Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

Новости за 12.10.2021

კიევის სასამართლომ ვიქტორ მედვედჩუკი დეკემბრამდე დატოვა შინაპატიმრობაში

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის სასამართლომ 12 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, პრორუსული ორიენტაციის კანონმდებელი ვიქტორ მედვედჩუკი დეკემბრამდე დატოვოს შინაპატიმრობაში მას შემდეგ, რაც პროკურატურამ გააფართოვა მის წინააღმდეგ გამოძიება. პროკურატურა ითხოვდა მედვედჩუკის გადაყვანას შინაპატიმრობიდან წინასწარ პატიმრობაში. მაგრამ კიევის პეჩორსკის საოლქო სასამართლომ არ მიიღო ეს მოთხოვნა და მედვედჩუკი 7 დეკემბრამდე დატოვა შინაპატიმრობაში. გასულ კვირაში ვიქტორ მედვედჩუკს, უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატსა და კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქს... Читать дальше...

“ ჯანდაცვის სამინისტრო ანგრევს სამედიცინო ეთიკას” - უშველის 8 ლარიანი ბონუსები ჩავარდნილ ვაქცინაციას?

Radiotavisupleba.ge 

„ ექიმისადმი უნდობლობას კიდევ უფრო რომ აჩენენ მაგას ვერ ხვდებიან ?” „ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს გამიზნულად ანტივაქსერულ კამპანიას აწარმოებენ“ “ როგორ გააკონტროლებენ ვინ რამდენი გადმოიბირა?!” “სამარცხვინო შემოთავაზება! არა მგონია რომელიმე ჩემს კოლეგას მოეწონოს ეს შემოთავაზება. რბილად რომ ვთქვათ, შეურაცხმყოფელია. შეიძლება მინდა უფრო დიდი ხელფასი, მაგრამ ამ ფორმით არავითარ შემთხვევაში!” და ა.შ - ასე გააკრიტიკეს ფეისბუკზე ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც ექიმების წახალისებას ეხება. Читать дальше...

დე ფაქტო სანიტარული სამსახური შეზღუდვების გამკაცრებას ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის ცენტრალური საავადმყოფოს "წითელ ზონაში," ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის შედეგად ორი მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაცია სააგენტო რესს, დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა ინფექციონისტმა ელეონორა ჯიოევამ მიაწოდა. ექიმის თქმით, საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში ამჟამად 89 პაციენტი მკურნალობს, სამი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. დე ფაქტო რესპუბლიკის სანიტარული სამსახური ყოველდღე, ინფიცირების ათეულობით ახალი შემთხვევების შესახებ იუწყება. სანიტარული... Читать дальше...

ვიქტორ იუშჩენკო: ამ მიმართვას ვიწყებ უდიდესი პატივისცემითა და იმ უდიდესი სიყვარულით, რომელიც ყველა უკრაინელის გულშია საქართველოსადმი

News.ge 

უკრაინის ექსპრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ვიდეომიმართვა ჩაწერა. ის აცხადებს, რომ სააკაშვილი ქართველი ხალხის გვერდით იდგა გარდამტეხ მომენტებში და ახლა სასამრთლო პროცესს ელოდება. მისი თქმით, საქართველო არ უნდა შევიდეს დესტაბილიზაციის ზონაში, განსაკუთრებით, საშინაო საკითხებში, რომ ქვეყანამ არ დაუშვას დემოკრატიული დაცემა და იზოლაცია. “ამ მიმართვას ვიწყებ უდიდესი პატივისცემითა და იმ უდიდესი სიყვარულით, ...

დე ფაქტო „კა-გე-ბე" ე.წ საზღვრის დამრღვევთა 9 თვის სტატისტიკას აქვეყნებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მოქალაქეების წილი მხოლოდ 10 პროცენტია ე.წ დამრღვევებს შორის სტატისტიკაში, რომელიც დე ფაქტო „კა-გე-ბე"-მ გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ საზღვრის და სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ბრალდებით 296 პირი დააკავეს. (2020 წლის 9 თვეში 360 იყო) - ამ ინფორმაციას დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი აქვეყნებს. „კა-გე-ბე"-ს პრესსამსახურის მონაცემებით, მათგან 115 (2020 წელს 157) სახელმწიფო საზღვრის დამრღვევია, 181 კი (2020 წელს 203) სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევია. Читать дальше...

გაუპატიურებისა და წამების 40 გიგაბაიტი ვიდეო რუსეთის ციხეებიდან

Radiotavisupleba.ge 

რუსმა უფლებადამცველებმა პროექტ Gulagu.net-იდან განაცხადეს, რომ, ერთ-ერთი პატიმარ-პროგრამისტის დახმარებით, მათ განკარგულებაში აღმოჩნდა რუსეთში გადაღებული ციხის წამების ვიდეოების უდიდესი არქივი.

ელისაშვილი სააკაშვილზე: მთლად ეგეთი გამბედავიც თუ იყო, არ მეგონა, სხვა წარმოდგენა მქონდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ქვეყნის პირველი პრეზიდენტის დაბრუნება შეაფასა „პალიტრანიუსის“ ეთერში პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. „სააკაშვილს იმაზე მეტი გამბედაობა აღმოაჩნდა, ვიდრე მეგონა, რაც მართალია, მართალია, თუმცა, მეორე მხრივ, ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, უბრალოდ აღმაშფოთებელი იყო როგორც შემოვიდა. ის ხომ ჩვეულებრივი ადამიანი არ არის, ორჯერ იყო ამ ქვეყნის, სახელმწიფოს პრეზიდენტი და ორჯერ იყო შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, რაღაცა მწვანილის „იმით“ რომ შემოიპარები, ჩემი აზრით... Читать дальше...

თაკო ჩარკვიანი: სააკაშვილის სიკვდილი თუ არ გაწუხებთ, კოალიციაში “შემავალნო”, იქნებ თქვენი პოლიტიკური სიკვდილის გამო მაინც მიხვიდეთ სოლიდაობის აქიაზე!

News.ge 

“კოალიციაში შემავალნო “პატარა ” პარტიებო !!! ამიხსენით ( მორალზე არ ვსაუბრობ) რა განცხადებაა ეს: “14 ოქტომბერს ნაც . პარტიის აქციას სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით არ ვუერთდებითო?! “ აბა გავაანალიზოთ ახლა, რომელი “მხრიდან ” არის სწორი ეს განცხადება: პოლიტიკურად?! რა თქმა უნდა არა, რადგან 1- არჩევნებში თქვენმა დაბალმა პროცენტებმა, თქვენმა რეიტინგმა აჩვენა , რომ დიდი სარგებელი მიიღეთ ...



პუტინმა და ფაშინიანმა წელს მეოთხედ გამართეს შეხვედრა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი წელს მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს. მათ ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და ვითარებაზე მთიან ყარაბაღში. ფაშინიანის თქმით, ყარაბაღის კონფლიქტი არ არის ბოლომდე მოგვარებული. სომხეთის პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ რუსეთი, რომელიც ყარაბაღის საკითხის მოგვარების ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა, კონფლიქტის დარეგულირებაში საკვანძო როლს თამაშობს. პუტინმა თქვა, რომ ფაშინიანთან პირადი შეხვედრების პროდუქტიულობაში არის დარწმუნებული მიუხედავად იმისა... Читать дальше...

თამარ ჩხეიძე: აკვიატებული სიძულვილი კერპთაყვანისმცემლობაზე არანაკლებ არაჯანსაღი მოვლენაა და ერთი მედლის ორი მხარეა!

News.ge 

“ელენე ხოშტარიას მოვუსმინე ტელევიზიით 14 -ის აქციის შესახებ. კიდევ კარგი, რომ ის თქვა, რაც თავისთავად ცხადია, უნდა ეთქვა და რასაც საღად მოაზროვნე და წესიერი ადამიანისგან უნდა მოელოდე. ეს აღსანიშნავია მხოლოდ სხვა პოლიტიკური პარტიების სამარცხვინო პოზიციის ფონზე, მათ შორის მათი ვის მიმართაც ზოგადად დადებითი დამოკიდებულება მაქვს. მათ თურმე არ ეხებათ პრეზიდენტ სააკაშვილის დაცვა, რადგან ეს კერპთაყვანისმცემლობა ...

სახალხო დამცველი ეხმაურება პენიტენციური სამსახურის მიერ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ცნობის გავრცელებას

Radiotavisupleba.ge 

ომბუდსმენი განცხადებას აქვეყნებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობების შესახებ. ის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ომბუდსმენის აპარატმა უკვე რამდენჯერმე მოინახულა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. „დეტალურად ვაკვირდებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ პირობებს. ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს როგორც პენიტენციური სისტემის ადმინისტრაციასთან, ასევე, პატიმრის თანხმობით, მისი ჯანმრთელობის... Читать дальше...

Enjoy Free Slot Games at a Casino to have fun

News.ge 

If you love to play slots and want to have fun at home while playing the solitario spidern you should consider purchasing free casino slot machines. There are so many options, it could be difficult to pick the best one. It is crucial to read reviews of the features and learn more from the feedback ...

იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე ითხოვს ექიმთა ჯგუფის გამოყოფას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას აქვეყნებს იუსტიციის სამინისტრო. როგორც ის აღნიშნავს, მისი მიზანია საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი, ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ. იუსტიციის სამინისტრო მიმართავს თხოვნით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა... Читать дальше...

პარლამენტარებმა ბრიტანეთში პანდემიის დასაწყისში მთავრობის მოქმედებებს სერიოზული ჩავარდნა უწოდეს

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის პარლამენტარებმა პანდემიის დასაწყისში მთავრობის მოქმედებებს უწოდეს სერიოზული ჩავარდნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. სპეციალური ანგარიშის ავტორები არიან პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტის და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტის წევრები. ანგარიშს ეწოდება „კორონავირუსი: ნასწავლი გაკვეთილები“. ორივე კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობენ პარლამენტის ყველა პარტიის წარმომადგენლები. როგორც BBC იტყობინება, 150-გვერდიან დოკუმენტში მოცემულია ხელისუფლების მოქმედებების შეფასება... Читать дальше...

"ნატოსკენ სვლის განახლება" - რას უყურებს და რას ხედავს კრემლი საქართველოში?

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში არ ცხრება ინტერესი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაჭერის ფაქტთან თუ მოვლენების სავარაუდო განვითარებასთან დაკავშირებით.

Some Tips About Free Demo Slot Games

News.ge 

When you are looking for free demonstration slot games there are lots of different options available big bad wolf games to you. Every site may provide you with a somewhat different experience based upon what applications they use, and which software they use. A fantastic slotting guide can help you get the best way for ...

უკრაინის „ევროპული პერსპექტივა“ და გზავნილი მოსკოვიდან

Radiotavisupleba.ge 

600 მილიონი ევროს მოცულობის დახმარება და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოებისკენ მიმართული სამი მნიშვნელოვანი შეთანხმება - ასეთია კიევში გამართული ერთდღიანი ევროკავშირ-უკრაინის 23-ე სამიტის მთავარი შედეგი, რომელმაც მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უფრო ამბიციური განაცხადის გაკეთებისკენ უბიძგა. „მოველით, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა და წევრი სახელმწიფოები გაბედულებას და წინდახედულებას გამოიჩენენ უკრაინის, როგორც ევროპული სივრცის განუყოფელი ნაწილის დასანახად. ევროპული პერსპექტივის მიცემა უკრაინისთვის... Читать дальше...

How to Enjoy Free Casino Games Online

News.ge 

Casinos online for free are for most a solitary source of entertainment and time-wasting. For others , they’re tools. People can play free online casino games to try various strategies and learn about how they work and program and discover weaknesses and indicators that sweet bonanza slot for real money will enable them to play ...

ზურაბიშვილმა საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმზე ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე ილაპარაკა

Radiotavisupleba.ge 

ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს შესახებ. ღონისძიება ვენაში ავსტრიის ფედერალური სავაჭრო პალატისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.  როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მაჩვენებელი მზარდი ტენდენციით გამოირჩეოდა, თუმცა პანდემიამ თავისი კვალი დაატყო. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ მონაცემები არათუ იგივე ნიშნულს დაუბრუნდება... Читать дальше...

Новости России
Москва

Врач Пылев: склонность к получению солнечных ожогов связана с риском рака кожи


თამარ კაკაბაძე ამომრჩევლის აქტიურობაზე - "ბათუმსა და ზუგდიდში ამომრჩევლებმა თავიანთი მისვლით გადატეხეს გაყალბების მექანიზმი"

Radiotavisupleba.ge 

"საოლქო კომისიებმა არც ერთი ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილეს", - აცხადებს პარტია "დროას" წევრი, თამარ კაკაბაძე და მათი სასამართლოში გასაჩივრების პროცესის გარდა ხაზს უსვამს ამომრჩევლის აქტიურობის მნიშვნელობას, როცა, მისი თქმით, გაყალბების მექანიზმი ვეღარ წვდება ოპოზიციური ამომრჩევლის რაოდენობას.

ცესკოს თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

News.ge 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა. მარკ კლეიტონმა ცესკოს თავმჯდომარეს 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ არჩევნების დღე კარგად იყო ორგანიზებული. ამასთან ელჩი დაინტერესდა თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 30 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების მეორე ტურისთვის ...

ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდა, იკისროს პასუხისმგებლობა 2014 წელს დონბასში მალაიზიის „ბოინგის“ კატასტროფისთვის

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდა, იკისროს პასუხისმგებლობა 2014 წლის ზაფხულში დონბასის თავზე მალაიზიის სამგზავრო „ბოინგის“ კატასტროფისთვის. ამის შესახებ საუბარია უკრაინა-ევროკავშირის სამიტის ერთობლივ განცხადებაში. სამიტი დღეს გაიმართა კიევში. ევროკავშირის ქვეყნებისა და უკრაინის ლიდერებმა მოსკოვს ასევე მოუწოდეს, ყოველი ღონე იხმაროს, რათა ავიალაინერის ჩამოგდებისთვის პასუხისმგებელნი მართლმსაჯულებას გადაეცნენ. გარდა ამისა, სამიტის მონაწილეებმა დაგმეს რუსეთის მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში და აღნიშნეს მინსკის შეთანხმებების შესრულების მნიშვნელობა. Читать дальше...

ოსკარზე საქართველოს სახელით იბრძოლებს ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი"

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანახმად, ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს სახელით იბრძოლებს ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი". „მეოთხე ბრაიტონი“ ემიგრაციაში მყოფ ქართველებზეა. ქართველი მოჭიდავე კახი ნიუ-იორკში ჩადის, რომ თამაშზე დამოკიდებულ შვილს პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს. მთავარ როლს ოლიმპიური ჩემპიონი, მოჭიდავე ლევან თედიაშვილი ასრულებს, რომლისთვისაც ეს, „ხარება და გოგიას” შემდეგ, რიგით მეორე სამსახიობო გამოცდილებაა. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

Камбэком обернулся матч вундеркинда из России перед стартом Еленой Рыбакиной в Мадриде






С начала года программа создания мест приложения труда расширилась в 1,5 раза

Зеленые облигации Москвы признаны отвечающими стандартам зеленого финансирования

Современный городской квартал возведут в Даниловском районе по программе КРТ

В Подмосковье перед судом предстанут обвиняемые в коррупции и убийстве адвоката