Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

რუსეთში პირებს შეუფარდეს "უცხოეთის აგენტის" სტატუსი

0
რუსეთში პირებს შეუფარდეს

რუსეთმა შეუფარდა "უცხოეთის აგენტის" სტატუსი პირებს, მათ შორის სამ ინდივიდს, რომლებიც რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობენ. 

28 დეკემბერს საერთო ანგარიშით ხუთი ჟურნალისტი ან აქტივისტი დაემატა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა ბაზას, სახელად "უცხოეთის მასმედია, რომელიც უცხოეთის აგენტის ფუნქციებს ასრულებს", რის შედეგადაც ეს პირები დაექვემდებარენ შეზღუდვებს - ვალდებულებას რეგულარულად განაცხადონ თავიანთი სამუშაოს ფინანსურ მხარეზე. 

ამ კანონმდებლობას აკრიტიკებენ უფლებადამცველები, რომლებიც აცხადებენ, რომ კანონმა ზიანი მიაყენა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მას იყენებენ კრიტიკული ხმების შეზღუდვის მიზნით. 

სიაში შეყვანილი ლიუდმილა სავიტსკაია და სერგეი მარკელოვი თანამშრომლობენ რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ჩრდილოეთის განყოფილებასთან Sever.Realii. დენის კამალიაგინი მთავარი რედაქტორია საინტერნეტო საინფორმაციო გვერდისა Pskov Province და ისიც თანამშრომლობს რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან. სიაში ასევე მოხვდნენ ცნობილი უფლებადამცველი აქტივისტი ლევ პონომარიოვი და აქტივისტი და ორგანიზაცია წითელი ჯვრის თანამშრომელი, დარია აპაკხონჩიჩი. 

რადიო თავისუფლების ვიცე-პრეზიდენტმა და მთავარმა რედაქტორმა, დეიზი სინდელარმა საპასუხო განცხადება გაავრცელა - "აღმაშფოთებელია, რომ პროფესიონალი ჟურნალისტები იმ პირველ პირებს შორის მოხვდნენ, რომლებიც რუსეთმა 'უცხოეთის აგენტებად' გამოყო. Sever.Realii-ზე ჩვენი კოლეგები პასუხისმგებლობით აშუქებდნენ ყველაფერს, სიტყვის თავისუფლების უფლებებიდან ადგილობრივი მთავრობის კორუფციამდე და კორონავირუსის მსხვერპლთა მზარდ რიცხვამდე. დღევანდელი ნაბიჯით იუსტიციის სამინისტრო ცალსახად აცხადებს, რომ ფაქტების გაშუქება დანაშაულია, და რომ მას ვერაფერი შეაჩერებს იმ ხმათა გასაჩუმებლად, რომლებიც ცდილობენ თავიანთი თანამოქალაქეების, რუსეთის ხალხის ინფორმირებას, დაცვას და ჩართვას".




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Теннисист Джокович раздавал автографы в шлеме после попадания бутылкой в голову






Начало мая в европейской части РФ стало самым холодным за всю историю

Эквайеры спускаются в подземку // Банкиров привлекают большие обороты по счетам метрополитена

Начало мая в европейской части РФ стало самым холодным за всю историю наблюдений

Пермские экологи сообщили о массовой гибели редких жаб под колесами автомобилей