Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

ღარიბაშვილმა განცხადება შეცვალა: უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა

0
ღარიბაშვილმა განცხადება შეცვალა: უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში თავადვე ილაპარაკა საკუთარი განცხადების შესახებ, რომელიც ადამიანის უფლებათა დამცველებმა უარყოფითად შეაფასეს. 

„მე ვთქვი, რომ ჩვენ ადამიანს და პატიმარს ვერ ავუკრძალავთ შიმშილობას, უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა. ალბათ, ამით ერთგვარი არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. ბუნებრივია, მე აღარ შევალ დეტალებში და კანონის განმარტებას არ დავიწყებ, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ ადგილზეც გვყავს მობილიზებული ექიმების ჯგუფიც, რეანიმობილიც, აბსოლუტურად სრული მზაობაა. მეტსაც გეტყვით, ჩემივე დავალებით, ციხის საავადმყოფოში, მანამ, სანამ ეს ფაქტი მოხდებოდა, ჩვენ სრული გადაიარაღება, განახლება განვახორციელეთ, უახლესი სამედიცინო ტექნიკითა და აპარატურით აღვჭურვეთ ციხის საავადმყოფო. იქ არის ყველა პირობა იმისთვის, რომ ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის მოშიმშილე პატიმარ სააკაშვილს ვუმკურნალოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კონტექსტში საუბრის დროს თქვა, რომ ადამიანს თვითმკვლელობა სურს, ამის უფლება აქვს და ამაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ვერ იქნება.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1 ოქტომბრის შემდეგ შიმშილობს, უარს აცხადებს გლდანის ციხის ტერიტორიაზე არსებულ კლინიკაში მკურნალობის მიღებაზე, მისი ინტერესების დამცველები და ექიმი კი ყოველდღიურად აფრთხილებენ მთავრობას, რომ მდგომარეობა მძიმდება და სააკაშვილი მრავალპროფილიან კლინიკაში საჭიროებს განთავსებას.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში სამედიცინო კონსილიუმის ყოფილი წევრი, ექიმი ზურაბ ფაღავა, ამბობს, რომ კონსილიუმი შეთანხმებული იყო, რომ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელებდეს "მრავალპროფილურ, მაღალი კვალიფიკაციის ე.წ. C კატეგორიის დაწესებულებაში". ზურაბ ფაღავამ სამედიცინო კონსილიუმის ჯგუფი ჯანმრთელობის მდგომარეობის არგუმენტით დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Стефанос Циципас

Греческий теннисист Стефанос Циципас поблагодарил мать за советское воспитание






Открытие Аллеи Славы после благоустройства прошло в Луховицах

Депутат Черемисов поздравил с 9 Мая ветерана из Ногинска

Аэропорт Аланьи после инцидента с самолетом не будет принимать рейсы до 22:00

Оверчук назвал экономические отношения Москвы и Еревана хорошими