Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

მიხეილ სააკაშვილი: ჩხრეკვას ვერ ვიხსენებ. მე თვითონ ამოვალაგე ჯიბიდან ნივთები – პოლიციელები ძალიან მოწიწებით მეპყრობოდნენ

0

ჩხრეკვას ვერ ვიხსენებ. მე თვითონ ამოვალაგე ჯიბიდან ნივთები – პოლიციელები ძალიან მოწიწებით მეპყრობოდნენ, მოახლოებასაც ვერ ბედავდნენ, მერე ეგრევე „სელფის“ გადაღება დაიწყეს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველთან“ წერილობით ინტერვიუში აღნიშნა.

სააკაშვილმა დაკავების მომენტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ სამშობლოში ყოველი წამი ბედნიერებაა და განსაცდელსაც თავისუფალი უნდა შეხვდეს.

„ჩხრეკვას ვერ ვიხსენებ. მე თვითონ ამოვალაგე ჯიბიდან ნივთები. ჩანთაში მქონდა 2-3 მაისური და „სვიტერი“. პოლიციელები ძალიან მოწიწებით მეპყრობოდნენ და რაღაც ხანი მოახლოებასაც ვერ ბედავდნენ, მერე ეგრევე „სელფის“ გადაღება დაიწყეს, გზაშიც „სელფებს“ იღებდნენ. ვიღიმი იმიტომ რომ ყოველი წამი სამშობლოში ბედნიერებაა და განსაცდელსაც თავისუფალი უნდა შევხვდე. ვიდეობის გასაჯაროების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო პოლიციამ კამერებით გვიპოვა. ივანიშვილს აქამდე არ წაუგია არსად და არაფერი. თუ ოპოზიციამ დაამსხვრია მისი ყოვლისშემძლეობის მითი, ეს გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სასამართლოში რევოლუციური ცვლილებები, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს“,- აღნიშნავს სააკაშვილი.

ამასთან, ყოფილი პრეზიდენტი განმარტავს, რომ მას თაფლი ციხეში შესთავაზეს, როგორც შიმშილობის პროტოკოლის ნაწილი.

„ჰაერზე არ გავდივარ, რადგან არ მინდა გისოსებიდან ცის ყურება. ციხის ექიმები დიდი მზრუნველობით მეპრყობიან. ვუყურებ თავისუფალ ქართულ არხებს. თაფლი თვითონ შემომთავაზეს როგორც შიმშილობის პროტოკოლის ნაწილი. თითო კოვზი ჩაიში, მაგრამ საღამოს, როდესაც ტელევიზიით მოვისმინე ოქმით დავაბრუნე“,-აღნიშნავს სააკაშვილი.

მან მისი გათავისუფლების მოთხოვნით, 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან „ახალი საქართველოს ამაყი, ნათელი და შეუპოვარი სახე“ დაინახა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Свентек выиграла титул WTA в Мадриде






Станут символом подвига: В Москве высадили сибирские кедры в память о погибших военкорах

Рассылка Песни или Музыки на все Радиостанции России, СНГ и Мира, а также по всем СМИ России.

Тарханов: «ЦСКА и «Рубин» будут стремиться к выигрышу»

Сын британского фронтовика приехал в Москву на репетицию парада Победы