Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

სალომე ზურაბიშვილმა 30 ცალი სასუნთქი აპარატი გადასცა ჯანდაცვის სამინისტროს

0
სალომე ზურაბიშვილმა 30 ცალი სასუნთქი აპარატი გადასცა ჯანდაცვის სამინისტროს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა. მან ქართველი ხალხის სახელით ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებსა და ექიმებს პანდემიის ურთულეს პერიოდში გამოჩენილი უდიდესი ძალისხმევისათვის მადლობა გადაუხადა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს 30 ცალი სასუნთქი აპარატი გადასცა.

„ეს ძალიან სიმბოლური ჟესტია ჩვენი ადმინისტრაციისგან. ეს არის იმისთვის, რომ ჩვენი სოლიდარობა გამოვხატოთ ამ თვეების განმავლობაში თქვენი სამინისტროსა და მთლიანად ჯანდაცვის სისტემის დიდი ძალისხმევის გამო. ჩვენ შევძელით ჩვენი დანაზოგიდან რამდენიმე სასუნთქი აპარატი გადმოგვეცა.

კიდევ ერთხელ მინდა ყველას სახელით დიდი მადლიერება გამოვხატო იმ ძალისხმევისთვის, რაც ჩაიდო მთელი სისტემის მხრიდან. ვიცი რამდენად გადატვირთულია დღეს სამედიცინო სექტორი და მათ მინდა ვუსურვო გამძლეობა, ბედნიერი ახალი წელი, ჯანმრთელობა და თქვენი მეშვეობით მინდა ვუთხრა ყველას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად აფასებს ყველა მათ ღვაწლს ამ რთულ პერიოდში და ვისურვებდი, რომ მომავალი ახალი წელი იყოს მშვიდობიანი და წარმატების წელი", - თქვა პრეზიდენტმა.

ეკატერინე ტიკარაძემ  მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ თითოეული ასეთი შენატანი ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორისათვის რადგან ეს დანადგარები არის იმის გარანტია რომ შესაძლებელია ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Карен Хачанов

Теннисист Хачанов вышел в третий круг "Мастерса" в Риме






«Дети в счёт». Что произойдет с семейной ипотекой в России в ближайшем будущем?

"Била в грудь и озверевше дышала": Life.ru публикует заявление жены "русского Серкана Болата", которую избила актриса Гриба

Госдума утвердила кандидатуру Ольги Любимовой на пост министра культуры

Подмосковные студенты подготовили флешмоб ко дню медицинской сестры