Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

უკრაინის სახელმწიფო ბანკის უფროსი დროებით გადადგა ჟურნალისტზე თავდასხმის შემდეგ

0
უკრაინის სახელმწიფო ბანკის უფროსი დროებით გადადგა ჟურნალისტზე თავდასხმის შემდეგ

უკრაინის სახელმწიფო ბანკის, „უკრექსიმბანკის“ ხელმძღვანელმა ბოდიში მოიხადა რადიო თავისუფლების და უკრაინის საზოგადოებრივი არხის „უკრაინა პირველის“ ერთობლივი საგამოძიებო პროგრამა „სქემების“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმისთვის ბანკის ოფისში ინტერვიუს დროს და განაცხადა, რომ გადადგება ამ ინციდენტის გამო აღძრული საქმის გამოძიების დასრულებამდე.

ევჰენ მეცჰერი აცხადებს, რომ მისი ერთობ ემოციური რეაქცია და თავშეუკავებელი ქცევა ჟურნალისტების მიმართ გაუმართლებელია.

მეცჰერის გადადგომას გამოძიების დასრულებამდე მხარი დაუჭირა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის ოფისმა დაგმო ჟურნალისტის მიმართ ეს „მიუღებელი“ მოქმედება.

4 ოქტომბერს წინ პროგრამა „სქემების“ ჟურნალისტი, კირილო ოვსიანი და ოპერატორი მივიდნენ მეცჰერის ოფისში, ბანკში და იწერდნენ ინტერვიუს. ჟურნალისტების თანახმად, როცა ერთ-ერთი შეკითხვა, კლიენტისთვის სადავო კრედიტის მიცემის შესახებ, ბანკის ხელმძღვანელს არ მოეწონა, მან განკარგულება გასცა ინტერვიუ შეეწყვიტათ და გადამღები ჯგუფისთვის, რომელიც ჩაწერას განაგრძობდა ინტერვიუს შეწყვეტის შემდეგაც, წაერთმიათ კამერა და მეხსიერების ბარათი, ხოლო ჩანაწერი წაეშალათ. ოპერატორის მიმართ იხმარეს ძალა.

მოგვიანებით „სქემებმა“ წაშლილი ჩანაწერის აღდგენა შეძლეს და გაავრცელეს ის.

აღძრულია საქმე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლის შესახებ.

„უკრექსიმბანკმა“ გამომძიებელი ჟურნალისტები პროვოკაციაში დაადანაშაულა. მისი თქმით, შეკითხვები არ იყო შეთანხმებული ხელმძღვანელობასთან, ზოგიერთი ინფორმაცია კლიენტის შესახებ საბანკო საიდუმლოებას წარმოადგენს და საფინანსო ინსტიტუტს არ აქვს მისი გავრცელების უფლება.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Хачанов победил Шевченко во втором круге турнира ATP в Риме






Водитель упавшего с моста в Питере автобуса ранее работал курьером и контролером

Танцоры из Асбеста выступят в Москве

«Фонтанка»: 19-летний москвич спасал пассажиров тонущего в Мойке автобуса

Без солнца. Эксперт объяснила, почему даже летом не хватает витамина D