესივირის“ გაკეთება, რაც შეუძლებელი იქნება ელემენტარულად, ლოჯისტიკურადაც. მინდა ყველამ იცოდეს, რომ „რემდესივირი“ არ არის საჭირო ყველა ავადმყოფისთვის, უფრო მეტიც, ავადმყოფების ნაწილისთვის ის წინააღმდეგ ნაჩვენებია და არ შეიძლება მისი გაკეთება ისევე, როგორც ბევრი სხვა მედიკამენტის. ვის სჭირდება „რემდესივირი“? დავიმახსოვროთ კარგად, პაციენტებმაც და პირველ რიგში, ექიმებმაც. „რემდესივირი“ ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არიან ჰოსპიტალიზირებულები. ჰოსპიტალს გარეთ, ბინაზე და სასტუმროში მყოფ პაციენტებთან ის არ ინიშნება, აკრძალულია. „რემდესივირი“ ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არის ჟანგბადდამოკიდებული, ან ვისაც იმდენად მძიმე ფორმა აქვს, რომ მას ჟანგბადის მიწოდება სჭირდება. თუ პაციენტს არ სჭირდება ჟანგბადის დამატებით მიწოდება, მას არც „რემდესივირი“ არ სჭირდება. ჟანგბადის მიწოდების რამდენიმე ფორმაა. „რემდესივირი“ იმ პაციენტებს სჭირდება, ვისაც ჟანგბადი მიეწოდება ნიღბით ან ე.წ მაღალი ნაკადით, რომელიც ყველაზე ეფექტიანი და კარგი საშუალებაა ჟანგბადის მიწოდების პაციენტებისათვის”, - ამბობს ცერცვაძემ.

იმუნოლოგის განმარტებით, „რემდისივირი" ეფექტიანი ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის განმავლობაშია.

„გულის დაწყვეტა ნუ გვექნება და ნუ შევაწუხებთ, მათ შორის ავადმყოფის ახლობლები ექიმებს. პაციენტი, რომელიც რეანიმაციაში წევს და ინტუბირებულია, მასზე „რემდისივირის" გამოყენება არ შეიძლება, წინააღმდეგ ნაჩვენებია. იქნება ეს დავძლიოთ. ვერ ვცდით, იმიტომ, რომ მსოფლიო წამყვანი ორგანიზაციები ამას უარყოფენ. გარდა ამისა, „რემდისივირი" ეფექტურია ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის მანძილზე. შემდეგ თუ გავაკეთებთ, ფაქტობრივად, ტყუილად გავაკეთებთ", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ 17 დეკემბერს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მედიას პრეპარატი „რემდესივირი" უჩვენა და განაცხადა, რომ ის უკვე საქართველოშია.

ცნობილი იყო რომ საქართველო 104 000 დოლარს, ანუ 350 000-მდე ლარს გადაიხდის 4000 ფლაკონ „რემდესივირში". პრეპარატს შეიძენდა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს.

რემდესივირი ებოლას წინააღმდეგ შექმნილი პრეპარატია. საქართველოში მის შემოტანაზე საუბარი გაზაფხულიდან დაიწყო - ის კვლევის ფარგლებში უნდა შემოსულიყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა იმედისმომცემ პრეპარატად მიიჩნიეს. მას შემდეგ ამ თემას ოფიციალური პირები რამდენჯერმე მიუბრუნდნენ, თუმცა ამ დროის განმავლობაში გამოჩნდა კვლევები, რომლებმაც აჩვენა, რომ ის არც ისეთი ეფექტურია კოვიდის წინააღმდეგ როგორც თავიდან ეგონათ და ყველაზე ხელშესახები შედეგი, რაც მას აქვს, ჰოსპიტალიზაციის დროის შემცირებაა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Рафаэль Надаль

Рафаэль Надаль: Рекордный 10-кратный чемпион, побежденный в двух сетах Хубертом Гуркачем на Открытом чемпионате Италии | Теннисные новости






СЭ: «Спартак» связался с Циципасом, чтобы передать греку клубную футболку

Правнучку Валерия Чкалова объявили в розыск: Возбуждено уголовное дело

Суд запретил объявления о работе для славян

Команда из Химок стала призером турнира по спортивному туризму