Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

ადვოკატი ღარიბაშვილის ბრალდებაზე: მზად ვართ, სააკაშვილმა ჩააბაროს ნარკოტესტები

0
ადვოკატი ღარიბაშვილის ბრალდებაზე: მზად ვართ, სააკაშვილმა ჩააბაროს ნარკოტესტები

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ მზად არიან ნარკოტიკულ საშუალებებზე ტესტის ჩასატარებლად. ასე უპასუხა ადვოკატმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებას სააკაშვილის შესაძლო ნარკომომხმარებლობაზე მას შემდეგ, რაც მას ციხეში შეხვდა.

"ჩვენ გვაქვს ასეთი შეთავაზება, მთელი წლების მანძილზე და ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილი გვინახავს ველოსიპედზე, გვინახავს, რომ ცურავს, გვინახავს თხილამურებზე, ის უაღრესად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა - დარბოდა, ვარჯიშობდა და ა.შ. ჩვენ მზად ვართ, ტელეკამერების თანდასწრებით, არა ვენაში, არა სამხარაულის კლინიკაში, არამედ აი, ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი - დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკიდან, დამთავრებული ქიმიური ნარკოტიკებით.

ამავდროულად, ღარიბაშვილთან გვექნება ჩელენჯი. მან კანცელარიაში, მისთვის მისაღები მედიების თანდასწრებით ჩააბაროს ტესტი და ამის შემდეგ რას ილაპარაკებს, მოვისმენთ", - თქვა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

საქართველოს მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 6 ოქტომბერს წერილი გაავრცელა და სააკაშვილის მდგომარეობასა და ქვეყნაში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა. მან ამ ტექსტში რამდენჯერმე მიანიშნა სააკაშვილის შესაძლო ნარკოდამოკიდებულებაზე:

"ზოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, რის წარმატებაშიც ღრმად იყო დარწმუნებული. საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა".

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ხელისუფლებამ ოპონენტის ნარკოდამოკიდებულებაზე მიანიშნა. ასე მოხდა მათი ყოფილი თანაპარტიელის, გიორგი გახარიას შემთხვევაშიც, როცა დასვეს კითხვა, ხომ არ მოიხმარდა ის "კოკაინს".

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Первая ракета мира Джокович получил бутылкой по голове после матча в Риме






Когда владельцам квартир приходится по закону платить за соседей, рассказал эксперт

Шотландец, который трижды дрался за Смоленск. И добыл его для России

Ребёнок, муж, дома на Рублёвке: На что Наталья Вавилова из "Москва слезам не верит" променяла свой успех

«Лестница в небо». В Москве прошел показ фильма о фехтовании на Олимпийских играх в Токио