Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

ხელისუფლებასთან შეთანხმების გამო, პაკისტანელმა ისლამისტებმა გადადეს საპროტესტო აქცია

0
ხელისუფლებასთან შეთანხმების გამო, პაკისტანელმა ისლამისტებმა გადადეს  საპროტესტო აქცია

პაკისტანის რადიკალური ისლამისტური პარტია 24 ოქტომბერს დათანხმდა სამი დღით გადაედო საპროტესტო აქცია, მას შემდეგ, რაც პაკისტანის ხელისუფლება მათ დაპირდა, რომ პარტიის ლიდერს ბრალდებებს მოუხსნის. 

პარტია ტეჰრიკ-ე-ლაბიაკის ლიდერი, საად რიზვი 2020 წელს დააკავეს, საფრანგეთის წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციების დროს, რომლებიც უკავშირდებოდა წინასწარმეტყველ მუჰამედის პოლიტიკური კარიკატურების გამოქვეყნებას. რიზვი დააკავეს ხალხისთვის უკანონო შეკრების მოწოდების გაცემის ბრალდებით. ჯერჯერობით გაურკვეველია რიზვის როდის გაათავისუფლებენ. 

22 ოქტომბერს, აღმოსავლეთის ქალაქ ლაჰორში შეტაკებები მოხდა პოლიციასა და ტეჰრიკ-ე-ლაბიაკის მხარდამჭერებს შორის. ისლამისტური პარტიის მომხრეებმა საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს ისლამაბადისკენ, რათა მთავრობაზე ზეწოლა გაეძლიერებინათ რიზვის გათავისუფლების მიზნით. პოლიციის ცნობით, ძალადობას ემსხვერპლა სულ მცირე ორი პოლიციელი, დაშავდა ათობით პირი. პოლიცია აცხადებს, რომ დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის რამდენიმე მანქანას. ტეჰრიკ-ე-ლაბიაკი აცხადებს, რომ პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა მათი ოთხი მხარდამჭერი და კიდევ "ბევრი" პირი დაჭრა. 

პანჯაბის პროვინციის იუსტიციის მინისტრმა, რაჯა ბაშარატმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ პაკისტანის ხელისუფლება რიზვის ბრალდებებს მოუხსნის და 26 ოქტომბრამდე გაათავისუფლებს ყველა დემონსტრანტს, რომლებიც გასულ ორ დღეში დააკავეს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Стефанос Циципас

Паула Бадос и Стефанос Циципас расстались | Виды спорта






В Милане и Неаполе прошли шествия «Бессмертного полка»

На квадроциклах и мотобайках в память о дедушках и бабушках: в Подмосковье состоялся сельский автопробег в День Победы

В Архангельской области поезд “Воркута - Москва” столкнулся с автомобилем

В Муроме простились с 23-летним футболистом и тренером Егором Кашиным