სააკაშვილის მსჯავრი და ბრალი - ჩნდება თუ არა პოლიტიკური სარჩულის ეჭვი?
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ბრალდებული პრეზიდენტის სასამართლო სხდომების დროულ დანიშვნას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ უკვე მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს, თუმცა, როგორც ადვოკატები ამბობენ, ოფიციალური პასუხი სასამართლოსგან, ჯერჯერობით, არ მიუღიათ.