Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

ავღანეთში რელიგიური თავყრილობის მონაწილეებზე თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა

0
ავღანეთში რელიგიური თავყრილობის მონაწილეებზე თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის ღაზნის პროვინციაში აფეთქდა მოტოციკლი, რომელზეც ასაფეთქებელი მასალა იყო დამონტაჟებული. გილანის რაიონში რელიგიურ თავყრილობის ადგილზე ამ თავდასხმას სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი.

პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენლის თანახმად, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფეთქება მოხდა სახლში, სადაც ყურანის წაკითხვის მიზნით იკრიბებოდნენ.

18 დეკემბრის აფეთქებისთვის პასუხიმგებლობა არავის უკისრია. ძალადობის ახალი ტალღის ფონია მოლაპარაკება ყატარში, სადაც თალიბანის წარმომადგენლები ხვდებიან ავღანეთის მთავრობის წევრებს თითქმის 2020-წლიანი ომის დასრულების მიზნით.  მოლაპარაკება მას მერე დაიწყო, რაც აშშ-მა მიაღწია თალიბებთან შეთანხმებას პატიმრების გაცვლასა და პირდაპირი შიდა-ავღანური შეხვედრების გამართვის თაობაზე. ამ კვირის დასაწყისში აშშ-ის მაღალი რანგის სამხედრო პირი შეხვდა თალიბანის მოძრაობის წარმომადგენლებს კატარში, სანამ ავღანეთში გაემგზავრებოდა, რათა ბიძგი მისცეს ჩიხში შესულ მოლაპარაკებას ყატარში და მიაღწიოს ძალადობის შემცირებას.  

თალიბანი აგრძელებს თავდასხმებს ავღანეთის და საერთაშორისო ობიექტებზე და მოითხოვს შეწყდეს აშშ-ის საჰაერო იერიშები, რომლებიც ბოლო ათ თვეში უნდა შეზღუდულიყო მხოლოდ ავღანური ძალებისთვის დახმარების დონეზე.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Александр Зверев

Александр Зверев раскритиковал график соревнований в туре






Исполнилось 100 лет со дня рождения Булата Окуджавы

Праздничная линейка и шествие прошли на выставке «Россия» в честь Дня Победы

Депутат Мособлдумы Барсуков поздравил ветерана и труженицу тыла с Днем Победы

Опубликована программа центральных площадок фестиваля «Московская весна»