Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

"ივანიშვილის გამორჩეული კლოუნი" - ვინ როგორ შეაფასა ღარიბაშვილის წერილი სააკაშვილზე

0

საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ოპოზიციაში ბიძინა ივანიშვილის გზავნილად აღიქვეს. ღარიბაშვილმა წერილი დღეს, 6 ოქტომბრის დილას გაავრცელდა და მასში სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების ვარაუდები გამოთქვა.

"ყველაზე ლოგიკურად მაინც ის ვერსია შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა", - მიაჩნია ღარიბაშვილს.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი და ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის წერილით გამოხატული "სიმდაბლე და არაადამიანობა შეშურდებოდა პუტინის გამორჩეულ პროპაგანდისტებსაც კი".

"ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიზანი მართლმსაჯულება და სამართალი კი არ არის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არამედ ივანიშვილის მიზანი არის, რეალურად, გადაწეროს საქართველოს ისტორია, შეურაცხყოფა მიაყენოს "ვარდების რევოლუციას"... მათ ძალიან კარგად იციან, რომ მიშა საპყრობილეში მათთვის არის გამოუვალი მდგომარეობა და არა - მიშასთვის. კარგად იციან, რომ მისი დაუოკებელი ბრძოლის ჟინი, არის ზუსტად ის შიში, რომლითაც შეპყრობილია ეს პატარა დიქტატორი და მისი ყველა მსახური...

ეს მიმართვა, რომელიც მართლა გამორჩეულია იმ სიმდაბლით, რომელიც ახასიათებს "ქართულ ოცნებას", ღარიბაშვილისა და ივანიშვილის პირად მსახურებს, ზუსტად მიუთითებს იმას, რომ იგი [მიხეილ სააკაშვილი] პოლიტიკური მართლმსაჯულების მთავარია ობიექტია", - თქვა დეკანოიძემ.

ღარიბაშვილის განცხადებას ბოდვა უწოდა "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, ეს წერილი უფრო მეტს ამბობს  თავად ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე, ვიდრე სააკაშვილზე.

"ივანიშვილის გამორჩეული კლოუნის მცდელობა ფსიქოანალიზის და ვითარების შეფასების, უბრალოდ ბოდვაა, რომელიც ბევრად მეტს გვეუბნება მასზე და იმ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რომელშიც არის ივანიშვილი და მისი გარემოცვა. როცა ასეთი ბოდვის დამწერი ადამიანი მართავს ქვეყანას, ფორმალურად მაინც, ეს არის უაღრესად დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის და, სამწუხაროდ, ეს საფრთხე ჯერჯერობით განმუხტული არ არის", - თქვა ბოკერიამ.

"ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პანიკური შიშის გამომხატველი ჰგონია მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, ბექა ბასილაიას პრემიერ-მინისტრის წერილი. მისი თქმით, შიშის გამო ხელისუფლებას უნდა, რომ სააკაშვილს ხალხთან საკომუნიკაციო არხები შეუწყვიტოს.

"ეს არის ენატლიკინა, ტუტუცი კაცუნას განცხადება და სერიოზულ განმარტებას ვერ გავაკეთებთ... რეალობა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს პანიკური შიში აქვს მიხეილ სააკაშვილის და ყველანაირად ცდილობს, იზოლაციაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი შეზღუდოს, რომ საზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაცია არ ჰქონდეს. თუ მაგარი ბიჭები არიან, ჩანიშნონ სასამართლო; თუ მაგარი ბიჭები არიან, წაუყენონ საზღვრის კვეთაზე ბრალდება - იმიტომ არ უყენებენ, რომ მერე სასამართლო სხდომის ჩანიშვნა მოუწევთ და ეშინიათ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გამოჩენის. სიმართლე არის ის, რომ ხელისუფლება არის მხდალი", - თქვა ბასილაიამ.

მასალა განახლდება სხვა პოლიტიკოსების შეფასებებით.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Первая ракета мира Джокович получил бутылкой по голове после матча в Риме






6-летний сын актрисы Марианы Дердерьян погиб при пожаре из-за решеток на окнах

Коммунальная квартира в разрезе.

Гвинейские военные попросили 16-летнего сына Кадырова обучить их стрельбе

"Динамо" обыграло "Балтику", дважды забив в компенсированное время