Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

დავით ბაქრაძე: ეს ნამდვილად არ არის პარტია “ევროპული საქართველოდან” გადინების პროცესი

0

ეს ნამდვილად არ არის პარტია “ევროპული საქართველოდან” გადინების პროცესი, როგორც ეს ზოგიერთს სურს გამოაჩინოს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რითაც ელენე ხოშტარიას მიერ პარტიიდან წასვლას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, პარტიის წევრებმა ამ გადაწყვეტილების შესახებ იცოდნენ და ეს მათთვის სიურპრიზი არ ყოფილა.

“პირველ რიგში მინდა დავუდასტურო, ჩვენი როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა, ასევე პირადი მეგობრობა ელენე ხოშტარიას, რომელიც იყო და რჩება ჩვენი გუნდის წევრად. ჩვენ უკვე ვიცოდით დიდი ხნის მანძილზე, რომ მას მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, რომ ამ პოლიტიკური ციკლის ანუ ამ არჩევნების დასრულების შემდეგ ის ფიქრობდა დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობაზე, მეტი აქცენტით სამოქალაქო აქტივიზმზე, როგორც არ უნდა დასრულებულიყო არჩევნები. ჩვენთვის ეს სიურპრიზი არ ყოფილა და არც სიახლე ყოფილა, ეს იყო ის, რაზე წინასწარ პარტიის შიგნით ვიცოდით და ვიყავით მოლაპარაკებული, ამიტომ წარმატებას ვუსურვებ მას ახალ გზაზე და ვფიქრობ, რომ მიზანი გვაქვს საერთო, მიზანი არის ამ ქვეყანაში განვითარება, წინსვლა და ნორმალური დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება. ეს ნამდვილად არ არის პარტია “ევროპული საქართველოდან” გადინების პროცესი, როგორც ეს ზოგიერთს სურს გამოაჩინოს, დიდი ხნის განმავლობაში ვიცოდით ჩვენ, რომ არჩევნების შემდეგ ელენე აპირებდა დამოუკიდებელ აქტივობას და უფრო მეტი აქცენტის გაკეთებას სამოქალაქო აქტივიზმზე, ამიტომ არაფერი მოულოდნელი არ მომხდარა. ვიმეორებ ელენე რჩება ჩვენს მეგობრად, ჩვენ გავაგრძელებთ ერთად და კოორდინირებულად მუშაობას როგორც ოპოზიცია და ჩვენი პოზიციები არ შეცვლილა. პარტიას გააჩნია საკუთარი მუშაობის სტრუქტურა და სპეციფიკა და პარტია ყოველთვის შეზღუდულია გარკვეულ სამოქალაქო აქტივიზმის და პარტიის მიზნები და მოქმედების საშუალებები ძალიან ხშირად ერთმანეთისგან განსხვავებულია, მისთვის უფრო მისაღები გახდა თავისუფალი და არაპარტიული აქტივობა, სადაც იქნება ხელებგახსნილი ყველა იმ აქტივიზმისთვის, რასაც სამოქალაქო აქტიურობა და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ჩატარებული აქციები ითვალისწინებს. ჩვენთან ამ საკითხს არანაირი უთანხმოება არ გამოუწვევია და ყველა ბინძურ ჭორს, რომ თითქოს ეს არის უთანხმოების მიზეზი, ან ელენე აპირებს პარლამენტში შესვლას, ან თითქოს არის რაიმე განხეთქილება მინდა ვუპასუხო, რომ ეს ასე არ არის, ვიმეორებ, ეს არის ის, რაც დიდი ხნის მანძილზე ვიცოდით. ბუნებრივია გული გვწყდება, მაგრამ ჩვენ ვრჩებით თანამოაზრეებად, ეს არის პოლიტიკა – ვრჩებით თანამებრძოლებად და ვემსახურებით ერთ მიზანს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა. როგორც ხოშტარია აცხადებს, გადაწყვეტილება მიიღო, დაიწყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება და ქმნის ახალ პოლიტიკურ პლატფორმას. ამასთან, ხოშტარიას თქმით, რჩება ოპოზიციურ ერთობაში და პარლამენტში შესვლას არ გეგმავს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Рафаэль Надаль

Рафаэль Надаль: Рекордный 10-кратный чемпион, побежденный в двух сетах Хубертом Гуркачем на Открытом чемпионате Италии | Теннисные новости






Нижегородская область присоединится к всероссийскому конкурсу профмастерства «Строймастер»

Народная артистка России Людмила Дугарова в главной роли в фильме Монголии

Гендиректор "Пари НН" Мелик‑Гусейнов заявил, что клуб ударился об дно

В Москве лифт оторвал 10-летней девочке средний палец