Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

გიორგი ფხაკაძე საქართველოში რემდესივირის გამოყენებაზე - "სინამდვილეში, ჩვეულებრივი კლინიკური კვლევა ტარდება"

0
გიორგი ფხაკაძე საქართველოში რემდესივირის გამოყენებაზე -

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი (EWEC), ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების (AMC) დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი ფხაკაძე რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" აცხადებს, რომ რემდესივირის შემოტანა საქართველოში იყო შეცდომა და მისთვის გაუგებარია, რატომ გადაიხადა ამაში თანხა საქართველომ მაშინ, როცა მედიკამენტის შემოტანა ქვეყანაში კლინიკური კვლევის ნაწილია:

„ეს წამალი შემოვიდა საქართველოში კლინიკური კვლევის ფარგლებში. სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი შეცდომა იყო რემდესივირი თავიდან ბოლომდე. იმ ხალხმა, ვინც იყო გარეული ამ საქმეში, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს“.

გიორგი ფხაკაძე განმარტავს, რომ ინფორმაცია ამის შესახებ ღიაა და ის სწორედ ღია წყაროებზე დაყრდნობით ლაპარაკობს:

„ეს ინფორმაცია არის ვებგვერდზე. საერთოდ ყველა კლინიკური კვლევა მსოფლიოში არის რეგისტრირებული. ეს არის ანგარიშვალდებულება და ღიაობა. ეს არსებობს როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური კვლევების საიტზე, ასევე ევროკავშირის საიტზე. თქვენც შეგიძლიათ ნახოთ, სხვათა შორის, და ყველა კვლევა არის ძალიან გამჭვირვალე, რომ ყველამ იცოდეს - სად და როგორ ტარდება, თავისი მეთოდოლოგით, სპონსორის მითითებით. ეს ინფორმაცია გამჭვირვალეა.

როცა დავინტერესდი, შევედი, ვნახე და ჩვეულებრივი კლინიკური კვლევაა. საქართველოში არის ასობით კლინიკური კვლევა და ამ კვლევასთან დაკავშირებით რატომ ატყდა ასეთი წივილ-კივილი?.. მესმის, რომ არასაჭიროდ სახელმწიფო ბიუჯეტი რატომ დაიხარჯა - მაგაზე, ეს კიდევ ცალკე თემაა. მოდით, ასე ვთქვათ, შეცდომა იყო. ამაზე ახლა ფოკუსირებას აზრი არ აქვს. აი, ზაფხული მოვა, ყველაფერი დაწყნარდება და შესაბამისმა ორგანოებმა კარგად უნდა გადახედონ - საბუთები არსებობს, რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული და ასე შემდეგ. სამედიცინო კუთხით ეს წამალი ეფექტიანი არ არის და არც ერთი წამალი არ გვაქვს კოვიდის საწინააღმდეგოდ, რომელიც ჩვენ დაგვეხმარებოდა ბრძოლაში“.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Открытый чемпионат Италии: Новак Джокович получил сильный удар после выхода в третий раунд после Корантена Муте | Теннисные новости






Мошенники придумали новую схему кражи аккаунтов пользователей Telegram

Более 1,5 млн человек побывали в парках Подмосковья за прошедшую неделю

Парк «Зеленый узел» в Павловском Посаде благоустроят в 2024 году

Жильё по программе реновации на западе Москвы получат 40 тысяч человек