Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

პუტინი მზად არის, ჩაიტაროს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა

0
პუტინი მზად არის, ჩაიტაროს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ პრეპარატ „სპუტინიკ V“-ით აიცრება, - ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 27 დეკემბერს განაცხადა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში.

„მან მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის ჩატარების თაობაზე და ელოდება, ყველა ფორმალობა როდის დასრულდება“, - მოჰყავს სააგენტო „როიტერსს“ პესკოვის სიტყვები.

რუსეთში დეკემბრიდან დაიწყო რუსული წარმოების პრეპარატ „სპუტინიკ V“-ით იმუნიზაციის ნებაყოფლობითი კამპანია, პირველ რიგში ხანდაზმული მოქალაქეების აცრით.

მოსკოვის მერის, იური სობიანინის განცხადებით, კვირიდან მოსკოვში დაიწყება ნებაყოფლობითი ვაქცინაცია 60 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებისათვის.

68 წლის პუტინმა მანამდე განაცხადა, რომ რუსული წარმოების ვაქცინა არის ეფექტიანი და უსაფრთხო და დასძინა, რომ ვერ ხედავს ვერავითარ მიზეზს, რომ არ ჩაიტაროს აცრა, როდესაც ეს შესაძლებელი გახდება.

რუსეთში კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა მინიმუმამდე შეამცირა საჯარო შეხვედრები და ძირითადად დისტანციურად, ვიდეოხაზის საშუალებით მართავს თათბირებს.

27 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ვლადიმირ პუტინი არ მიიღებს მონაწილეობას ბიზნესმენებთან ტრადიციულ საახალწლო შეხვედრაში.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Арина Соболенко

Соболенко сделала признание о соперничестве с Рыбакиной






Первый боевой: Россия уже вводит в строй военные ледоколы

Си отказал Макрону в просьбе, связанной с Путиным. В Москву прибыл лидер Кубы

Синоптики предупредили москвичей о дождливой погоде 10 мая

Более 130 тысяч человек посетили Музей Победы и его филиалы 9 мая