Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

აშშ-მა რეპრესიების გამო სანქციები დაუწესა ბელარუსის პოლიციის დანაყოფებს და მაღალჩინოსანს

0

აშშ-მა სანქციები დაუწესა ბელარუსის საპოლიციო დანაყოფებს და უსაფრთხოების სფეროს მაღალჩინოსანს, მათი როლის გამო ძალადობრივ რეპრესიებში, რომლებსაც ატარებენ ქვეყნის ავტორიტარი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ მიმდინარე მასობრივი აქციების მონაწილეების მიმართ. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ 23 დეკემბერს დაგმო მიმდინარე "ძალისხმევა, რომელიც ძირს უთხრის ბელარუსულ დემოკრატიას". "ჩვენ ბელარუსის გაბედული ხალხის გვერდით ვართ და მხარს ვუჭერთ მათ უფლებას ჰქონდეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები" - თქვა პომპეომ. 

სანქციების გამოცხადებისას, 23 დეკემბერს ფინანსთა სამინისტრომ თქვა, რომ აშშ-ში განთავსებულ ნებისმიერ ქონებას გაუყინავს და ფინანსურ ოპერაციებს აუკრძალავს ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გენადი კაზაკევიჩს. ოქტომბერში კაზაკევიჩი ვიდეომიმართვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ლეტალურ იარაღს გამოიყენებდნენ დემონსტრანტთა წინააღმდეგ. დემონსტრაციები იმართება აგვისტოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის გასაპროტესტებლად, რომელმაც გამარჯვება კიდევ ერთხელ, მეექვსე ვადით მიაკუთვნა ალექსანდრ ლუკაშენკას. დემონსტრანტები შედეგს უარყოფენ და არჩევნებს მიიჩნევენ გაყალბებულად ლუკაშენკას სასარგებლოდ. 

ფინანსთა სამინისტრომ 23 დეკემბერს სანქციები დააკისრა ასევე უსაფრთხოების სამ უწყებას, რომლებიც რეპრესიებში მონაწილეობდნენ. ისინი მოიცავს მინსკის საგანგებო სიტუაციათა პოლიციის დანაყოფს (OMON), მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის შინაგან საქმეთა უწყების გენერალურ დირექტორატს და მინსკში განთავსებულ კაგებეს დანაყოფს, "ალფას".




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Открытый чемпионат Италии: Новак Джокович получил сильный удар после выхода в третий раунд после Корантена Муте | Теннисные новости






Новые городские проекты в сотрудничестве с парком Юрия Лужкова готовит Фонд Юрия Лужкова

Годовой объем рынка легальных ставок на спорт в Японии в 2023 составил €48,4 млрд

Девушка устроила пожар в ЖК «Люберецкий», очевидцы сняли мемное видео

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»