Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

ირანის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელი: ირანი, შესაძლოა, მოლაპარაკებას ბირთვული პროგრამის განვითარებისთვის აჭიანურებდეს

0
ირანის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელი: ირანი, შესაძლოა, მოლაპარაკებას ბირთვული პროგრამის განვითარებისთვის აჭიანურებდეს

ირანის საკითხებში აშშ-ის მთავარი წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოლაპარაკება, რომელიც მიზნად ისახავს თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს მიღწეული ხელშეკრულების აღდგენას, "კრიტიკულ ფაზაშია" და გამოდის გაფრთხილებით, რომ ირანი ამ მოლაპარაკებას შესაძლოა თავისი ბირთვული პროგრამის განვითარების მიზნით აჭიანურებდეს. 

რობ მეილი ამ განცხადებებით გამოვიდა 25 ოქტომბერს, იმ ფონზე, როცა საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩართული, ევროპის წამყვანი დიპლომატი მიმდინარე კვირაში ბრიუსელში უნდა შეხვდეს თავის ირანელ კოლეგას, ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკების აღდგენის პერსპექტივებზე სასაუბროდ. 

ევროპისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ერთკვირიანი ტურნეს შემდეგ, მეილიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ირანის ბირთვული ხელშეკრულების აღდგენის შესახებ მოლაპარაკების შესაძლებლობა ყოველთვის არ იარსებებს. "რაღაც მომენტში JCPOA-ის გაუქმება მოუწევს, რადგან ირანს უკვე შეუქცევადი ნაბიჯები ექნება გადადგმული" - თქვა მეილიმ, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ხელშეკრულების ოფიციალური სახელწოდება, ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა (JCPOA). 

ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2018 წელს აშშ ხელშეკრულებიდან გამოიყვანა და ირანს მკაცრი სანქციები აღუდგინა. ამის პასუხად თეირანმა თანდათანობით დაიწყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევა, მათ შორის ურანის უფრო მაღალ დონეზე გამდიდრებით და ცენტრიფუგების განთავსებით. 

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხელშეკრულების აღდგენის წინადადებით გამოვიდა, თუმცა აპრილში, ვენაში დაწყებულ არაპირდაპირ მოლაპარაკებას ირანთან შეთანხმება არ მოჰყოლია. მოლაპარაკებები ივნისში შეჩერდა, მას შემდეგ, რაც ირანში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა მკაცრმა კონსერვატორმა, ებრაჰიმ რაისიმ.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Соболенко вышла в полуфинал турнира WTA-1000 в Мадриде






Рассылка Песни или Музыки на все Радиостанции России, СНГ и Мира, а также по всем СМИ России.

На Подмосковном ипподроме состоялось масштабное открытие летнего бегового сезона

В Подмосковье принимают заявки на субсидии для поддержки производства овощей

Литературный фестиваль в Астрахани встретит литераторов из Беларуси и стран Прикаспия