Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

საბოლოო ჯამში დაფიქსირდა 13 ინციდენტი, რომელიც არ გასცდენია ძირითადად სიტყვიერ შელაპარაკებას

0

საბოლოო ჯამში დაფიქსირდა 13 ინციდენტი, რომელიც არ გასცდენია ძირითადად სიტყვიერ შელაპარაკებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო პროცესის შეფასებისას ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საერთო ჯამში საარჩევნო პროცესმა მშვიდად ჩაიარა.

„მიუხედავად იმისა, რა შთაბეჭდილება იქმნებოდა ეკრანიდან ჩვენი მოქალაქეებისთვის, თითქოს იყო აყალმაყალი სხვადასხვა უბნებზე, საბოლოო ჯამში დაფიქსირდა 13 ინციდენტი, რომელიც არ გასცდენია ძირითადად სიტყვიერ შელაპარაკებას. იცით, რომ რამდენიმე პროვოკატორი „ნაციონალური მოძრაობის“ იქნა დაკავებული ადმინისტრაციული წესით და შემდეგ გათავისუფლებული. გვქონდა ძირითადად იგივე სიტუაცია, როგორიც იყო 2 ოქტომბერს, იყვნენ იგივე ადამიანები მათ შორის და იგივე უბნები დაახლოებით. ზუგდიდის რაიონში და თბილისის რამდენიმე უბანში იყო ძირითადად ინციდენტები.

ასე რომ საერთო ჯამში მთელმა პროცესმა ჩაიარა საკმაოდ მშვიდად, მიუხედავად იმისა, როგორ ცდილობდნენ ზოგიერთები ეს პროცესი წარმოეჩინათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

WTA огорчила Елену Рыбакину после турнира в Мадриде






Политолог назвал празднование Дня Победы в РФ отстаиванием исторической памяти

Жители Хамовников встретили День Победы в сквере Девичьего поля

Моспром в годы Великой Отечественной войны

"Царьград": пилоты ВВС Франции раскрасили небо Марселя в российский триколор