Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

დე ფაქტო სანიტარული სამსახური შეზღუდვების გამკაცრებას ითხოვს

0

ოკუპირებული ცხინვალის ცენტრალური საავადმყოფოს "წითელ ზონაში," ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის შედეგად ორი მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაცია სააგენტო რესს, დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა ინფექციონისტმა ელეონორა ჯიოევამ მიაწოდა. ექიმის თქმით, საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში ამჟამად 89 პაციენტი მკურნალობს, სამი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

დე ფაქტო რესპუბლიკის სანიტარული სამსახური ყოველდღე, ინფიცირების ათეულობით ახალი შემთხვევების შესახებ იუწყება. სანიტარული სამსახურის უფროსის მარინა კოჩიევას განცხადებით, არაეფექტიანი აღმოჩნდა სარეკომენდაციო ხასიათის შეზღუდვები. ამიტომ, მისი აზრით, საჭიროა, უფრო მკაცრი შეზღუდვების ამოქმედება. სანიტარული სამსახური დე ფაქტო რესპუბლიკის საკოორდინაციო საბჭოს შესთავაზებს მკაცრი ღონისძიებების გატარებას, რადგან მოსახლეობა აქამდე არაფრად აგდებდა რეკომენდაციებს და უპასუხისმგებლოდ იქცეოდა უსაფრთხოების ზომების დაცვისას.

„ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ვითარება დაძაბულია, ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. აგვისტოსთან შედარებით, გამოვლენილი შემთხვევების რიცხვი თითქმის გაორმაგდა. რიცხვები კიდევ შეიცვლება, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ვვარაუდობთ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას", - განაცხადა კოჩიევამ. მისი თქმით მოქალაქეების დამოკიდებულება კორონავირუსთან მიმართებაში, ვითარებას უფრო ართულებს.

„ეს მდგომარეობა ძალიან მაღელვებს. მოსახლეობა აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ ეკიდება ელემენტარულ მოთხოვნებს - პირბადეების ტარების და სადეზინფექციო რეჟიმებს, ხალხმრავალ ადგილებში სტუმრობაზე უარს არ ამბობენ. მაშინაც კი, როცა იციან, რომ ავად არიან და თან პირბადეებსაც არ იკეთებენ. მე არასოდეს მინახავს ასეთი უპასუხისმგებლობა. მე არ ვამბობ, რომ პანიკა უნდა დავთესოთ, ჩვენ ამ მონაცემებს ვაქვეყნებთ სიტუაციის გასაკონტროლებლად", - ამბობს ოსურ მედიასთან, მარინა კოჩიევა. მისი აზრით, ახლა ის დროა, როდესაც აუცილებელია შეჩერდეს სადღესასწაულო ღონისძიებები, ქორწილები, მასობრივი თავშეყრა დაკრძალვებზე. აქამდე დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სისტემა არ აცხადებდა გარდაცვლილთა რაოდენობას, მხოლოდ ინფიცირებულთა და გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა ქვეყნდებოდა ხოლმე.

დე ფაქტო სანიტარულმა ექიმმა პირველად თქვა, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონში 78 ადამიანი გარდაიცვალა, რაც დაახლოებით 30 ათასიანი მოსახლეობისთვის, საკმაოდ დიდი რიცხვია.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Свентек выиграла титул WTA в Мадриде






Пациента с дефектом черепа после падения спасли в Подмосковье

В Янтиковском округе Чувашии приступили к ремонту пострадавших от строительства трассы М-12 дорог

Президент Кубы Диас-Канель прилетел в Москву для участия в торжествах Дня Победы

МИД Абхазии: Ардзинба подал заявление об отставке из-за перехода на новую работу