Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

კახეთში სავარაუდოდ იძულებითი ქორწინებისთვის სკოლის მოსწავლე მოიტაცეს

0
კახეთში სავარაუდოდ იძულებითი ქორწინებისთვის სკოლის მოსწავლე მოიტაცეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სავარაუდოდ იძულებითი ქორწინებისთვის არასრულწლოვანი, 16 წლის გოგო მოიტაცეს. შემთხვევა 21 დეკემბერს დღისით მოხდა, თუმცა ოჯახმა მედიას ამის შესახებ მხოლოდ დღეს შეატყობინა.

თვითმხილველების თქმით, ავტომობილიდან რამდენიმე ბიჭი გადმოვიდა და გოგო მანქანაში ჩასვეს ძალის გამოყენებით.

გოგოს ოჯახის წევრებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ  ადგილობრივ პოლიციას იმავე დღეს მიმართეს დახმარებისთვის, თუმცა გოგოს ადგილსამყოფელის დადგენა ამ დრომდე არ მომხდარა.

გოგოს მამა აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ ვერ იპოვა პოლიციამ გატაცებული, მაშინ როცა ძალოვანმა უწყებამ კარგად იცის ავტომობილის  მოდელიც და მისი მფლობელის ვინაობაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს,  რომ მომხდარზე გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის  მუხლით მიმდინარეობს.  ძალოვან უწყებაში დეტალებზე არ საუბრობენ.

ცნობილია, რომ გამოკითხული არიან, როგორც მომხდარის თვითმხილველები, ასევე ბიჭის და გოგოს ოჯახის წევრებიც.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анна Калинская

Калинская проиграла Свитолиной и не смогла выйти в 1/8 финала турнира в Риме






Союз науки и искусства. Совместное заседание президиумов Российской академии наук и Российской академии художеств

Давшего взятку генералу Кузнецову отправили под арест

Музей архитектуры представил программу к акции «Ночь музеев»

Доктор Мясников: сидячий образ жизни повышает риск деменции