Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

"ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიასა და ლევან ვარშალომიძის კანდიდატურები განიხილება

0

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე 2 კანდიდატურა განიხილება - ესენი არიან ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პარტიის პოლიტსაბჭომ, რომელიც საგანგებოდ შეიკრიბა თავმჯდომარის კანდიდატურებზე შესაჯერებლად.

როგორც პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ TV პირველს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა უთხრა, თვის ბოლოს გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს დაამტკიცებენ, მანამდე კი პარტიის თავმჯდომარის არჩევა ელექტრონულად მოხდება:

„ალბათ პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მოხდება პარტიის თავმჯდომარის ყველაზე გამჭვირვალე არჩევა, ელექტრონულად მოხდება პარტიის თავმჯდომარის არჩევა. ათიათასობით ჩვენს მხარდამჭერს და პარტიის წევრს საშუალება ექნება, რომ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა და თავად განსაზღვროს, ვინ იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომავალი თავმჯდომარე“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. მისი თქმით, ნიკა მელიასა და ლევან ვარშალომიძის კანდიდატურები პოლიტსაბჭომ ფარული კენჭისყრით შეარჩია.

15 დეკემბერს გრიგოლ ვაშაძემ „ფეისბუკით“ აცნობა საზოგადოებას, რომ ის ტოვებდა "ნაციონალურ მოძრაობას".

მან თავმჯდომარის პოსტიდან და პარტიიდან წასვლის მიზეზად დაასახელა „ფაქტები, რომლებსაც კატეგორიულად“ ვერ შეეგუებოდა და ჩამოთვალა ოთხი ძირითადი პრობლემა:

პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობა ტაქტიკას პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩევს;

არ არსებობს პარტიული სტრატეგია

პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ოდიოზური ფიგურები

სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Уимблдон

Финалистка юниорского Уимблдона-2023 получила временное отстранение за допинг






Газзаев заявил, что у «Зенита» притупилась мотивация

В Москве лифт оторвал 10-летней девочке средний палец

«Бавария» победила «Вольфсбург» в 500-м матче Нойера в Бундеслиге

Песков: Герасимов продолжит работу на посту начальника Генштаба ВС России