Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

სერგეი რიაბკოვი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მომავალ ადმინისტრაციას “რუსოფობიაში” ბრალს სდებს

0

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მომავალ ადმინისტრაციას “რუსოფობიაში” სდებს ბრალს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ რუსეთის ურთიერთობა აშშ-სთან “ცუდიდან უარესისკენ” განვითარდება.

“უცნაური იქნება, კარგის მოლოდინი გვქონდეს ხალხისგან, რომელთაგან ბევრმა კარიერა რუსოფობიას და ჩემი ქვეყნისთვის ტალახის სროლას დააფუძნა”, – ამბობს რიაბკოვი სააგენტო ინტერფაქსისთვის მიცემულ ინტერვიუში, 23 დეკემბერს, როცა თვეზე ნაკლები დრო რჩება ბაიდენის ინაუგურაციამდე.

მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა ბოლო წლებში გაუარესდა, მათ შორის, 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის რეგიონის ანქესირების, აღმოსავლეთ უკრაინის და ლიბიის ომებში შესრულებული როლის, აშშ-სა და ევროპაში არჩევნებში ჩარევის და კიბერთავდასხმების გამო, რომლებშიც რუსეთს ადანაშაულებენ.

ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. ვარაუდობენ, რომ ის უფრო მკაცრ პოზიციას დაიკავებს კრემლთან მიმართებით, ადამიანის უფლებების და საგარეო პოლიტიკის გამო – შედარებით დონალდ ტრამპთან, რომელსაც ბევრი აკრიტიკებდა რუსეთთან რბილი პოლიტიკის გატარებისთვის.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Потапова проиграла Остапенко во втором круге турнира WTA 1000






Мужчина перепрыгивает лужу у торговых рядов, 2000 год, Москва

В Москве исполнят футуристическую оперу 1913 года с новонайденными эпизодами

Baza: Поезд сошел с рельсов в Волгоградской области из-за атаки дрона

Глава департамента информполитики Томской области покидает пост