მეუფე სპირიდონი: 25 მილიონი რა არის, ხო?! ამდენ ხალხს როგორ ეყოფა?! …
სხალთის მიტროპოლიტი,მეუფე სპირიდონი ქადაგებისას ამბობს, რომ ხელისუფლებასთან მას მოლაპარაკებები ჰქონდა დაფინანსების გაზრდაზე. მეუფის თქმით, საპატრიარქო ითხოვდა 25 მილიონის ნაცვლად 50-მილიონიანი დაფინანსების მიღებას, თავდაპირველად, თანხმობაც მიიღეს, თუმცა შემდეგ შეთანხმება ჩაიშალა. “ტვ პირველის” ინფორმაციით, საპატრიარქოს აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკება წინა ხელისუფლებასთან ჰქონდა. ტელეკომპანია ქადაგების ამსახველ ვიდეომასალასაც ავრცელებს.
“25 მილიონი რა არის, ხო?! ამდენ ხალხს როგორ ეყოფა?! ათასობით ადამიანი მუშაობს საქართველოს დედა ეკლესიაში, ხელფასს იღებს იქ. ხოდა, მივედი და ვთხოვე, ასე და ასეა და 50 მილიონი უნდა გახადოთ-მეთქი (დაფინანსება). დამჭირდა ბევრი დღე, სიარული და სხვათა შორის, კიო, გავხდითო, მითხრეს, ხელი ხელში მივეცით, ჩამოვართვით ხელი ერთმანეთს და ვახარე პატრიარქს, გაკეთებულია საქმე-მეთქი.
დავდივარ ეკლესიის ეზოში და მირეკავს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, ბიუჯეტს ვინც განაგებს. იცით რაო, მეუფეო, ახლა აღარ გვაქვს ამის საშუალებაო, 50 მილიონისო, პირიქით, ძალიან გვიჭირსო და იმ 25 მილიონს ორნახევარ მილიონს კიდევ მოვაკლებთო, ანუ 22.5 მილიონი დაგვიტოვეს.
ვრცლად იხილეთ აქ