Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

ფაშინიანი: მზად ვარ დავტოვო პრემიერ-მინისტრის პოსტი, რიგგარეშე არჩევნების შედეგად

0
ფაშინიანი: მზად ვარ დავტოვო პრემიერ-მინისტრის პოსტი, რიგგარეშე არჩევნების შედეგად

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ფეისბუკით აქვეყნებს მიმართვას, რომელშიც წერს, რომ მზად არის დატოვოს თანამდებობა, თუკი ხალხი ასე გადაწყვეტს, რაც 2021 წლის რიგგარეშე არჩევნებზე უნდა გამოჩნდეს.

"მზად ვარ გავაგრძელო სომხეთის რესპუბლიკის ლიდერად ყოფნა ამ რთულ დროში, თუკი ხალხის ნდობა აღდგენილ იქნება. და ყველა ამ კითხვაზე პასუხის მოსაძებნად ერთადერთი გზა არის რიგგარეშე არჩევნები" - წერს ფაშინიანი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ მისი გადადგომის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნებმა ვერ მოიპოვა ხალხის საკმარისი მხარდაჭერა მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ჰქონდა მხარდაჭერის მიზიდვის ფინანსური, მედია, საორგანიზაციო და სხვა საშუალებები.

"მაგრამ ეს ყველაფერი არ ცვლის ჩვენი პოლიტიკური გუნდის და ჩემს პირად პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე. მე არ ვებღაუჭები პრემიერ-მინისტრის სკამს" - წერს ფაშინიანი და დასძენს, რომ "ამ თანამდებობის და ქვეყნის მომავალი ხელმძღვანელობის ბედი გამოხატვის თავისუფლებით უნდა გადაწყდეს".

მიმართვის ბოლოს ფაშინიანი გამოდის მოწოდებით, ქვეყანაში 2021 წელს ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

ფაშინიანს მწვავე კრიტიკა შეხვდა მას შემდეგ, რაც დათანხმდა აზერბაიჯანთან მოსკოვის შუამავლობით 10 ნოემბერს მიღწეულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე - რომელიც მოჰყვა ექვსი კვირის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლს აზერბაიჯანის ძალებთან, აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო.

ფაშინიანის ოპონენტებს სურთ ის გადადგეს, რადგან, მათი თქმით, ფაშინიანმა მარცხი განიცადა კონფლიქტის შედეგით - რომელმაც აზერბაიჯანს დაუბრუნა 1990-იანი წლების შემდეგ სომხების კონტროლის ქვეშ მყოფი ბევრი ტერიტორია.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Саснович пробилась во второй раунд турнира WTA-1000 в Риме






Залпы в честь Великой Победы: Вечернее небо над Москвой озарил праздничный салют

Wink и "Кинопоиск" оштрафовали за пропаганду ЛГБТ

Минобороны России показало видео с парада Победы в Москве глазами летчиков ВКС

Гоцирк Бурятии, артист Саян Дондоков: «Я из династии культработников» - Культура и Россия, театр, дети,