Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

მსოფლიოს ქვიშის თამაშები ორი წლით გადაიდო

0
მსოფლიოს ქვიშის თამაშები ორი წლით გადაიდო

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) გადაწყვეტილებით, მსოფლიოს ქვიშის მეორე თამაშები 2023 წლის 24-30 სექტემბერს გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია არათუ მასპინძელი ქალაქის, არამედ კანდიდატების ვინაობაც. მასპინძლობის მსურველმა ქვეყნებმა ANOC-ს სპეციალური განცხადებით მომავალი წლის ზაფხულიდან უნდა მიმართონ.

წინასწარი გეგმით, მსოფლიოს ქვიშის თამაშები 2021 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ერთი წლით გადადების გამო, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციამ ორწლიანი ციკლის ჩაგდება გადაწყვიტა.

ქვიშის თამაშების ისტორია 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო ყატარის დედაქალაქ დოჰაში. სადებიუტო შეჯიბრებაში მონაწილეობა ასამდე ქვეყანამ მიიღო. მათ შორის საქართველომაც.

ქართულ დელეგაციაში ოთხი სპორტსმენი შედიოდა და ოთხივემ მედალი მოიპოვა. ქვიშის ჭიდაობაში ლევან ქელეხსაშვილი (70 კილოგრამი წონითი კატეგორია) და დავით ხუციშვილი (80 კგ) ჩემპიონები გახდნენ. დავით მარსაგიშვილმა (90 კგ) მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა, მამუკა კორძაიამ (+90 კგ) - მესამე.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Потапова проиграла Остапенко во втором круге турнира WTA 1000






Натуралисты заметили краснокнижного зеленого дятла под Сергиевым Посадом

Китай анонсировал военные учения в Желтом море

Плановые отключения горячей воды в Подмосковье начнутся в мае

Военнослужащая из Истры получила орден Мужества