Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

კელი დეგნანის თქმით, საჭიროა ყველა ქართველი დეპუტატი პარლამენტში იყოს

0
კელი დეგნანის თქმით, საჭიროა ყველა ქართველი დეპუტატი პარლამენტში იყოს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ერთ-ერთი ფასილიტატორია, ტელეკომპანია „ფორმულა"-სთან ინტერვიუში ილაპარაკა საარჩევნო სისტემის ცვლილების აუცილებლობაზე. მას მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრმა უნდა შევიდეს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში.

„აზრი არა აქვს მომავალი არჩევნების ჩატარებას იმავე სისტემით, რომელმაც წარსულში სათანადოდ ვერ გაამართლა. მაგრამ [მის შესაცვლელად] საჭიროა, რომ ყველა ქართველი დეპუტატი პარლამენტში იყოს, რათა მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილებები და იბრძოლონ იმ ცვლილებებისთვის, რომელთა ნახვაც სურთ პარლამენტში. დემოკრატიის ჩარჩო უკვე ააშენეთ. ახლა საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გამოიყენონ ეს ჩარჩო თქვენი დემოკრატიის გასაძლიერებლად“, - ამბობს კელი დეგნანი.

დიპლომატი მიიჩნევს, რომ ხარვეზების მიუხედავად, პოლიტიკოსებმა უნდა გამოიყენონ საქართველოში მოქმედი ინსტიტუტები.

„ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ არსებობს შანსი საბოლოოდ გადაიჭრას პრობლემები [საარჩევნო სისტემაში]. პრობლემები, რომლებზეც ODIHR-იც და სხვა დამკვირვებლებიც მიუთითებდნენ. მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ საქართველოს ყველა დეპუტატი შევიდეს პარლამენტში და ცვლილებებისთვის იმ ინსტიტუტების შიგნიდან იბრძოლონ, რომლებიც მათ შექმნეს, მათ ააშენეს. რამდენი ხარვეზიც არ უნდა ჰქონდეთ ამ ინსტიტუტებს, რამდენადაც სუსტად არ უნდა გამოიყურებოდეს ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის თვალში, ეს დემოკრატიის ის ჩარჩოა, რომელსაც საქართველო 20 წელია აშენებს. ჩვენ უბრალოდ გვსურს, რომ თქვენ ეს გამოიყენოთ თქვენი სისტემის გასაუმჯობესებლად", - განაცხადა კელი დეგნანმა.

ამერიკის ელჩმა შესაძლო ერთპარტიული პარლამენტის შესახებაც ილაპარაკა: „გრძელვადიანი ერთპარტიული პარლამენტი საქართველოსთვის ძალიან იმედის გამაცრუებელი უკანდახევა იქნება. ამომრჩევლებმა 9 პარტია აირჩიეს. ეს ცხადი განაცხადი იყო, თუ რისი ნახვა სურთ მათ. ერთი პარტიის კი არა, ცხრის".

ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი 10 დეკემბერს უნდა გამართულიყო. შეხვედრა ოპოზიციის მოთხოვნით გადაიდო და მას შემდეგ აღარ დანიშნულა.

საქართველოს პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა პარლამენტის 54-მა წევრმა. ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და საკუთარ მოთხოვნებს აყენებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტში ოპოზიცია აუცილებლად შევა და „ქართულ ოცნებას“ აქვს „უამრავი სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმი“ და „მანევრი“ , რაც „იმის გარანტიას ქმნის, რომ პარლამენტი არც ერთ შეთხვევაში არ იქნება არც ერთპარტიული და არც ორპარტიული. იქნება მრავალპარტიული“.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублёв в трёх сетах обыграл Маркоса Гирона и вышел в третий круг «Мастерса» в Риме






Еще 2 фельдшерских пункта отремонтировали в Зарайске

Доктор Мясников: сидячий образ жизни повышает риск деменции

В Чебоксарах пройдут встречи в рамках Единого информационного дня

Давшего взятку генералу Кузнецову отправили под арест