Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

მეუფე შიო: ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან

0

ჩვენს გულში არ უნდა იყოს სიძულვილი, შურისძიება, რადგან მაშინ სულიწმიდის მადლი არასოდეს შემოვა ჩვენში – ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ არ ვიძიოთ შური, არ ვუსურვოთ ბოროტი ჩვენს მტერს. თუ ამას მივაღწევთ, უკვე დიდი გამარჯვება იქნება საკუთარ თავზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. მიტროპოლიტის თქმით, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. როგორც მეუფე შიო განმარტავს, ასეთი რამ სახარებაში არ წერია გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი დალოცვა!

დღეს, როგორც ყოველ კვირა დღეს, როდესაც სიმრავლე ხალხისა იკრიბება ტაძრებში, იკითხება ხოლმე სახარების გამორჩეული მონაკვეთები. დღევანდელ სახარებაში იყო შემდეგი სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: ,,როგორც გსურთ, რომ მოგეცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ”. აი, ასეთია უფლის ეს თითქოს მოკლე და მარტივი სწავლება; ეს კანონი, ეგრეთ წოდებული ოქროს წესი, ყველამ მშვენივრად ვიცით. იგი გვხვდება ძველ აღთქმაშიც, მაგალითად, „ზირაქის სიბრძნეში“, რომელშიც ნათქვამია: ,,ნუ დაუგებ სხვას მახეს, თორემ შენ თავადვე გაებმები მასში!” ე. ი. თუ ვინმეს ბოროტებას გაუკეთებ, აუცილებლად შენც იგივე ბოროტება შეგემთხვევა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ გვავიწყდება ეს სწავლება, ეს ოქროს წესი, ძალიან ადვილად განვიკითხავთ, უდიერად ვსაუბრობთ მოყვასებზე, საკუთარ თავს კი იშვიათად განვიკითხავთ.

თქვენ იცით, რომ უფალმა ბრძანა, ახალ მცნებას გაძლევთო; ანუ ამ სიტყვებთან ერთად ისიც თქვა, რომ მარტო თქვენს ახლობლებსა და მოყვარულებს თუ ჰყვარობთ და სიკეთეს უკეთებთ, რა საზღაური იქნება ეს ქრისტიანისთვის, რადგან წარმართებიცა და ცოდვილნიც – ცოდვილებში ამ შემთხვევაში წარმართები იგულისხმებიან – ჰყვარობენ და სიკეთეს უკეთებენ თავიანთ ახლობლებსო. და დასძენს უფალი: ,,ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთეს უკეთებდეთ მათ და იქნება თქვენი საზღაური დიდი და იქნებით ძენი მაღლისა, ვინაიდან იგი ტკბილია, იგი კეთილია ბოროტთა და უმადურთა მიმართაც!” ასეთი საოცარი სიტყვებია დღევანდელ სახარებაში.

ე. ი. ,,გიყვარდეთ მტერნი თქუენნი!” ახალი აღთქმიდან ალბათ ეს არის ჩვენთვის ყველაზე რთული სიტყვები გასაკეთებლად, აღსასრულებლად და გასაგებად. თუმცა შეუძლებელი არ არის, ვინაიდან უფალი გვასწავლის ამას, რაც ნიშნავს, რომ ყოველივე შესაძლებელია ღვთის მადლით თუ ჩვენ ამას მოვისურვებთ.

აი, დღეს ძალიან მოკლედ გავერკვეთ, ვინ არის ჩვენი მტერი? აქ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ პირად მტერს და არა სამშობლოს დამპყრობელს, იმ გარემოებას, როდესაც ჩვენ იძულებული ვართ, იარაღი ავიღოთ ხელში და ვიომოთ. აქ ეს იმიტომ არ იგულისხმება, რომ ასეთ მტერთან შებრძოლება ყოველთვის გმირობად ირაცხებოდა ეკლესიის მიერ.

აქ საუბარია პირად მტრებზე. ვინ არიან ისინი? ვინც ჩვენ გარშემო იმყოფებიან, ეს არიან ადამიანები, რომლებიც, პირველ რიგში, ჩვენი სულის გადარჩენას უშლიან ხელს, ამაში გვებრძვიან. გარდა ამისა, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს სიცოცხლეს ემუქრებიან, ჩვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ხელყოფენ, ჩვენს კეთილ სახელს ლახავენ ცილისწამებებით, შეგნებულად გვემტერებიან. აი, ასეთი ადამიანები არიან ჩვენი მტრები. ჩვენ ზოგჯერ ისეთ ხალხს ვუწოდებთ მტრებს, რომლებიც სინამდვილეში მტრები კი არ არიან, არამედ, ნებსით თუ უნებლიეთ, გარკვეულ უსიამოვნო მდგომარეობაში გვაყენებენ.

და რას ნიშნავს ,,გიყვარდეს მტერი”, როგორ უნდა გამოხატო სიყვარული მტრისა?

აი, დღევანდელი სახარება გვასწავლის ამას: მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა, რომ მოგექცნენ. აქ არ წერია და არც იგულისხმება, რომ მტრისადმი სიყვარული უნდა იყოს რაიმე გრძნობა, რომელიც ჰგავს ემოციას ან ტრფიალებას. მტრის სიყვარულში იგულისხმება – არ გაუკეთო ბოროტი მას, შური არ იძიო მასზე და არ უპასუხო ბოროტებით. ეს ყველაფერი კი სულაც არ ნიშნავს, რომ წაახალისო ბოროტება, წაუყრუო, ვინაიდან ბოროტება ყოველთვის ბოროტებაა და მას უნდა ვებრძოლოთ, იგი უნდა შევაჩეროთ და, შეძლებისდაგვარად, ეს უნდა მოხდეს სიყვარულით, მოწყალებით, დარიგებით, ქველმოქმედებით”, – აღნიშნა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, გარდა ამისა ბოროტება ზოგჯერ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს.

„ამასთან, მინდა, თქვენი ყურადღება იმაზეც გავამახვილო, რომ აქ ჩამოთლილი ხერხების გარდა, ბოროტება ზოგჯერ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ.

დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან.

შეგახსენებთ პავლე მოციქულის სიტყვებს: ,,მოიკვეთეთ უკეთური!” იგი პირდაპირ აცხადებს ამას. და უფალი იესო ქრისტეც ამბობს, რომ ,,თუ შენს წინააღმდეგ შესცოდავს შენი ძმა, მიდი და ამხილე იგი, თუ გაგიგონებს და მოინანიებს, შეგიძენია შენი ძმა, თუ არა, ორი ან სამი ადამიანი წაიყოლე და მათი თანდასწრებით ამხილე. თუ მათაც არ გაუგონებს, კრებულთან მიიყვანე და კრებულის თანდასწრებით უთხარი ეს ყველაფერი, და თუ კრებულსაც არ გაუგონებს და არ მოინანიებს”;

და გახსოვთ რას ამბობს უფალი? ,,იყოს ასეთი ადამიანი შენთვის, როგორც წარმართი, მებაჟე და მეზვერე!” თუ რას ნიშნავს ებრაელისთვის წარმართი, მებაჟე და მეზვერე, თქვენ მშვენივრად გემახსოვრებათ: როდესაც ებრაელი ხვდებოდა მეზვერეს ან წარმართს ქუჩაში, იგი ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა.

სწორედ აქ ჩანს მშვენივრად, თუ რა არის საფუძველი შერიგებისა, შენდობისა. ამიტომ ჩვენ, როდესაც ხდება რაღაც გარემოებები, ქრისტიანები უნდა ვეცადოთ, ვიაზროვნოთ სახარებისეულად და გავიხსენოთ, რას ამბობს ამაზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე. აი, ეს მინდიდა, მეთქვა თქვენთვის.

ამგვარად, ვეცადოთ, ჩვენს მტრებში ღვთის ქმნილება დავინახოთ. თუ ის დაცემულია, სულიერად დაავადებული, მაშინ სჭირდება მკურნალობა, მიდგომა ზემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა საშუალებით და არა ბოროტებითა და სიძულვილით. საბოლოო ჯამში, აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენს გულში არ იყოს სიძულვილი, შურისძიება, რადგან მაშინ სულიწმიდის მადლი არასოდეს შემოვა ჩვენში და, შესაბამისად, სულის გადარჩენასაც ვერ მივემთხვევით. ე. ი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ არ ვიძიოთ შური, არ ვუსურვოთ ბოროტი ჩვენს მტერს. თუ ამას მივაღწევთ, უკვე დიდი გამარჯვება იქნება საკუთარ თავზე. და უფრო მეტიც, უფალი მოგვიწოდებს, რომ არა თუ ვიძიოთ შური, არამედ სიყვარულიც გამოვავლინოთ. ვიმეორებ, ეს სიყვარული არ არის ემოცია, გრძნობა, როგორც ბევრს ჰგონია, არამედ გაუკეთო სიკეთე მტერს, მოექცე სიყვარულით, ანუ ეს არის სახარებისეული არა გრძნობა, არამედ ადამიანის თვისება.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ვეცადოთ, ღვთის შეწევნით, ეს მცნება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი – „გიყვარდეთ მტერნი თქვენი და ისე მოექეცით ადამიანებს, როგორც გინდათ, რომ თქვენ მოგექცნენ“, – შევასრულოთ, რადგან ადამიანთა სიყვარული მეშვეობით, ჩვენ შევიყვარებთ ღმერთსაც, შევიმეცნებთ ღმერთსაც. რატომ? იმიტომ, რომ „ღმერთი სიყვარულ არს“! და სიტყვებისამებრ პავლე მოციქულისა: ,,ვინც შეიყვარებს მოყვასს, მან აღასრულა რჯული””, – აღნიშნა მეუფე შიომ.

მეუფე შიომ დღევანდელ ქადაგებაზე ასევე დეკანოზ კონსტანტინე გიორგაძის დაჯილდოების შესახებ განაცხადა.

„ჩვენ დღეს ვაჯილდოებთ დეკანოზ კონსტანტინე გიორგაძეს გამშვენებული ჯვრითა და მიტრით! იგი მიემგზავრება პეტერბურგში ჩვენს ქართულ სამრევლოში სამოღვაწეოდ და ამასთან დაკავშირებით, ასევე მის მსახურებასთან დაკავშირებით , მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ბრძანებულებით, იგი ჯილდოვდება გამშვენებული ჯვრითა და მიტრით”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus



Новый транспортный хаб начали строить Казахстан, РФ и Китай

Более 100 студентов посетило СЛД Курск в рамках акции «Неделя без турникетов»

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

Жёсткие экологические требования решат инновационные энерготехнологии


Wildberries может выйти на рынок ОАЭ

Благотворительный фонд «Гольфстрим» отмечает 13-летие и запускает акцию «Семья это - ...»

Морской кокос во благо красоты

Авиабилеты со скидкой 50%: до окончания распродажи крупнейшей частной авиакомпании России осталось несколько часов. А вы успели?


Ryan Poles Needs A Last-Minute Review Of His Quarterback Scouting Notes To Ensure Nothing Is Missed

NYU Hospital on Long Island performs miraculous surgery

Ramon Cardenas aims to cement his contender status agains Jesus Ramirez Rubio tonight

Laura Dern Is the Star of Roger Vivier’s New Short Movie


Лиды для фрилансеров Golubinbot

В Белогорском районе Республики Крым проведен рейд по бывшим мигрантам

Премьер-министра Эстонии Каю Каллас уже не остановить: она намерена увеличить военный бюджет страны до 5% ВВП

Российские технологии защиты автомобилей от угона представили на выставке в Италии


Garry's Mod is removing 20 years' worth of Nintendo-related items from its Steam Workshop following takedown request: 'It's Nintendo. Need more be said?'

Для мобильного шутера Nebula Rangers проходит бета-тест на Android

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

«Война миров: Сибирь»: что мы знаем о новой российской игре


Рушникосушки від Hygge Family: європейські стандарти якості на українському ринку

Магазин дверей і підлогового покриття Albero: якісна продукція для кожного клієнта

Охорона і Безпека це ОіБ: замовляй охорону в Києві та Харькові


Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

Тема дня: На «Госуслугах» можно будет получить статус многодетной семьи с 2025 года

По запросу Баку в Москве незаконно был задержан известный российский политолог Михаил Александров

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)




Рубль на открытии торгов Московской биржи вырос к доллару

Подключение системы отопления в Московской области

Завод Москвы начал серийный выпуск плетенки для защиты электрических кабелей

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)


Россияне перед майскими активнее покупали лодки и туристическое снаряжение

Диктант победы» впервые провели в Центре для талантливых детей «Спутник» в КЧР

ММКФ 46: Объявлены победители фестивальной недели

Фигурант дела замминистра обороны Тимура Иванова Сергей Бородин обжаловал арест


Камбэком обернулся матч вундеркинда из России перед стартом Еленой Рыбакиной в Мадриде

Самсонова победила Осаку и вышла в третий круг турнира WTA 1000 в Мадриде

Арина Соболенко призналась в том, что не любит женский теннис

Мирра Андреева замыкает год // 16-летняя российская теннисистка успешно стартовала на крупном турнире WTA в Мадриде


Проспект «Красноярский рабочий» перекроют для репетиции шествия ко Дню Победы на час позже

Диктант победы» впервые провели в Центре для талантливых детей «Спутник» в КЧР

Филиалы МОККВД изменят график работы в праздничные дни

Фигурант дела замминистра обороны Тимура Иванова Сергей Бородин обжаловал арест


Музыкальные новости

Смешарики и «Академия Эстрада Тинс» выпустили трек «Попурри»

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

Группа Imagine Dragons выпустит новый альбом

Совместная Песня со Звездой.



Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)

Тема дня: На «Госуслугах» можно будет получить статус многодетной семьи с 2025 года

По запросу Баку в Москве незаконно был задержан известный российский политолог Михаил Александров


Расплата за расточительство! ФК «Оренбург» на домашнем поле уступил ФК «Динамо» (Москва) – 1:2

Ведущие «Авторадио» исполнили в Кремле культовую песню о самой масштабной стройке XX века

«Регионы России – инвестиционный рай для коворкингов»: экспертное мнение Сергея Потанина, основателя сети коворкингов BLOKS

Собянин: Москва завершает переход на новый стандарт экстренной медпомощи


Сотрудника ДПС, отпустившего за взятку фигуранта дела об убийстве, арестовали в Москве

Такси из Москвы до Можайска можно заказать за 3 дня до поездки

Женщина погибла в результате ДТП в Кузьминках

Полиция задержала водителя Mercedes за наезд фонарь в Ермолаевском переулке


Путин поручил сократить время пути поездов от Москвы до Черноморья до 16 часов

Эксперт: корректировка порогов крупного и особо крупного ущерба по экономическим статьям оправдана и своевременна

Путин поручил сократить время движения поездов от Москвы до курортов Черноморского побережья до 16 часов

Мария Захарова раскритиковала высказывание Нэнси Пелоси о Путине и протестах в США





Московский ветеринар спас зрение кролику, которому грозило удаление глаза

Операционным директором сети клиник «Будь Здоров» назначен Виталий Баранов

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали гражданина, устроившего дебош в медицинском учреждении

Врач Тяжельников назвал допустимую порцию шашлыка



РОСГВАРДИЯ ОБЕСПЕЧИЛА ПРАВОПОРЯДОК ВО ВРЕМЯ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА «ЦСКА» - «СПАРТАК» В МОСКВЕ

Росгвардия обеспечила правопорядок во время футбольного матча «ЦСКА» - «Спартак» в Москве

Команда подмосковного главка Росгвардии заняла призовое место на чемпионате Центрального округа по стрельбе из боевого ручного стрелкового оружия

В Московской области прошел чемпионат Центрального округа Росгвардии по стрельбе из боевого ручного стрелкового оружия




Собянин сообщил о начале работы сезонных ярмарок выходного дня

Сергей Собянин: Развиваем систему здравоохранения

В Москве открылись сезонные ярмарки выходного дня — Собянин

Собянин: Москва завершает переход на новый стандарт экстренной медпомощи


На площадке МВЦ «Казань Экспо» открылся XVIII Российский венчурный форум

Жёсткие экологические требования решат инновационные энерготехнологии

Эксперты дали советы по выбору идеального района для семейной жизни в Москве

АО «Транснефть – Прикамье» провело свыше 3 тыс. экологических исследований в I квартале 2024 года


Дождь с песком из Сахары пройдёт в Челябинской области

Фигурант дела замминистра обороны Тимура Иванова Сергей Бородин обжаловал арест

Проспект «Красноярский рабочий» перекроют для репетиции шествия ко Дню Победы на час позже

Нет взятки – нет и наказания? Что угрожает Тимуру Иванову


Над Соловьёво поднят российский флаг, штурмовые группы ВС России замечены на окраинах Архангельского

Калининградские каратисты отличились на первенстве СЗФО в Архангельске

Торговые настольные электронные весы CAS PR-15P

Лиды для фрилансеров Golubinbot


Жители Марий Эл с мая смогут дистанционно оформить ипотеку на жилье в Крыму 

Что произошло в Симферополе: диверсия или халатность?

СК возбудил дело после гибели рабочего при пожаре в цистерне под Симферополем

Возможность открытия в мае прокомментировали в Воронежском аэропорту


Неизвестный сообщил о бомбе в посольстве России в Бразилии

Преданный забвению. Как Иван Винокуров отстоял Алдан для Якутии

Главу Гагаузии после визита в Москву ждали в аэропорту Кишинева сотни встречающих и тщательный досмотр силовиков












Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Дарья Касаткина

Теннисистка Касаткина заявила, что скучает по России, но пока не может приехать






Столичные школьники выиграли золото и серебро на Менделеевской олимпиаде по химии

Недовольные клиенты начали штурмовать офис криптокомпании в «Москва-Сити»

Дожди и грозы ждут Москву в субботу

Филиалы МОККВД изменят график работы в праздничные дни