Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

"ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ ოპოზიციურ ამომრჩეველს პირადობის მოწმობებს ართმევენ

0

"ნაციონალური მოძრაობიდან" საქართველოს პარლამენტის წევრი და საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ანა წითლიძე აცხადებს, რომ სახელისუფლებო პარტიას ზუგდიდში ორი არაფორმალური შტაბი აქვს, რომლის ფუნქციაც ოპოზიციური ამომრჩევლისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაა. მისი თქმით, ამ პროცესში ჩართული არიან მაღალჩინოსნები შემოსავლების სამსახურიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ზუგდიდის პოლიციიდან.

"ამ ადამიანებს მივმართავ, ვიცით ყველა თქვენი გადაადგილების შესახებ, ყველა თქვენი უკანონო ქმედების და სასაფლაოზე რაზბორკებზე, დაგადგებით ყველგან სადაც იქნებით. თქვენ ვერ დააშინებთ და ვერ წაართმევთ არჩევანს ზუგდიდელებს!" - განაცხადა ანა წითლიძემ.

მისივე თქმით, ამ საქმიანობაში ჩართულია ყოფილი "ტყის ძმების" მეთაური, დათო შენგელია და მისი შვილი დადუ შენგელია. დათო შენგელიამ "ფორმულას" დაუდასტურა, რომ ის "ქართულ ოცნებას" საარჩევნო კამპანიაში ეხმარება. 

"კი, "ოცნებას" ვეხმარები. რა ფორმით და ჩემს ნაცნობებს ვეუბნები, რომ კარგი ხალხია, კარგი საქმის გამკეთებლები არიან, კარგი მერი იქნება და აირჩიეთ... არ ვიცი [შევძელი თუ არა] დარწმუნება. თვითონ გადაწყვეტენ... [ჩემს ავტორიტეტს] ვიყენებ... მერე რა [ჩემი შვილიც არის ჩართული]. არ ვიცი [ძველი გავლენები], ეგ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ვარ თუ არა ისევ ფორმაში", - თქვა მან.

რადიო თავისუფლება ცდილობს წითლიძის ბრალდებებზე "ქართული ოცნების" კომენტარის მოპოვებას, რომელიც მიღების შემთხვევაში მასალაში აისახება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა წითლიძე მმართველ პარტიას ოპოზიციონერი მხარდამჭერებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში ადანაშაულებს. 30 სექტემბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისში პარლამენტარმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს წარუდგინა ვიდეომასალა, სადაც მისივე სიტყვებით, დასტურდება მათი ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების "ნაციონალური მოძრაობის" სახელით ჩამორთმევის ფაქტები.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Андрей Рублев поднялся на шестое место в рейтинге ATP






Средний платеж россиян за коммунальные услуги вырос на 102 рубля в 2024 году

В Подмосковье обезвредили 15 боеприпасов времен ВОВ

Прижизненный ритуальный договор: где заключить?

Названы участки дорог с затрудненным движением в Москве 8 мая