Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

"ფორმულა" კეზერაშვილზე პრემიერის ბრალდებას კრიტიკულ მედიაზე თავდასხმად აღიქვამს

0

ტელეკომპანია "ფორმულა" მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიმართ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებას თავდასხმად აღიქვამს. არხმა ასე ღარიბაშვილის ის კომენტარი შეაფასა, რომლითაც მან კეზერაშვილი ტრანსნაციონალურ დანაშაულს დაუკავშირა, რომელითაც მილიონებია მითვისებული.

"ამ ქოლ-ცენტრების უკან სავარაუდოდ დგას კეზერაშვილი, მას აღნიშნული ქოლ-ცენტრები ჰქონდა უკრაინაშიც, აქაც ჰქონდა მცდელობაც. რეალურად, გამოძიება, რომელიც თქვენ ნახეთ და ჩვენს პროკურატურასთან ერთად გერმანული მხარე, ძალიან მალე თქვენ საინტერესო დეტალებს გაიგებთ... ეს არ არის ჩემი სპეკულაცია ან ჭორი, ეს არის დადასტურებული ინფორმაცია, მათ შორის უცხოურ მედიაშიც იყო ამ თემაზე მომზადებული", - თქვა ღარიბაშვილმა.

იმის მიუხედავად, რომ პრემიერის თქმით, ეს არ იყო "ჭორაობა", სწორედ ასე შეაფასა "ფორმულამ" მისი ბრალდებები.

"ბრძოლა მედიასთან არჩევნების წინ კრიტიკულ ფაზაში - არჩევნებამდე ორი დღით ადრე ირაკლი ღარიბაშვილის ფორმულას დამფუძნებლის წინააღმდეგ მართლმსაჯულებას კიდევ ერთ საჯარო დავალებას აძლევს. პრემიერი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დამფინანსებელს ახალ ბრალდებას უყენებს - ამჯერადაც ჭორაობით", - თქვა საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა, ვახო სანაიამ.

პრემიერის ამ განცხადებასთან დაკავშირებით არხმა სიუჟეტიც მოამზადა და აღნიშნა, რომ რეალურად გამომძიებელმა ჟურნალისტებმა კეზერაშვილის ქოლ-ცენტრების საქმესთან კავშირი ვერ დაადგინეს. ჟურნალისტმა წაიკითხა სტატიის ის ნაწილი, სადაც ეწერა:

"OCCRP-იმ ვერ იპოვა მტკიცებულება, რომ რომელიმე ყოფილი მინისტრი დაკავშირებული ყოფილი იყო ქოლ-ცენტრების საქმესთან. ელექტრონული წერილით კეზერაშვილი ამბობს, რომ არასდროს სმენია Milton Group-ის შესახებ და არ იცის მისი ქმედებების შესახებ".

21 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც თქვეს, რომ ქართულ-გერმანულმა გამოძიებამ გახსნა დანაშაული, რომლითაც გერმანიის მოქალაქეებს მილიონები გამოსძალეს. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს და ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებმა 2015 წელს ჩამოაყალიბეს დანაშაულებრივი ჯგუფი და დააფუძნეს საქართველოში ექვსი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელთა ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი, სადაც უცხო ენის მცოდნე პირები დაასაქმეს. ამ ქსელის დახმარებით გერმანიის მოქალაქეებს მოტყუებით მილიონობით ევრო გამოსძალეს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Российский теннисист поднялся на две позиции в топ-10 рейтинга ATP






Собянин рассказал, как Москва заботится о ветеранах Великой Отечественной войны

Президент Кубы Диас-Канель Бермудес пожелал России успехов в проведении СВО

Марианна Сиэгэн в интервью «Кинопоиску»: Неважно, где я нахожусь, я могу снимать только истории, которые будут связаны с Якутией

Настоящее искусство