Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

პრეზიდენტის მილოცვა: 2021 წელი ნდობის წელი უნდა იყოს!

0
პრეზიდენტის მილოცვა: 2021 წელი ნდობის წელი უნდა იყოს!

2021 წლის დადგომა მიულოცა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს. მან მიმართვა სამძიბრით დაიწყო:  „2020 წელს ვემშვიდობებით! ეს წელი უმძიმესი აღმოჩნდა მსოფლიოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. მინდა მივუსამძიმრო ყველას, ვინც ამ ურთულეს პერიოდში დაკარგა ოჯახის წევრი, ახლობელი თუ მეგობარი.  პანდემიამ შეცვალა მსოფლიო - შეარყია ეკონომიკა, ჩაგვიკეტა საზღვრები, ჩვენც შეგვცვალა -  შიში ჩაგვინერგა“.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ გადარჩენა მხოლოდ სოლიდარობით, ერთმანეთის ნდობით და გაფრთხილებით შეიძლება. მისი თქმით, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა დაავადების დამარცხების ერთადერთი გზაა! „მთავარია, არ მივეცეთ სასოწარკვეთილებას, რამეთუ ყველფერ ცუდს კარგი მოსდევს“, - დაამატა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში გამოყო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, პოლიცია და თავდაცვის ძალები.

როგორც პრეზიდენტი ამბობს, მსოფლიო კარანტინმა ძლიერი დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკონომიკას, კერძოდ, ტურისტულ სფეროს. „თუმცა, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციამ ბევრ ოჯახს მისცა საშუალება საქართველო ხელახლა აღმოეჩინა. ბევრს სოფლად დაბრუნების სურვილი გაუჩინა. ამით ჩვენ - ყველამ ერთად - მოვახერხეთ  შევხიდებოდით ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მძიმედ დაზარალებულ სფეროს“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი, ასევე, გამოყოფს განათლების სფეროს. „ერთი მხრივ, ახალგაზრდებისთვის  რთული აღმოჩნდა დისტანციური სწავლება და დამთრგუნველი ერთმანეთთან კონტაქტის დაკარგვა, თუმცა არ გამოცხადებულა აკადემიური წელი და ერთიანი ეროვნული გამოცდები შეუფერხებლად ჩატარდა.  ყველაფრის მიუხედვად, ჩვენ აქაც შევძელით ის, რაც ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნებისთვისაც ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა - გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“, - თქვა მან.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, კულტურაზე ძალიან მძიმედ აისახა პანდემია.

პრეზიდენტის თქმით, ერთადერთი სფერო, სადაც პანდემიამ აქტივობა ვერ შეანელა, პოლიტიკაა! „მძიმე პოლიტიკური წელი გვქონდა, თუმცა აქაც შევძელით და მივიღეთ კონსტიტუციური ცვლილებები, ახალი საარჩევნო კოდექსი. ჩავატარეთ არჩევნები, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ შეაფასა, როგორც სამართლიანი და კონკურენტული.  შედგა პარლამენტი“, - განაცხადა მან.

როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, „პანდემიამ ერთი რამ მაინც ვერ შეცვალა - ოკუპაცია და ჩვენი ტკივილი“.

პრეზიდენტის განცხადებით, 2021 წელი ნდობის წელი უნდა იყოს!




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Арина Соболенко

Соболенко испытала проблемы после снятия Рыбакиной с турнира в Риме






Аллерголог НИКИ детства рассказала о причинах развития бронхиальной астмы у детей

«Иркутск» уступил на выезде «Чертаново»

21 причина пойти на Пикник «Афиши». Громкие хедлайнеры, яркие молодые имена и не только

Рыбинск во время войны