Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2019

Новости за 02.02.2019

ალექსეი ნავალნი სანკტ-პეტერბურგის მუნიციპალურ არჩევნებში ჩაებმება

Radiotavisupleba.ge 

ანტიკორუფციონერი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ იწყებს კამპანიას სანკტ-პეტერბურგის მუნიციპალიტეტის არჩევნებში კანდიდატების წარსადგენად. ამის თაობაზე რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ისაუბრა რეგიონულ აქტივისტებთან შეხვედრაზე.   ნავალნი აცხადებს, რომ შემოდგომისთვის დანიშნულ მუნიციპალურ არჩევნებში არ დააყენებს თავის კანდიდატურას სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორის არჩევნებში, მაგრამ შეეცდება გახდეს სანკტ-პეტერბურგის პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი.   მე მოსკოველი ვარ, ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, და არ მაქვს არც სურვილი და არც მორალური უფლება... Читать дальше...

სასამართლო სხდომა ფარული ჩანაწერების საქმეზე ნაწილობრივ დაიხურა

Radiotavisupleba.ge 

სასამართლო სხდომა, რომელზეც ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული 8 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, ნაწილობრივ დაიხურა. პროცესის სრულად დახურვის შუამდგომლობით მოსამართლეს მიმართა ბრალდების მხარემ, რომელიც აცხადებდა, რომ სხდომაზე შესაძლოა ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შეეხოს საუბარი. მოსამართლე მაკა გველესიანმა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სხდომის აღკვეთის ღონისძიების ნაწილში დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს პროკურატურა ფარული... Читать дальше...

ირანმა გამოსცადა ახალი ფრთოსანი რაკეტა

Radiotavisupleba.ge 

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, 2 თებერვალს ირანის რევოლუციის 40-წლისთავთან დაკავშირებით ქვეყნის სამხედრო ძალებმა 1350 კილომეტრი სიშორის რადიუსში მოქმედი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა. ირანის თავდაცვის მინისტრის ამირ ჰატამის ინფორმაციით, რაკეტა „ჰოვეიზემ“, რომელიც ირანშია დამზადებული ყოველგვარი უცხოური დახმარების გარეშე, ზუსტად დააზიანა წარმოსახული სამიზნე.   აშშ-ი გამოვიდა 2015 წელს ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე ხელმოწერილი შეთანხმებიდან, რომელიც, ვაშინგტონის თანახმად, ხელს არ უშლის ირანს განავითაროს სარაკეტო შეიარაღება... Читать дальше...

ადამიანის ვინაობა, რომელმაც უკანონო ვიდეოჩანაწერი YouTube-ზე ატვირთა, ცნობილია

Marshalpress.ge (მარშალ) 

Youtube-ზე უკანონო ვიდეოჩანაწერი 24 წლის ზურა სოლომნიშვილმა ატვირთა, რომელიც „საქართველოს ბანკში“ მუშაობს და ერთ-ერთი უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე სწავლობს. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. უკანონო ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 9 პირიდან ორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს კი, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ პატიმრობის უზრუნველყოფით. დანარჩენი 6 დაკავებულის სასამართო რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. პირადი ცხოვრების ამსახველი […]

პროკურატურა ფარული ჩანაწერების საქმეზე შვიდი პირის პატიმრობას ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პროკურატურა ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული რვა პირიდან შვიდის მიმართ პატიმრობის, ხოლო ერთი პირის მიმართ - გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ამის შესახებ გახმაურებული საქმის პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ამ 7 პირიდან თითოეულმა მათგანმა არაერთ პირზე გაავრცელა აღნიშნული პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია. ამ 7 პირიდან ერთ-ერთი არის ის, რომელმაც youtube-ზე, საჯარო ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო პორტალზე ატვირთა აღნიშნული ვიდეოჩანაწერი. გვაქვს ამ პირის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია... Читать дальше...

“ჯეოსელის” შეფერხებით მუშაობის გამო „სილქნეტი” მომხმარებლებს ბოდიშს უხდის

Radiotavisupleba.ge 

სატელეკომუნიკაციო კომპანია “სილქნეტი”, თავის მომხმარებელს ბოდიშს უხდის “ჯეოსელის” ქსელში შექმნილი შეფერხების გამო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელშიც ასეთი შეფერხების მიზეზად დასახელებულია 25 იანვარს “ჯეოსელის” ქსელში განხორციელებული სისტემური ცვლილება. „ეს იყო ახალ საბილინგო პროგრამაზე გადასვლა. სამუშაოების დაწყებიდანვე ყოველ ღონეს ვხმარობდით, რომ მომხმარებლებს მაქსიმალურად ნაკლები დისკომფორტი შეჰქმნოდათ სერვისით სარგებლობისას. ვინაიდან ეს პროცესი, თავისი კომპლექსურობიდან გამომდინარე... Читать дальше...

ვენესუელის არმიის გენერალმა ქვეყნის პრეზიდენტად აღიარა ხუან გუაიდო

Radiotavisupleba.ge 

ვენესუელელმა გენერალმა, სამხედრო-საჰაერო ძალების მაღალჩინოსანმა ფრანსისკო იანესმა ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო აღიარა ქვეყნის კანონიერ პრეზიდენტად. გენერალი აინესი გახდა ქვეყნაში პირველი გენერალი, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა და არ ცნობს ნიკოლას მადუროს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.   სააგენტო „როიტერის“ თანახმად, ვიდეომიმართვაში იანესი, რომელიც სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის წევრია, მოუწოდებს დანარჩენს სამხედროებს, რომ გადავიდნენ გუაიდოს მხარეზე. „მე ვიცი, რომ შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის... Читать дальше...

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე - თუ ისინი ეძებენ სათავეს, ისინი იპოვიან საკუთარ თავს

Radiotavisupleba.ge 

„ამ ჩანაწერების სათავეში სწორედ ის ადამიანები დგანან, ვინც ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ ამ დღეების განმავლობაში”, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს. „მათ თუ ჰგონიათ, რომ საზოგადოებას დაავიწყდა, ვისი დამზადებულია სერიებად ეს პირადი ჩანაწერები უკანონოდ, ვის ჰქონდა ეს შენახული და დასაწყობებული, ვინ მართავდა თავის დროზე ამ მეთოდებით, ძალიან შემცდარან“, - დასძინა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა. Читать дальше...



ახალგაზრდა გოგოები არიან დაპატიმრებული და არ მინდა ეს სიმძიმე ვატარო, რომ ოჯახების ტრაგედია მოჰყვეს ამ მორალურ ტერორს

Marshalpress.ge (მარშალ) 

პრინციპულად მიმაჩნია, რომ კანონიერი, სამართლიანი და ჰუმანურიც უნდა იყოს გამოძიება იმ ადამიანების მიმართ, ვისი ბრალეულობაც ნაკლებია ამაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე დაკავებულ პირებზე საუბრისას განაცხადა. ბესელიას განცხადებით, ახალგაზრდა გოგონები არიან ამ საქმეზე დაკავებული და არ სურს ოჯახების ტრაგედიაც მოჰყვეს მორალურ ტერორს. მისივე თქმით, გამოძიებამ უნდა […]

პროკურატურა არ საუბრობს, თუ ვინ გაავრცელა თავდაპირველად ფარული ვიდეოჩანაწერი

Radiotavisupleba.ge 

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ისაუბრებს, თუ ვინ გაავრცელა თავდაპირველად ფარული ვიდეოჩანაწერი. „ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სამივე პირის მიმართ, რომელთა მიმართაც მოთხოვნილი იყო პატიმრობა, არსებობს შესაბამისი საფუძველი. ყველა პირზე, რომელსაც გავრცელებული ან უკანონოდ შეიძლება მოპოვებული ჰქონდეს ეს ვიდეოჩანაწერი, გამოძიება მიმდინარეობს", - განაცხადა პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული... Читать дальше...

ეკა ბესელიას ადგილს იურიდიულ კომიტეტში ანრი ოხანაშვილი დაიკავებს

Radiotavisupleba.ge 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალი თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი იქნება. საპარლამენტო უმრავლესობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო  „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში გამართულ შეხვედრაზე. თუმცა, მის კანდიდატურას კენჭს პარლამენტში უყრიან. მამუკა მდინარაძის განცხადებით, რამდენიმე დეპუტატის გარდა, ანრი ოხანაშვილს უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს. ეკა ბესელიას შემცვლელს მის ყოფილ პოსტზე მხარს არ დაუჭერს ლევან გოგიჩაიშვილი, რომლის განცხადებით, ოხანაშვილს, იმაზე მაინც უნდა ჰქონდეს ღიად პოზიცია დაფიქსირებული, თუ რას ფიქრობს ათი მოსამართლის სკანდალურ სიაზე. Читать дальше...

ავლაბრის სასახლე, შესაძლოა, ქართული კულტურის ეროვნულ მუზეუმად გადაკეთდეს

Radiotavisupleba.ge 

„გაგიმხელთ ერთ-ერთ ვერსიას, რომელსაც ვეთანხმები და არჩილ თალაკვაძესა და სხვა ჩემს კოლეგებთან ერთად მისი თანაავტორიც ვარ.  შესაძლებელია, ავლაბრის სასახლეში იყოს ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმი. თუმცა, ვიმეორებ, ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი ვერსია ვერსიათა შორის“, - უთხრა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების ემდეგ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ. მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებისა და სხვა რამდენიმე პრინციპული საკითხის გარდა, უმრავლესობამ 2 თებერვლის სხდომაზე პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის მომავალზეც იმსჯელა. Читать дальше...

მიტროპოლიტი ეპიფანე: რუსეთის ეკლესია პუტინის უკანასკნელი ფორპოსტია უკრაინაში

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ახალი მართლმადიდებელი ეკლესიის თავკაცი, მიტროპოლიტი ეპიფანე (დუმენკო) უკრაინაში ვლადიმირ პუტინის უკანასკნელ ფორპოსტს უწოდებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. თავისი ინტრონიზაციის, ანუ უმაღლესი საეკლესიო თანამდებობის ოფიციალურად დაკავების წინა დღით, იერარქმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ჩვენი რადიოს უკრაინულ სამსახურს.   „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში პუტინის უკანასკნელი ფორპოსტია, ვინაიდან ეკლესია ღრმად არის ფესვგამჯდარი მორწმუნე უკრაინელების სულებში“, - აღნიშნა ეპიფანემ. უკრაინელი მიტროპოლიტი დარწმუნებულია... Читать дальше...

მოსამართლეები, სავარაუდოდ, უვადოდ აღარ დაინიშნებიან

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომაზე დეპუტატემა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ მოსამართლეები უვადოდ აღარ დაინიშნებიან.   6 საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ამ იდეა მხარს უჭერს  პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც. რაც შეეხება დანარჩენ პრინციპულ საკითხებს, ბესელიას განცხადებით, მმართველ გუნდში ჯერჯერობით არ არსებობს ერთიანი აზრი მოსამართლეების  შერჩევის კრიუტერიუმებთან დაკავშირებით.   ბესელია და მისი თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ შემრჩევის მთავარი როლი პარლამენტმა უნდა აიღოს... Читать дальше...

გედევან ფოფხაძე: შანტაჟის სივრცე პოლიტიკურ ველში არ უნდა არსებობდეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, გედევან ფოფხაძე „ხელისუფლების მინუსს“ უწოდებს ინტერნეტით პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას. პარლამენტარმა აღნიშნული კომენტარი გააკეთა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის მსვლელობისას. პარლამენტარმა აღნიშნა, რომ ყველა უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ შანტაჟის სივრცე პოლიტიკურ ველში აღარ არსებობდეს.   მმართველი პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“... Читать дальше...

ვენესუელის მთავრობამ გადაიფიქრა ოქროს მარაგის გაყიდვა

Radiotavisupleba.ge 

ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ხელისუფლებამ, რომლის ლეგიტიმურობას არ აღიარებს ქვეყნის ოპოზიცია და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, - უარი თქვა სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული 20 ტონა ოქროს მარაგის გაყიდვის გეგმაზე. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი იუწყება ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.    სააგენტოს თანახმად, ვენესუელის ცენტრალურ ბანკს შეფუთული და გასაგზავნად გაგზავნილი ჰქონდა ძვირფასი ტვირთი, მაგრამ გარიგების მონაწილეებმა, საერთაშორისო ზეწოლისა და სანქციების ქვეშ მოხვედრის შიშით, უარი თქვეს ამ ჩანაფიქრზე. Читать дальше...

პოლიციამ დააკავა ორი პირი, ეჭვმიტანილი „ქართული ოცნების“ ოფისის ქურდობაში

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა “ქართული ოცნების” ოფისის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2018 წლის 8 დეკემბერს, “ქართული ოცნების” ოფისიდან მოიპარეს სეიფი, რომელშიც 7 000 ლარამდე თანხა იყო მოთავსებული. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპარული თანხა სრულად ამოიღეს.   ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით... Читать дальше...

ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულებიდან ორს პატიმრობა შეეფარდა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი. მათგან ორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს კი, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი, 2 000 ლარიანი, 3000 ლარიანი და 1500 ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრათ. “ეს არის კლასიკური მაგალითი, როცა ქვეყანას არ გააჩნია სასამართლო”, - ასე გამოეხმაურა “გირჩის” ერთ-ერთი დამფუძნებელი იაგო ხვიჩია მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის გადაწყვეტილებას. სხდომა ბრალდების მხარის შუამდგომლობით დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

უზბეკეთის ყოფილი გენერალური პროკურორი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

Radiotavisupleba.ge 

კორუფციაში ბრალდებული უზბეკეთის ყოფილი გენერალური პროკურორი, რაშიდ კადიროვი, შეუძლოდ გახდა და საკნიდან იგი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების უზბეკური სამსახური იუწყება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.   კადიროვის ერთ-ერთმა ახლობელმა ჩვენ რადიოს უთხრა, რომ მოხელის ჯანმრთელობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც მის საკანში მყოფი სამი პატიმარი ყოფილ გენერალურ პროკურორს დანაშაულის აღიარებას აიძულებდა.   66 წლის კადიროვი გენერალურ პროკურატურას სათავეში ედგა 2000-დან 2015 წლამდე. Читать дальше...

Новости России
Москва

В рубрике «Я - артист цирка Бурятии» Саян Дондоков - Театр и дети, Культура и Россия, национальный проект


მმართველი პარტიის ოფისში მიმდინარეობს საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა

Radiotavisupleba.ge 

მმართველი პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, შეხვედრის მთავარი თემა კვლავ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საკითხებია სხდომაში, რომელიც დახურულია, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობს.

ილიაუნი: გიორგი ქადაგიძემ ჩვენთვის მოულოდნელი პოზიცია დაიკავა

Radiotavisupleba.ge 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის ყოფილი დეკანის, გიორგი ქადაგიძის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადება გაავრცელა. საბჭოს განცხადებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობს. რეფორმის ფარგლებში: ა) დაფუძნდა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი. ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტს გამოეყო საინჟინრო მიმართულებები და დაერქვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი. Читать дальше...

ნატოში ხელს მოაწერენ ოქმს ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში გაწევრიანებაზე

Radiotavisupleba.ge 

ნატოს წევრი ქვეყნები 6 თებერვალს ხელს მოაწერენ ოქმს ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ბლოკში გაწევრიანების თაობაზე. ამის შესახებ შაბათს ტვიტერით გაავრცელა ინფორმაცია ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. „6 თებერვალს ჩვენ დავწერთ ისტორიას: ნატოს მოკავშირეები მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ნიკოლაი დიმიტროვთან ერთად ხელს მოაწერენ ოქმს მომავალი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ალიანსში გაწევრიანებაზე“, - წერს სტოლტენბერგი.   იანვარში მაკედონიის პარლამენტმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო... Читать дальше...

ოპოზიციის წევრები „პროვოკაციას“ უწოდებენ ფარული ვიდეოჩანაწრების გავრცელებას

Radiotavisupleba.ge 

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე სპეცსამსახურების დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელებას. „ეს არის ხელისუფლების თამაში იმისთვის, რომ ყურადღება გადაიტანოს რაოდენობრივ დაკავებებზე და არა ამ პრობლემის წინააღმდეგ ფუნდამენტურად ბრძოლაზე", -განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომელიც მოითხოვს, რომ დაისაჯონ დამკვეთები და შემსრულებლები. პოლიტიკურ მიზანზე საუბრობს „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც საქალაქო სასამართლოში... Читать дальше...

პანკისელები ჰესების საწინააღმდეგო აქციას მართავენ

Radiotavisupleba.ge 

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ამ წუთებში ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ხეობის მოსახლეობა უკვე თვეებია პანკისში ჰესების აშენებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ეს მშენებლობა ხეობის ეკოლოგიურ მდგომარეობას საფრთხეს შეუქმნის.  ხალხი შიშობს, რომ სოფლებში სასმელი და სარწყავი წყლის დეფიციტი შეიქმნება. პანკისელებმა წერილი პრემიერ-მინისტრის სახელზეც დაწერეს და მას ამ საკითხით დაინტერესება სთხოვეს. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი შეკრების შემდეგ ჰესების მშენებლობის... Читать дальше...

რუსეთმა შეაჩერა სარაკეტო განიარაღების შეთანხმებაში მონაწილეობა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ნაბიჯის პასუხად, რუსეთმა შეაჩერა თავისი მონაწილეობა საშუალო და შორი რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელმოწერილ შეთანხმებაში და არ აპირებს გამოვიდეს განიარაღების შესახებ ახალი ინიცატივით. "დაველოდებით, ვიდრე ჩვენი პარტნიორები არ იქნებიან მზად, რომ აწარმოონ ჩვენთან თანასწორუფლებიანი და საგნობრივი დიალოგი ამ უმნიშვნელოვანეს თემატიკაზე“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, 2 თებერვლას საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის დროს.   წინა დღით აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

После победы в Мадриде Рублев поднялся с 8-го на 6-е место в рейтинге ATP






У богатых людей всегда есть эта цифра в дате рождения, но богатство придет к ним только после 40 лет

Сергей Собянин. Главное за день

Самолёт экстренно сел в Кирове из-за сломанного шасси

Жители Солнечногорска приняли участие в забеге в День Победы