Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

ადვოკატი: პატიმრები, ვინც უარს ამბობს დაეხმაროს ხელისუფლებას არჩევნებში, სადამსჯელო კამერებში ჰყავთ

0
ადვოკატი: პატიმრები, ვინც უარს ამბობს დაეხმაროს ხელისუფლებას არჩევნებში, სადამსჯელო კამერებში ჰყავთ

რუსთავის მერიასთან აქცია გამართეს ქურდულ სამყაროსთან კავშირისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულთა უფლებადამცველებმა და ოჯახის წევრებმა. ისინი ამბობენ, რომ საპატიმრო დაწესებულებაში დაკავებულების უფლებების შეზღუდვას აქვს ადგილი მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს, არჩევნებში ხელისუფლებისთვის დაეჭირათ მხარი და დახმარებოდნენ მათ გამარჯვებაში. 

"ბრალდებულებს არ აძლევენ პაემნის და  ტელეფონით სარგებობის უფლებას, ამყოფებენ სპეციალურ სადამსჯელო  კამერებში.  ბრალდებებს უმძიმებენ. არაერთი მიმართვის და პროტესტის გამო, საქმეს ჩამომაშორეს და ჩემი დაცვისქვეშ მყოფი ხუთივე ბრალდებული ადვოკატის გარეშე დარჩა" - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა ანა კეკენაძემ. ის ამტკიცებს, რომ ბრალდებულთა დევნა ჯერ კიდევ გასული წლის არჩევნების შემდეგ დაიწყო, როცა უარი თქვეს საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების კანდიდატის მხარდაჭერაზე იმ მოტივით, რომ "პოლიტიკაში არ ერევიან".

"დევნა დღესაც გრძელდება, რადგან ბრალდებულების ახლობლები და ნათესავები არ ემორჩილებიან სამართალდამცველების მოთხოვნებს, მხარი დაუჭირონ ხელისუფლების კანდიდატს", - ამბობს კეკენაძე.

“არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, შვილთან შეხვედრის უფლებასაც კი არ მაძლევენ. შვილი შეეძინა და მისი ნახვის უფლებაც არ მისცეს. გვითვალთვალებენ  და ოჯახის ყველა წევრს უსმენენ" - ეს ერთ-ერთი ბრალდებულის, ავთანდილ ადუაშვილის დედა, ნინო სიხარულიძეა, რომელიც წუხს, რომ შვილის ნახვის უფლებას 7 ივლისის შემდეგ არ ეძლევა. 

"ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 25 პირი 2021 წლის ივლისის თვეში დააკავეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 4 დაკავებული  ღიად აღიარებდა ე.წ. ქურდულ სამყაროს წევრობას და მისდამი მხარდაჭერასაც საჯაროდ გამოხატავდა. ისინი „მოქალაქეებს აშინებდნენ, ემუქრებოდნენ და თანხას სძალავდნენ“.

დაკავებულების ადვოკატი, ანა კეკენაძე სასამართლო სხდომაზევე ამბობდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები პოლიციამ არა ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო, არამედ მმართველ პარტიასთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააკავა. მათ მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობდნენ თავად ბრალდებულებიც სასამართლო სხდომაზე.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Андрей Рублев поднялся на шестое место в рейтинге ATP






Гандбольный клуб «Чеховские медведи» вышел в финал Суперлиги

Минобороны опубликовало видео Парада Победы в Москве глазами лётчиков ВКС

На остров Баунти российских туристов повезут на турецких крыльях

Лукашенко похвалил парад Победы на Красной площади в Москве