Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

კელი დეგნანი აჯამებს აშშ-საქართველოს პარტნიორობას 2020 წელს

0
კელი დეგნანი აჯამებს აშშ-საქართველოს პარტნიორობას 2020 წელს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აჯამებს ორი ქვეყნის პარტნიორობას 2020 წელს და აცხადებს, რომ კოვიდ 19-ის გამოწვევის მიუხედავად, აშშ-საქართველოს მოკავშირეობა გაძლიერდა.

„2020 რთული წელი იყო, თუმცა გამოავლინა საუკეთესო საქართველოსა და აშშ-ში - გავაძლიერეთ ჩვენი პარტნიორობა და მივაღწიეთ რეალურ პროგრესს, ერთად!“ - ამბობს კელი დეგნანი 19 დეკემბერს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.

ვიდეოში მოცემულია ამერიკული, მათ შორის, ფინანსური დახმარების შესახებ ინფორმაცია, მაგალითად:

$20 000 000 კოვიდის წინააღმდეგ;

$2 000 000 დევნილებისთვის;

$500 000 ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა სასაზღვრო პოლიციას;

$232 000 ღირებულების სახანძრო მანქანა;

ელჩის ფონდი: $600 000 ჯვრის მონასტრის კონსერვაციისთვის.

 

„ვმუშაობთ ერთად გამჭვირვალე, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოსთვის, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ჩრდილო-ატლანტიკური ერების ოჯახთან. კერძოდ, აშშ-ის მისიის პროფესიონალების ჯგუფი ქართველ მეგობრებთან ერთად მუშაობდა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ და საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად; სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ხელშეწყობისა და სამართალდამცავი ორგანოების გაძლიერებისთვის; ეკონომიკური განვითარების სტიმულირებისა და ზრდისთვის, რომელიც შექმნის კარგ სამუშაო ადგილებს და მეტ ინვესტიციებს; საქართველოს უსაფრთხოების ძალების გაძლიერებისთვის; და მხარს უჭერდნენ პასუხისმგებლიან მედიას, განათლების სფეროს გაძლიერებასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას“, - აცხადებს კელი დეგნანი.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Александрова не смогла обыграть Саснович и покинула турнир WTA-1000 в Риме






Отключения горячей воды начнутся в Москве с 20 мая

Задержанный в Москве голым американец извинился за свое поведение

Врач МОДКТОБ рассказал об опасности открытых окон для детей

Девушка устроила пожар в ЖК «Люберецкий», очевидцы сняли мемное видео