Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყირიმის ოქროს არტეფაქტების უძველესი კოლექცია უკრაინას უნდა დაუბრუნდეს

0

ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყირიმის ოქროს არტეფაქტების უძველესი კოლექცია, რომელზედაც პრეტენზიას აცხადებენ როგორც უკრაინა, ასევე რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მუზეუმები, უკრაინის სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს.

ოქროს ნივთები, მათ შორის ოქროს სკვითური ჩაფხუტი და ოქროს ყელსაბამი, ნიდერლანდების ალარდ პირსონის მუზეუმში იყო გამოფენილი, როდესაც რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა.

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მუზეუმებმა მოითხოვეს, რომ ოქრო ნახევარკუნძულზე დაბრუნებულიყო, თუმცა, ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ უკრაინის ეროვნული კულტურული ინტერესები აღემატება ყირიმის მუზეუმების ინტერესებს.

„ალარდ პირსონის მუზეუმი აღარ არის ვალდებული დააბრუნოს ნამუშევრები ყირიმის მუზეუმებში. უკრაინის სახელმწიფოს უფლებები, რომელიც ეფუძნება [უკრაინის] მუზეუმების კანონს, უპირატესია“, – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკის გამოეხმაურა.

„ჩვენ ყოველთვის ვიბრუნებთ იმას, რაც ჩვენია, „სკვითური ოქროს“ შემდეგ ყირიმს დავიბრუნებთ“, – წერს ზელენსკი „ტვიტერში“.

2016 წელს ამსტერდამის ქვედა ინსტანციის სასამართლომ პირსონის მუზეუმს ექსპონატების უკრაინის მთავრობისთვის გადაცემა დაავალა, თუმცა ეს გადაწყვეტილება რუსეთმა გაასაჩივრა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Андрей Рублев поднялся на шестое место в рейтинге ATP






Университет в Финляндии уволил профессора из-за связей с Россией

МИД рекомендовал россиянам «учитывать имеющиеся риски» при планировании поездок в эту стану

В МИД России рекомендовали россиянам учитывать риски при поездках в Мексику

Фашизм не пройдет!