Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

საია-ს შეფასებით, პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის მიზანი ოპოზიციის დასჯაა

0
საია-ს შეფასებით, პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის მიზანი ოპოზიციის დასჯაა

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონში ცვლილების პროექტის შესახებ პარლამენტს დასკვნა წარუდგინა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. როგორც საია აცხადებს, ცვლილების მიხედვით, პარტია ვერ ისარგებლებს სახელმწიფო დაფინანსებით:

1) თუ მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც არ აითვისებს;

2) თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.

როგორც საია განმარტავს, პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება, პირველ რიგში, ემსახურება მათი ქმედითუნარიანობის უზრუნველყოფას. მისი მიზანი არ არის მხოლოდ პარტიის საპარლამენტო საქმიანობის ხელშეწყობა. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს სჭირდებათ ფულად სახსრებზე წვდომა, რათა ამომრჩევლამდე მიიტანონ თავიანთი მიზნები და ხედვა პოლიტიკის შესახებ, და ამავე დროს მიიღონ ხალხის შეხედულებების თაობაზე ინფორმაცია.

„ამ ფონზე მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების ჩამორთმევა ორგანიზაციის მიერ აღიქმება, როგორც ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციისთვის განკუთვნილი თვითნებური სასჯელი", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

საია მოუწოდებს პარლამენტს, მხედველობაში მიიღოს პარტიათა სახელმწიფო დაფინანსების მიზნები, დანიშნულება, არ დაუშვას პოლიტიკური პარტიების არაპროპორციულად შემზღუდველი, დაუსაბუთებელი ნორმების გაჩენა კანონმდებლობაში და არ მიიღოს წარმოდგენილი კანონპროექტი.

პარლამენტმა დღეს, 23 დეკემბერს, პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც პარტიებს, რომელთა დეპუტატებიც მანდატზე უარს იტყვიან, დაფინანსება შეუწყდებათ.

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ მანდატებზე უარის თქმის გამო პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კანონპროექტი და პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ კანონპროექტი დასკვნებისთვის ვენეციის კომისიას ან ეუთო/ODIHR-ს გაეგზავნოს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Павлюченкова не смогла выйти в третий круг турнира WTA 1000 в Риме






Ракету "Булава" морского базирования приняли на вооружение ВС РФ

Воробьев: качество питьевой воды в Пушкино вырастет к 2026 году

В этом году будут благоустроены территории возле четырех станций МЦД-3

Гассиев может провести следующий бой в августе