Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

რუსეთში დააკავეს „სბერბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი და განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, მარინა რაკოვა

0
რუსეთში დააკავეს „სბერბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი და განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, მარინა რაკოვა

რუსეთში დააკავეს თაღლითობაში ეჭვმიტანილი „სბერბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი და განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, მარინა რაკოვა, რომელიც გამოძიებას ემალებოდა.

რუსეთის მედიის თანახმად, დაკავებული ყოფილი მოხელე საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად მოსკოვის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი.

37 წლის მარინა რაკოვა დამაარსებელია ბავშვთა ტექნოპარკ „კვანტორიუმისა“, რომელშიც დაახლოებით 47 ათასი ბავშვი და მოზარდი ეუფლება თანამედროვე მეცნიერების ისეთ დარგებს, როგორიცაა რობოტოტექნიკა, ალტერნატიული ენერგეტიკა, სამეწარმეო დიზაინი და პროგრამირება.

გამოძიების ვერსიით, მინისტრის მოადგილედ მუშაობის დროს, რაკოვას ლობირების შედეგად განათლების განვითარების ახალი ფორმების ფონდისათვის გამოიყო საბიუჯეტო თანხა. ფონდმა გარკვეული სამუშაოების ჩატარების მიზნით დაიქირავა მოსკოვის სოციალური და ეკონომიკური მეცნიერების უმაღლესი სკოლა, რომელსაც, გამოძიების თანახმად, ორი კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები საერთოდ არ შეუსრულებია. მაგრამ უმაღლესი სასწავლებელი აცხადებს, რომ მან პირნათლად შეასრულა კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.

რაკოვას მიერ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი 50 მილიონ რუსულ რუბლად შეფასდა. მის სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რომლის შემდეგ რაკოვამ ტელეფონი გამორთო და ზარებს აღარ პასუხობდა. გამოძიებამ ჩათვალა, რომ რაკოვას შეეძლო არალეგალურად გადაელახა უკრაინის საზღვარი და მიმალულიყო.

საქმეზე დაკავებულია რაკოვას ორი ხელქვეითი. ყველა მათგანი ბრალდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მითვისებაში, რაც მაქსიმალური სასჯელის სახით, 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Саснович вышла в третий раунд турнира WTA-1000 в Риме






Военно-исторический фестиваль «Огненная дуга» прошел в Ступине

"Газета.Ru" представляет самые яркие кадры прошедшей недели

Перепрыгни долговую яму: как не стать жертвой мошенников

Школьница потеряла палец после поездки в лифте в Москве