Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

Новости за 24.10.2021

თინა ხიდაშელი: ვა-ბანკზე წავიდა ოპოზიცია, თუმცა მაინც ვთვლი, რომ ეს იყო თამამი და სწორი გადაწყვეტილება

News.ge 

ამ გადაწყვეტილებით ოპოზიცია სრულ ვა – ბანკზე წავიდა, ერთი მხრივ, ნამდვილად ვაჟკაცური და გაბედული საქციელია – მე ვთვლი, რომ ეს თამამი და სწორი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ – ქალაქი“ განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების მიერ ე.წ ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნას გამოეხმაურა. ამასთან თინა ხიდაშელის თქმით, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს „ქართული ოცნება“ ...

ომბუდსმენი: გლდანის ციხის ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანა მართებული არ იქნება - რა არ უნდა გამოგრჩეს 25 ოქტომბერს

Radiotavisupleba.ge 

რა ელის მიხეილ სააკაშვილს #18 დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში? #18 სამკურნალო დაწესებულება სრულფასოვნად ვერ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას. ამის შესახებ სახალხო დამცველმა განაცხადა. ნინო ლომჯარიას რწმუნებულმა დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეისწავლა და ასეთი დასკვნა გააკეთა: "#18 დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებით, ასევე, ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო აღჭურვილობის დათვალიერებით დადგინდა, რომ დაწესებულებას გააჩნია პატიმართა (მათ შორის მოშიმშილეების)... Читать дальше...

რუსეთი გმობს აშშ-ის გადაწყვეტილებას, აშშ-ის ვიზის მიღების მოსურნე რუსები "უსახლკარო მოქალაქეების" სიას დაემატონ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა დაგმო ვაშინგტონის გადაწყვეტილება აშშ-ის ვიზის მიღების მოსურნე რუსები დაემატებინა "უსახლკარო მოქალაქეთა" სიისთვის, რომლებსაც ვიზებზე განაცხადის შეტანა მესამე ქვეყნებში შეუძლიათ.  ეს გადაწყვეტილება რუსებს საშუალებას აძლევს აშშ-ის ვიზაზე განაცხადი შეიტანონ ვარშავაში, მათი ქვეყნის ნაცვლად, მას შემდეგ, რაც აშშ-ის საელჩომ მაისში შეწყვიტა სავიზო განაცხადების უმეტესობის განხილვა, საელჩოს თანამშრომლების რუსეთში დაქირავების მოსკოვის მიერ აკრძალვის გამო. აშშ "უსახლკაროს" უწოდებს განაცხადის გამკეთებელ იმ პირებს... Читать дальше...

უზბეკეთში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები

Radiotavisupleba.ge 

უზბეკეთში 24 ოქტომბერს გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მოქმედ პრეზიდენტს, შავკატ მირზოევს არ დაპირისპირებია რეალური ოპოზიცია და ის, გავრცელებული მოლოდინით, არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს.  მირზოევს უპირისპირდებოდა ოთხი ნაკლებად ცნობილი კანდიდატი, რომლებიც დიდწილად ხელისუფლებას უჭერენ მხარს. სამ ოპოზიციურ პარტიას არ მიეცა რეგისტრაციის უფლება, კენჭისყრაზე თავ-თავიანი კანდიდატების დასახელებისთვის. მას შემდეგ, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ეს მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნებია უზბეკეთისთვის... Читать дальше...

დმიტრი პესკოვი: საშიში არაფერია იმაში, თუ ნატოსთან ურთიერთობაზე უარს ვიტყვით

News.ge 

რუსეთი ყოველთვის ემხრობოდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობების გაღრმავებას, მიუხედავად ბლოკის აგრესიისა, მაგრამ ყველა ძალისხმევა ამაო აღმოჩნდა და მოსკოვმა უარი თქვა ნატოსთან თანამშრომლობაზე. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა. „აქ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ამ ბლოკის აგრესიის მიუხედავად, რუსეთი ყოველთვის გამოდიოდა ურთიერთობათა განვითარებისთვის. მხოლოდ ახლა, როდესაც აშკარა გახდა, რომ ჩვენი ყველა მცდელობა ამაოა, ჩვენ, უბრალოდ, ოფიციალური გავხადეთ ...

სახელმწიფო უწყებები კვლავ ამტკიცებენ, რომ ციხის კლინიკაში სააკაშვილს სრულფასოვნად უმკურნალებენ

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის სამინისტრო პრეს რელიზს ავრცელებს, სადაც წერია, რომ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან ერთად მოინახულა გლდანის ციხის ჰოსპიტალი იმის შესამოწმებლად, რამდენად მართებული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის იქ გადაყვანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემდეგ.  "როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაწესებულების ინფრასტრუქტურა არის სრულიად გამართული პაციენტის მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ კონსილიუმის წევრებს მიეცეთ, ასევე... Читать дальше...

სახალხო დამცველი შემოწმების შემდეგ ამბობს, რომ გლდანის ციხის ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანა მართებული არ იქნება

Radiotavisupleba.ge 

სახალხო დამცველმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და თვლის, რომ მოშიმშილე პატიმრის გადაყვანა ამ დაწესებულებაში მართებული არ იქნება.  "დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. N18 დაწესებულების... Читать дальше...

ხაბეიშვილი სააკაშვილზე: მხოლოდ მისი მმართველობის დროს იყო საპატრიარქოს რეიტინგი და ნდობა 99%

Radiotavisupleba.ge 

რუსთავში, საპატიმრო დაწესებულებასთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ხაზი გაუსვა მის საქმიანობას მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებისთვის. ხაბეიშვილის თქმით, არც ერთი სხვა მმართველის დროს არ ყოფილა ეკლესიის მიმართ იმხელა ნდობა და არც ერთ სხვა დროს არ აშენებულა იმდენი ეკლესია მონასტერი, რამდენიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას.  „მიშა სააკაშვილმა საქართველოს დაუბრუნა გამარჯვების დროშა, ხუთჯვრიანი დროშა. ჩვენს დროშაზე გამოსახულია ხუთი ჯვარი... Читать дальше...



პრემიერი მეჭიაურს თხოვს "გზა დაუთმოს "ქართული ოცნების" ახალგაზრდა, კანდიდატს"

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თიანეთში მერობის ოპოზიციონერ კანდიდატს და ყოფილ თანაგუნდელს, თამაზ მეჭიაურს სთხოვს, უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე მმართველი პარტიის "ახალგაზრდა, ნიჭიერი" კანდიდატის სასარგებლოდ. თამაზ მეჭიაურმა 2 ოქტომბერს ამომრჩეველთა 30% მიიღო, "ქართული ოცნების" კანდიდატმა 43%. "თიანეთში ჩვენ გვაქვს მეორე ტური, აქ ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული, ახალგაზრდა, გამოცდილი, ძალიან წესიერი, კვალიფიციური კაცი, ლევან წიკლაური, რომელიც, რა თქმა უნდა, გახდება თიანეთის მერი. Читать дальше...

“თავისუფლება მიშას – პენიტენციურ დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

News.ge 

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერები – “თავისუფლება მიშას”. აქტივისტებს საქართველოს, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები აქვთ მიტანილი და სკანდირებენ: “მიშა, მიშა” . ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

რუსთავში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება

Radiotavisupleba.ge 

რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იხდის სასჯელს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, მათი მხარდამჭერები და აქტივისტები აქციას მართავენ. აქციის მიზანი მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა და გამხნევებაა. მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები მოითხოვენ სასწრაფოდ გადაწყდეს მისი მრავალპროფილიან კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი, საჯარო პირები, მათ შორის იუსტიციის და პრემიერ-მინისტრი კი ამბობენ, რომ სააკაშვილს სამედიცინო დახმარებას თბილისში... Читать дальше...

პრემიერ-მინისტრი: არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას

Radiotavisupleba.ge 

"მე, როგორ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაცის" - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში წინასაარჩევნო შეხვედრების დასრულების შემდეგ, მედიასთან საუბრისას. პრემიერი ამბობს, რომ სწორი არა მოქალაქეების იძულება, არამედ დარწმუნებაა, რომ ვაქცინაცია ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალია. პრემიერის განცხადების ფონია დრამატულად შემცირებული ვაქცინაციის ტემპი, მზარდი ინფიცირების შემთხვევები და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის... Читать дальше...

"არ გაგცემთ პასუხს" - პრემიერის პასუხი რადიო თავისუფლების კითხვაზე

Radiotavisupleba.ge 

"ვინ ხართ თქვენ? რადიო თავისუფლებას არ გაგცემთ პასუხს" - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტის კითხვას თელავში, წინასაარჩევნო რეგიონული ტურნეს დროს. რადიო თავისუფლებას პრემიერისგან აინტერესებდა მოესმინა, რატომ ვერ შესრულდა ის დაპირებები, რომელიც მან პირადად და მისმა გუნდმა სხვადასხვა დროს, 2012 და 2015 წლებში გასცეს კახეთში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს. 2015 წელს, პირველი პრემიერობის დროს ღარიბაშვილი კახეთის მოსახლეობას რამდენიმე პროექტის განხორციელებას დაპირდა... Читать дальше...

აშშ უნგრელებს ულოცავს 1956 წლის ამბოხების 65-ე წლისთავს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შაბათს გაავრცელა განცხადება უნგრეთის ანტიკუმუნისტური ამბოხების 65-ე წლისთავთან დაკავშირებით. 1956 წელს უნგრეთში კომუნისტური მმართველობის საწინააღმდეგო ამბოხება მოხდა, რომელიც საბჭოთა არმიის ძალებმა ჩაახშეს. ოფიციალური მონაცემებით, აჯანყების და საომარი მოქმედებების დროს, 1956 წლის ოქტომბრის ბოლოდან 31 დეკემბრამდე დაიღუპა 2652 უნგრელი მეამბოხე, 348 მშვიდობიანი სამოქალაქო პირი, დაიჭრა 19 226 ადამიანი. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ: "უნგრეთის 1956... Читать дальше...

ქაბულში იპოვეს შიმშილით დაღუპული რვა ობოლი ბავშვი

Radiotavisupleba.ge 

ჰაზარელების ეთნიკური ჯგუფის პოლიტიკური ლიდერი და ავღანეთის პარლამენტის ყოფილი წევრი ამბობს, რომ ქაბულის დასავლეთით იპოვეს შიმშილით დაღუპული რვა ობოლი ბავშვის გვამი.  24 ოქტომბერს ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში მოჰამად მოჰაყიყი ამბობს, რომ ბავშვები დაახლოებით სამი კვირის წინ გარდაიცვალნენ. მისი თქმით, ბავშვები ადგილობრივმა სასულიერო პირმა და მეზობლებმა დაასაფლავეს.  ადგილობრივი სასულიერო პირი, მოჰამად ალი ბამიანი ამბობს, რომ დაღუპულ ბავშვებს შორის ყველაზე უფროსი რვა წლის იყო, ყველაზე პატარა - წლინახევრის. Читать дальше...

რუსთავში თავს დაესხნენ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბს

Radiotavisupleba.ge 

რუსთავში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ოფისზე თავდასხმა მოხდა, რომლის დროსაც დაშავდა 3 ადამიანი. შემთხვევისას შტაბში მყოფი პირები ამბობენ, რომ მათ თავს დაესხნენ მმართველი პარტიის მხარდამჭერები და სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული ის პირები, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობრივი ექსცესებისთვის იყენებს. ამ დროისთვის დაშავებულები გამოკითხვაზე იმყოფებიან ადგილობრივი პოლიციის სამმართველოში, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსი, ალექსანდრე ბერიძე კი რადიო თავისუფლებას ეუბნება... Читать дальше...

პრემიერი ამბობს, რომ გამორიცხულია სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია. სააკაშვილი 20 დღეზე მეტია, შიმშილობს. მისი ექიმის თქმით, მდგომარეობა მძიმდება, ადვოკატები კი ითხოვენ მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებაში მის გადაყვანას, ვინაიდან არსებობს გულის გაჩერების საფრთხე.  პრემიერ-მინისტრი ამ თემაზე საუბრისას ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი არ არის პრივილიგირებული პატიმარი და მას სხვების მსგავსად, ციხის კლინიკაში უმკურნალებენ, თუკი საჭირო გახდება. Читать дальше...

ამირან გამყრელიძე საჭიროდ მიიჩნევს სავალდებულო აცრას ცალკეული ჯგუფებისთვის მაინც

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ვაქცინაციის შემცირებული ტემპის ფონზე თვლის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები სავალდებულო უნდა გახდეს გარკვეული ჯგუფებისთვის მაინც. პანდემიის მეორე წლის მიწურულს ის ასევე საუბრობს ინფორმაციის ნაკლებობაზე მოსახლეობაში.  „მომხრე ვიქნებოდი აცრების გასააქტიურებლად სხვადასხვა შემზღუდველი თუ წამახალისებელი ღონისძიებების. სოფლებში რომ დავდივართ, გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა, არა. Читать дальше...

ადვოკატი: პატიმრები, ვინც უარს ამბობს დაეხმაროს ხელისუფლებას არჩევნებში, სადამსჯელო კამერებში ჰყავთ

Radiotavisupleba.ge 

რუსთავის მერიასთან აქცია გამართეს ქურდულ სამყაროსთან კავშირისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულთა უფლებადამცველებმა და ოჯახის წევრებმა. ისინი ამბობენ, რომ საპატიმრო დაწესებულებაში დაკავებულების უფლებების შეზღუდვას აქვს ადგილი მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს, არჩევნებში ხელისუფლებისთვის დაეჭირათ მხარი და დახმარებოდნენ მათ გამარჯვებაში.  "ბრალდებულებს არ აძლევენ პაემნის და  ტელეფონით სარგებობის უფლებას, ამყოფებენ სპეციალურ სადამსჯელო  კამერებში.  ბრალდებებს უმძიმებენ. არაერთი მიმართვის და პროტესტის გამო... Читать дальше...

Новости России
Москва

По запросу Баку в Москве незаконно был задержан известный российский политолог Михаил Александров


“რუსთავში ჩვენს ოფისზე მოხდა თავდასხმა, იყო შეჭრის მცდელობა”

News.ge 

ჩვენს ოფისზე მოხდა თავდასხმა, იყო ოფისში შეჭრის მცდელობა და პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლა , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა. დავით კირკიტაძემ რუსთავში, მის ოფისთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თავდამსხმელები სამართალდამცავი უწყების აგენტები არიან. „იდენტიფიცირებული არიან დამნაშავეები. ეს ის ადამიანები გახლავთ, ვინც „ცოცხების აქცია“ მოაწყო და მაშინ პოლიციას ...

ბათუმში სახლის ნგრევისას გარდარჩენილმა 37 წლის კაცმა კლინიკა დატოვა

Radiotavisupleba.ge 

კლინიკიდან ოჯახში დაბრუნდა 37 წლის ზვიად თავდგირიძე. ის ერთადერთია მათ შორის, ვინც ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის შემდეგ ცოცხალი გადარჩა. 37 წლის კაცმა, სანამ მაშველები გამოიყვანდნენ, ათ საათზე მეტი გაატარა სახლის ნანგრევებში, შემდეგ კი კლინიკა "მედცენტრში" მკურნალობის 16 დღიანი კურსი გაიარა. სამაშველო ოპერაციის დროს მასთან კონტაქტზე იმყოფებოდნენ მაშველები და ოჯახის წევრები, აწვდიდნენ წყალს და ესაუბრებოდნენ ნანგრევების მიღმა.  "პაციენტს ჰქონდა პოლიტრავმა და პოლიორგანული უკმარისობა. თავიდან მკურნალობდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში... Читать дальше...

ხელისუფლებასთან შეთანხმების გამო, პაკისტანელმა ისლამისტებმა გადადეს საპროტესტო აქცია

Radiotavisupleba.ge 

პაკისტანის რადიკალური ისლამისტური პარტია 24 ოქტომბერს დათანხმდა სამი დღით გადაედო საპროტესტო აქცია, მას შემდეგ, რაც პაკისტანის ხელისუფლება მათ დაპირდა, რომ პარტიის ლიდერს ბრალდებებს მოუხსნის.  პარტია ტეჰრიკ-ე-ლაბიაკის ლიდერი, საად რიზვი 2020 წელს დააკავეს, საფრანგეთის წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციების დროს, რომლებიც უკავშირდებოდა წინასწარმეტყველ მუჰამედის პოლიტიკური კარიკატურების გამოქვეყნებას. რიზვი დააკავეს ხალხისთვის უკანონო შეკრების მოწოდების გაცემის ბრალდებით. ჯერჯერობით გაურკვეველია რიზვის როდის გაათავისუფლებენ. Читать дальше...

სერბეთი კოსოვოელ მოკრივეებს არ აძლევს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის საშუალებას

Radiotavisupleba.ge 

მოყვარულთა კრივის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მოლაპარაკებას მართავს სერბეთის კრივის ფედერაციასთან, იმის გამო, რომ ბელგრადი უარს აცხადებს კოსოვოელ მოკრივეებს მისცეს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება.  2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კრივში სერბეთში ტარდება, 24-დან 6 ნოემბრამდე. კოსოვოს ოლიმპიურმა კომიტეტმა 23 ოქტომბერს, გვიან საღამოს განაცხადა, რომ მის სპორტსმენებს სერბმა ოფიციალურმა პირებმა უკვე ორჯერ უთხრეს უარი საზღვრის გადალახვაზე.   ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში კოსოვოს ოლიმპიური კომიტეტი ამბობს... Читать дальше...

უზბეკეთში საპრეზიდენტო არჩევნებია, გავრცელებული მოლოდინით გამარჯვებას მოქმედი პრეზიდენტი მოიპოვებს

Radiotavisupleba.ge 

24 ოქტომბერს უზბეკეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც, როგორც მოელიან, მოქმედი პრეზიდენტი, შავკატ მირზოევი მეორე ვადით მოიპოვებს გამარჯვებას, ოპოზიციური კანდიდატების არარსებობის ფონზე.  მირზოევს უპირისპირდება ოთხი ნაკლებად ცნობილი კანდიდატი, რომლებიც დიდწილად ხელისუფლებას უჭერენ მხარს. სამ ოპოზიციურ პარტიას არ მიეცა რეგისტრაციის უფლება, კენჭისყრაზე თავ-თავიანი კანდიდატების დასახელებისთვის.  მას შემდეგ, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ეს მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნებია უზბეკეთისთვის... Читать дальше...

IAEA-ის ხელმძღვანელი: ირანის ობიექტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა საფრთხეს უქმნის სადამკვირვებლო პროგრამას

Radiotavisupleba.ge 

გაეროს ატომური უწყების ხელმძღვანელის თქმით, მისი ორგანიზაციის სადამკვირვებლო პროგრამას ირანში შეზღუდვებს უქმნიან მნიშვნელოვან ობიექტზე, რაც ზრდის შეშფოთებას, რომ 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების ხელმომწერი, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ვერ შეძლებენ ირანის ბირთვული პროგრამის "სურათის რეკონსტრუქციას".  ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი ამ განცხადებებით გამოვიდა 23 ოქტომბერს, NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში. გროსი ამჟამად ვაშინგტონში იმყოფება, იმ ფონზე, როცა... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Потапова проиграла Фернандес во втором круге турнира WTA в Мадриде






Ивановские проекты победили в Международном профессиональном конкурсе НОПРИЗ на лучший проект – 2023

Беспроводной сканер штрих-кодов Heroje S-H29W

Количество вакансий с подработкой выросло на 42% перед майскими праздниками

Брянские самбисты завоевали четыре медали на первенстве ЦФО