Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

გიგი უგულავა ამბობს, რომ ფოთში არჩევნები გაყალბდა

0
გიგი უგულავა ამბობს, რომ ფოთში არჩევნები გაყალბდა

"ნაციონალური მოძრაობის" სახელით ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ამ ქალაქში არჩევნები გაყალბდა. მისი თქმით, ხელისუფლებამ იქ შეძლო ფულით, დაშინებითა და გაყალებებით სხვა შედეგების მიღება.

"სამწუხაროდ თქვენი ხმა გაყალბდა, თქვენი ხმა იყო და თქვენი არჩევანი იყო მსხვერპლი არნახული [გაყალბების]... მე არ ვცნობ იმ შედეგებს, რომელის გამოცხადებასაც აპირებს ცესკო... სამწუხაროდ, ოცნების ხელისუფლებამ აქაც გამოავლინა თავისი სახე, მე ვსაუბრობ ფოთზე, მე არ მაქვს სხვა ქალაქის მონაცემები. მაგრამ ფაქტია, რომ არნახული ფულით, ძალადობით და გაყალბებით აქაც ცდილობენ სასურველი შედეგების დადებას და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ დამახინჯებას", - თქვა უგულავამ.

ის ამბობს, რომ შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებენ, თუმცა არ აქვს იმედი.

ამ დროის მონაცემებით [00:35] ფოთში 33 უბნიდან 20 დათვლილია (60,6%). ცესკოს მონაცემებით, გიგი უგულავას ხმების 43 პროცენტი აქვს მიღებული, მის კონკურენტს "ქართული ოცნებიდან" ბექა ვაჭარაძეს კი 57%.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Стефанос Циципас

Паула Бадос и Стефанос Циципас расстались | Виды спорта






Депутат Мособлдумы Барсуков поздравил ветерана и труженицу тыла с Днем Победы

Школьники из Черноголовки пробежали праздничную эстафету

Построенный на нижегородском заводе теплоход для Сталина вернулся домой

Ситуация с недопуском россиян на рейсы Turkish Airlines решается на уровне Кремля