Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ განიხილება

0
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ განიხილება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საყურადღებო ეპიდსიტუაციის მიუხედავად, ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ განიხილება. მისი თქმით, შეზღუდვების დაწესების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მიზანი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა.

"ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას დადგენილი რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება. თუ ვინმე ავრცელებს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება, ეს არის სიცრუე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. როგორც ჩანს, ამას გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად აკეთებენ", - ამბობს მინისტრი.

საქართველოში ბოლო დღეა საშუალოდ 4000 ადამიანს უდასტურდება კორონავირუსი. ბოლო 24 საათში Covid-19-ის 3 382 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების მაჩვენებლის ზრდასთან ერთად ინტერნეტსივრცეში გაჩნდა ინფორმაცია, რომ საკოორდინაციო საბჭო 4 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას შეაჩერებდა.

სულ ვირუსით 2020 წლის 26 თებერვლის შემდეგ 719 ათასზე მეტ ადამიანი დაავადდა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублев не отстал от «Реала»! Как русская звезда тенниса покорила Мадрид






Рубль упал к основным валютам на закрытии позиций перед длительными выходными

За три месяца на Орловщине долги за ипотеку выросли на 28%

«Никому не позволим угрожать нам» — Путин выступил на Красной площади

Путин: Россия отвергает претензии альянса на исключительность