Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

ავტომატი, რომლითაც ლუკაშენკა აგვისტოს აქციების დროს პოზიორობდა, დამოუკიდებლობის სასახლეში გამოფინეს

0
ავტომატი, რომლითაც ლუკაშენკა აგვისტოს აქციების დროს პოზიორობდა, დამოუკიდებლობის სასახლეში გამოფინეს

მინსკში მდებარე დამოუკიდებლობის სასახლეში ექსპონატის სახით გამოფინეს ავტომატი, რომლითაც გასული წლის 23 აგვისტოს ალიაქსანდრ ლუკაშენკა პირველად ვერტმფრენში მჯდომი გამოჩნდა იმ დროს, როდესაც ბელარუსი ლიდერი ზემოდან ათვალიერებდა მინსკის ქუჩაში გამოსული დემონსტრანტებს, შემდეგ კი სპეცრაზმის გასამხნევებლად მივიდა თავის შვილთან ერთად.

ექსპოზიციის ფოტო გამოაქვეყნა ტელეგრამის არხმა „პულ პერვოგო“, რომელიც წერს, რომ „სასახლეში სამახსოვრო ფოტოს გადაღების მსურველების რიგები იდგება“.

 

ავტომატის გარდა ექსპოზიციაზე გამოფენილია ავტომატით შეიარაღებული ლუკაშენკასა და მისი უმცროსი შვილის ფოტო, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლის ფორმა და ბელარუსის სახელმწიფო დროშა ლუკაშენკას ფოტოთი და წარწერით „ზა ბატკუ“ („მამილოსთვის“)

2020 წლის 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, უკმაყოფილო მოსახლეობამ დაიწყო მრავალრიცხოვანი საპროტესტო გამოსვლები და მინსკის ქუჩების ბლოკირება. ერთ მომენტში დემონსტრანტები გაემართნენ დამოუკიდებლობის სასახლეში, სადაც პრეზიდენტის ოფისი მდებარეობს.

სპეცდანიშნულების რაზმმა გადაკეტა პრეზიდენტის რეზიდენციის შესასვლელი, ხოლო ავტომატითა შეიარაღებული ლუკაშენკა და მისი უმცროსი შვილი, 15 წლის ნიკოლაი შვეულმფრენით მიფრინდნენ სასახლესთან. ლუკაშენკამ ავტომატიანი ხელი ზემოთ აღმართა და ასე მიესალმა მის დასაცავად შეკრებილ სპეცრაზმელებს. ბელარუსის ლიდერთან ერთად ავტომატით იყო შეიარაღებული მისი შვილიც.

ბელარუსის ოპოზიცია და დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობა 9 აგვისტოს არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობენ ალიაქსანდრ ლუკაშენკას, რომელიც 2020 წლის 10 აგვისტოს ზედიზედ მეექვსედ გამოცხადდა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად. ლუკაშენკა ქვეყანას 1994 წლიდან მართავს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анна Блинкова

Россиянки Аванесян и Блинкова вышли во второй тур турнира в Риме






В Екатеринбурге в День Победы все же запустят салют

Лукашенко заявил, что ему понравился парад Победы в Москве

Откройте новые возможности: инвестируйте в недвижимость в Турции с TURKREALT

Праздничный салют по случаю Дня Победы состоится в Екатеринбурге, но горожане его не услышат