ქეთევან ენუქიძე: კი, ასეთები წერენ ისტორიას
0
“ერთადერთი რასაც საყვედურობდნენ, რატომ არ ჩამოდიხარო…
ჰოდა, ჩამოვიდა…
თან არა, თვითმფრინავით და დემონსტრაცულად, არამედ ასე უცნაურად… იცოდა, რომ მაინც დაიჭერდნენ და გული უნდოდა მოეჯერებინა…
მთელი ოთხი დღე იარა აღმა-დაღმა თავის საყვარელ ქვეყანაში, ქალაქებში, ქუჩებში… მონატრებულში…
თუ რამეში არასოდეს შემპარვია ეჭვი, ეს მიშას ამ ქვეყნისადმი სიყვარულში… და ჩემთვის ეს როგორი აღმაფრთოვანებელია, ვერ აღვწერ…
რაღაცნაირი ადამიანური და გულისამაჩუყებელი…
10 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ამას დაწერო, თავს გავუტეხდი… მაგრამ არა მარტო ვწერ, ეს დღეებია, სხვა ვერაფერზე ვფიქრობ….
მაინც რა უცნაური დაიბადა ეს ბიჭი…
და რა ბედნიერია, თავზე დატეხილი ყველა უბედურების მიუხედავად….
კი, ასეთები წერენ ისტორიას და მერე შიგ ეწერებიან…
ვიღაცისთვის სისხლიანი, საბოლოოდ კი მაინც ოქროს ასოებით…”, წერს სოციალურ ქსელში „შეაჩერე კორუფციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე.