Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

გაეროს მისია შეშფოთებულია ავღანეთში მიზანმიმართული მკვლელობების მატებით

0
გაეროს მისია შეშფოთებულია ავღანეთში მიზანმიმართული მკვლელობების მატებით

ავღანეთში გაეროს მისია შეშფოთებას გამოთქვამს მიზანმიმართული მკვლელობის შემთხვევების მატებით, მას შემდეგ, რაც ქაბულში მოკლეს ავღანეთის არჩევნებზე დამკვირვებელი დამოუკიდებელი ჯგუფის ხელმძღვანელი. 

ქაბულის პოლიციის პრესმდივანმა, ფერდაუს ფარამარცმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მანქანას, რომელსიც იუსუფ რაშიდი იჯდა, უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა გაუხსნეს ცეცხლი ქალაქის მეშვიდე რაიონში, 23 დეკემბრის დილას. რაშიდი და მისი მძღოლი ქაბულის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ - იუწყებიან ოჯახები. 

რაშიდი ხელმძღვანელობდა ქაბულში განთავსებულ, თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო ფორუმს. ის იყო სამოქალაქო საზოგადოების გავლენიანი აქტივისტი და მიემგზავრებოდა მშვიდობისთვის მებრძოლი ჯგუფის დაარსების ცერემონიაზე, როცა თავს დაესხნენ. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია. თალიბანის პრესმდივანმა, ზაბიჰულა მუჯაჰედმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს ჯგუფი იერიშში არ მონაწილეობდა. 

გავლენიანი ფიგურების, მათ შორის ჟურნალისტების, სასულიერო პირების, პოლიტიკოსების და აქტივისტების მიზანმიმიმართული მკვლელობები ბოლო თვეებში სულ უფრო გახშირდა, იმ ფონზე, როცა ავღანეთში კვლავ ძალადობა და ქაოსი სუფევს, მიუხედავად მიმდინარე მოლაპარაკებებისა ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებს და თალიბანს შორის. მოლაპარაკება ყატარში იმართება და მიზნად ისახავს ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულებას.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

Даниил Медведев одолел 121-ю ракетку мира Меджедовича и вышел в 1/8 финала Рима






Антонов: США не смогут поставить на колени компании РФ запретом на импорт урана

Династия педагогов из Егорьевска стала лучшей на областном конкурсе

Сергей Лёвкин: в Митине завершат возведение физкультурно-оздоровительного комплекса

Воздушные гиганты Сикорского: как в Российской империи был создан первый тяжёлый бомбардировщик