Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2019

Новости за 26.02.2019

ეკა ბესელიას მოულოდნელი შეხვედრა მისი პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე დაკავებულებთან (ვიდეო)

Marshalpress.ge (მარშალ) 

გადაცემა არჩევანში სტუმრობისას ეკა ბესელიას მოულოდნელად შეახვედრეს ის ორი ახალგაზრდა, ვინც მისი პირადი ცხოვრების მასალების საქმეზე იყვნენ დაკავებულები და ამჯერად გირაო აქვთ შეფარდებული. ბესელიამ მათ ხელი ჩამოართვა და თავისუფლება უსურვა. ამის შემდეგ მან დატოვა სტუდია

აშშ-მა ინტერნეტზე წვდომა დაუბლოკა რუსეთის „ტროლების ფაბრიკად“ ცნობილ სააგენტოს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სპეცსამსახურებმა ინტერნეტზე წვდომა დაუბლოკეს რუსეთის „საინტერნეტო კვლევათა სააგენტოს“, რომელიც ცნობილია, როგორც „ტროლების ფაბრიკა“. ვარაუდობენ, რომ სააგენტომ სცადა აშშ-ის კონგრესის 2018 წლის შუალედურ არჩევნებში ჩარევა. ამის შესახებ იუწყება გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. „ტროლების ფაბრიკას“ უკავშირებენ რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულად მიჩნეული პირის, ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის სახელს. „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, „ტროლების ფაბრიკას“ ინტერნეტზე წვდომა დაუბლოკეს 2018 წლის 6 ნოემბერს... Читать дальше...

სანქტ-პეტერბურგის ეპარქიაში „შეუსაბამოდ“ მიიჩნევენ აშშ-ის ატომურ დაბომბვაზე სიმღერას

Radiotavisupleba.ge 

სანქტ-პეტერბურგის ეპარქიაში „შეუსაბამო“ უწოდეს აშშ-ზე ბირთვული იარაღით თავდასხმის შესახებ სიმღერის შესრულებას და ადგილს, სადაც ის შესრულდა. ეს რეაქცია მოჰყვა რუსეთში „მამულის დაცვის დღის“ აღსანიშნავად სანქტ-პეტერბურგის საკონცერტო გუნდის გამოსვლას ისაკის საკათედრო ტაძარში, სადაც კოლექტივმა შეასრულა სიმღერა „წყალქვეშა ნავზე, ანუ სამხედროების ანაზღაურება“. სიმღერა ანდრეი კოზლოვსკიმ დაწერა 1980 წელს. სიმღერაში, რომელიც ისაკის ტაძარში კონცერტის ძირითადი პროგრამის ბოლოს შესრულდა, ასეთი სიტყვებია: „ატომური... Читать дальше...

ტერეზა მეი ბრიტანელ პარლამენტარებს შესთავაზებს „ბრექსიტის“ გადავადებას

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ პარლამენტს შესთავაზებს კენჭისყრის გამართვას „ბრექსიტის“ გადავადებაზე, თუ დეპუტატები 12 მარტამდე არ მოიწონებენ შეთანხმებას ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის შესახებ. ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბი-ბი-სი-ს ცნობით, ამის შესახებ მეიმ განაცხადა პარლამენტის სხდომაზე. ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის ოფიციალური თარიღია 29 მარტი. თავად მეი, მისივე თქმით, ბრექსიტის გადავადების წინააღმდეგია. მისი თქმით, თუ დეპუტატები მხარს დაუჭერენ მის ინიციატივას... Читать дальше...

რუსეთში მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს კიბერუსაფრთხოების ორ ექსპერტს

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილ თანამშრომელ სერგეი მიხაილოვსა და „კასპერსკის ლაბორატორიის“ ყოფილ მენეჯერ რუსლან სტოიანოვს, რომლებიც დამნაშავედ ცნო სახელმწიფოს ღალატში. მიხაილოვს 22 წლით პატიმრობა შეუფარდეს. ის საინფორმაციო უსაფრთხოების განყოფილებაში მუშაობდა. ხოლო სტოანოვისთვის გამოტანილი განაჩენია 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. ის ხელმძღვანელობდა კიბერინციდენტების საგამოძიებო ჯგუფს „კასპერსკის ლაბორატორიაში“. სასამართლო პროცესი დახურული იყო. Читать дальше...

რუსეთი და ყირიმი. ანუ, როგორ აღიარო ის, რასაც თავგამოდებული უარყოფდი

Radiotavisupleba.ge 

კრემლში დიდხანს უარყოფდნენ, რომ რუსეთის არმიამ დაიპყრო მთავრობის შენობები და სხვა სტრატეგიული ობეიქტები ყირიმში 2014 წლის მარტში მის ანექსიამდე. კრემლი უარზე იდგა აშკარა ფაქტების მიუხედავად და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ აღიარა ის, რაც სინამდვილეში გააკეთა უკრაინის ნახევარკუნძულზე.

წითელი ტერორი: კეისარს კეისრისა

Radiotavisupleba.ge 

„წითელი ტერორის" მსხვერპლი ქართველი მხატვრები - ზოგიერთი მათგანი დახვრიტეს, სხვებმა ნახატებით გადაირჩინეს თავი, სურათებით, რომლებითაც სტალინს და პარტიას ადიდებდნენ. რა ვიცით ჩვენ ამ მხატვრებზე და რა ვიცით ადამიანებზე, რომლებიც რეჟიმის მსხვერპლებს ასამართლებდნენ და კლავდნენ? რა ვიცით ჯალათების შესახებ? უყურეთ „ანარეკლებში" „წითელი ტერორის" მსხვერპლთა გამოფენას.

მამუკა ხაზარაძე: მზად ვარ, პარლამენტში კიდევ ერთხელ მივიდეთ

Radiotavisupleba.ge 

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაზე მზადაა პარლამენტში ისევ მივიდეს და საჯაროდ გამოხატოს თავისი პოზიცია. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს: „დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა არ შედგა და არ მომეცა საშუალება გამოვსულიყავი და მეთქვა ჩემი სათქმელი. ჩვენ მზად ვართ შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში კიდევ ერთხელ მივიდეთ, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია საჯარო ტრიბუნიდან“, - წერს ხაზარაძე. მისი განცხადებით, რადგან ეს... Читать дальше...



ირანის პრეზიდენტმა არ მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომა

Radiotavisupleba.ge 

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ არ მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამად ჯავად ზარიფის გადადგომა. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ირანის საგარეო უწყებიდან გავრცელებულ ცნობაზე დარყდნობით. ზარიფმა 25 თებერვლის საღამოს „ინსტაგრამში“ დაწერა თავისი გადადგომის შესახებ. მიზეზებზე არაფერს იუწყებიან. რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის ცნობით, როჰანიმ მადლობა გადაუხადა მინისტრს გაწეული სამუშაოსათვის, მაგრამ არ უთქვამს, იღებს თუ არა მის გადადგომას. 27 თებერვალს ზარიფი უნდა... Читать дальше...

ექთნების შრომა - სოლიდარობის ქსელმა ამ სფეროში კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

Radiotavisupleba.ge 

ალტერნატიულმა პროფკავშირმა „სოლიდარობის ქსელმა“ თბილისის მასშტაბით ათ სამედიცინო დაწესებულებაში ექთნების შრომითი პირობები და მდგომარეობა შეისწავლა. ეს ამ ხასიათის პირველი კვლევაა, რომელშიც 200 ექთანი მონაწილეობდა. გამოკვლევის ჩატარების წინაპირობა გახდა 2017 წლის დეკემბერში, იაშვილის სახელობის კლინიკიდან, რეორგანიზაციის შედეგად, 84 ადამიანის დათხოვნის ფაქტი.   როგორც "სოლიდარობის ქსელის" წევრმა, ნენო ჩარკვიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, კვლევაზე მუშაობისას მათ სამედიცინო ბაზარიც შეისწავლეს და ნახეს... Читать дальше...

"როიტერსი": რუსეთი არღვევდა ჩრდილოეთ კორეისათვის დაწესებულ სანქციებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ტანკერი ნავთობს აწვდიდა ჩრდილოეთ კორეას, რითაც არღვევდა ამ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებს. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ტანკერ „ტანტალის“ ეკიპაჟის წევრების მონათხრობზე დაყრდნობით. ჟურნალისტების თანახმად, 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მაისამდე ტანკერი ნეიტრალურ წყლებში, სულ ცოტა, ოთხჯერ შეხვდა ჩრდილოეთ კორეის ხომალდებს მათთვის საწვავის გადასაცემად. დეტექტორები, რომლებითაც შესაძლებელია ტანკერის ადგილმდებარეობის დადგენა, ამ დროს გამორთული იყო და ისევ ირთვებოდა... Читать дальше...

უმრავლესობამ "თიბისის საქმის" საჯარო განხილვა ჩაშალა

Radiotavisupleba.ge 

რისი თქმა უნდოდათ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის პარტნიორ ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე საზოგადოებამ ვერ გაიგო.

დონალდ ტრამპი ჰანოიში ჩაფრინდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შესახვედრად

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰანოიში ჩაფრინდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შესახვედრად. ვიეტნამის დედაქალაქში გამგზავრებამდე ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ ბირთვული განიარაღების შემდეგ ჩრდილოეთი კორეა სწრაფად იქცევა ეკონომიკური ზრდის გენერატორად. კიმ ჩენ ინი დღეს უფრო ადრე ჩავიდა ვიეტნამში. მისი ჯავშანმატარებელი გაჩერდა ქალაქ დონგდანგის სადგურში ჩინეთთან საზღვრის გადაკვეთის შემდეგ. ამის შემდეგ კიმ ჩენ ინი ავტომანქანით გაემგზავრა ჰანოიში. აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების უკვე მეორე შეხვედრა 27-28 თებერვალს გაიმართება. Читать дальше...

თორნიკე მამალაძე: დეკანოზ მამალაძის ოჯახი შანტაჟის ენით არ ვსაუბრობთ

Radiotavisupleba.ge 

ჩვენ არ ვსაუბრობთ შანტაჟის ენით და  დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების საპატრიარქოსთან დგომა არ ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას - უთხრა რადიო თავისუფლებას "ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებული დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას მან განაცხადა, რომ ეს პირველ რიგში კარგად იციან  თავად საპატრიარქოში. კითხვაზე დააკმაყოფილებს თუ არა გიორგი მამალაძე საპატრიარქოს მოთხოვნას და გაასაჯაროებს თუ არა მღვდელმთავრებისთვის გაგზავნილ წერილს, თორნიკე მამალაძე ამბობს... Читать дальше...

დღესდღეობით საოჯახო სასტუმროების 90% ”შავად” მუშაობს – შალვა ალავერდაშვილი 

Marshalpress.ge (მარშალ) 

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა“ შალვა ალავერდაშვილმა სემეკში, საოჯახო ტიპის სასტუმროების სასმელი წყლის ტარიფთან დაკავშირებით პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. ალავერდაშვილი დადებითად აფასებს წყლის ჰიბრიდული ტარიფის დანერგვას და იმედოვნებს, რომ მსგავსი მიდგომა გაზის ტარიფზეც გავრცელდება. „დღესდღეობით საოჯახო სასტუმროების 90% „შავად“ მუშაობს. საოჯახო სასტუმროები არ რეგისტრირდებიან, რადგან სასტუმროდ დარეგისტრირების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ წყალს მეპატრონეები თავადაც... Читать дальше...

იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ იწყებს უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი, პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერი იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ სხვა საპარლამენტო ფრაქციებთან ერთად იწყებს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის პროცედურას. ამის შესახებ ტიმოშენკომ პარლამენტში გამოაცხადა 26 თებერვალს - მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ჟურნალისტური გამოძიება მაღალი თანამდებობის პირთა უკანონო მაქინაციებთან კაშირის შესახებ. ეს მაქინაციები, გამოძიების თანახმად, სამხედრო შესყიდვებს უკავშირდება. პარლამენტში გამოსვლისას, ტიმოშენკომ არმიაში დატაცება შეადარა სახელმწიფოს ღალატს და განაცხადა... Читать дальше...

„აიცილე მურუსიძე“ - ადვოკატების უარი მოსამართლეებს

Radiotavisupleba.ge 

„ადვოკატები მართლმსაჯულების ნაწილი ვართ. გააკეთე შენი არჩევანი! მოითხოვე აცილება!“ - ეს სიტყვები ფეისბუკის პირად გვერდზე ადვოკატმა გიგი სისვაძემ საჯაროდ დაწერა და თან ადვოკატების ახალი კამპანიის ვიდეორგოლიც დაურთო. „აიცილე ლევან მურუსიძე“ - ასე უწოდეს ადვოკატებმა  სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის სასამართლო სხდომებიდან აცილების მოთხოვნის კამპანიას, თუმცა ეს მოთხოვნა  ასევე შეეხება სხვა, მათივე სიტყვებით, „ოდიოზურ“ მოსამართლეებსაც, მათ შორის, მაგალითად, მიხეილ ჩინჩალაძეს. გიგი სისვაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა... Читать дальше...

ვისუნთქო? არ ვისუნთქო?

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში რესპირატორული დაავადებებისა და სიმსივნეების რაოდენობა გაიზარდა. ერთ-ერთ მიზეზად ჰაერის დაბინძურება სახელდება.

ოპოზიცია ანაკლიის პორტის საკითხის საგანგებო განხილვას მოითხოვს

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილმა ანაკლიის პორტის საკითხზე საგარეო კომიტეტის სხდომის ჩატარება მოითხოვა. „ჩვენ დავინახეთ, რომ „თიბისი ბანკის“ საქმე არ არის რეალურად კერძო დავა. როგორც ჩანს, ყველა გზა სწორედ ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლის ან მისი დაპატრონების მცდელობისკენ მიდის", - აცხადებს სალომე სამადაშვილი. მისი სიტყვებით, ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები მიუთითებს იმაზე, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ჩაშლის საფრთხის წინაშე დგას და რომ პორტის არსებობა-არარსებობა რეგიონში რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს უკავშირდება.

Новости России
Москва

Откровение артиста госцирка Бурятии Саяна Дондокова - Театр и дети, Культура и Россия, интервью


პესკოვი: პრეზიდენტი არ ჩაერევა დაკავებული ამერიკელი ბიზნესმენის, მაიკლ კალვის საქმეში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ ჩაერევა საინვესტიციო ფონდ „ბერინგ ვოსტოკის“ ამერიკელი დამფუძნებლის, თაღლითობის ბრალდებით დაკავებული მაიკლ კალვის საქმეში. ამის შესახებ განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა. მანამდე „ბერინგ ვოსტოკმა“ პუტინს მიმართა თხოვნით, „პირად კონტროლზე" აიყვანოს კალვისა და რამდენიმე მენეჯერის საქმე. კრემლის თანახმად, პუტინს ატყობინებენ ყველა სიახლეს კალვის საქმესთან დაკავშირებით. სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ ბანკ „ვოსტოჩნის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა,... Читать дальше...

ავსტრალიაში დამნაშავედ ცნეს სქესობრივ დანაშაულებში ბრალდებული კარდინალი

Radiotavisupleba.ge 

ავსტრალიაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო სქესობრივ დანაშაულებში ბრალდებული კარდინალი, ჯორჯ პელი. ვერდიქტი ჯერ კიდევ დეკემბერში გამოიტანეს, მაგრამ მის შესახებ არ იუწყებოდნენ, ცნობების თანახმად, იურიდიულ მიზეზთა გამო. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1996 წელს მელბურნის ტაძრის ოთახებში პელმა ჩაიდინა სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი ქმედებები ორი ბიჭის მიმართ. კარდინალი ბრალს კატეგორიულად უარყოფს. მაგრამ ნაფიცმა მსაჯულებმა დამაჯერებლად არ მიიჩნიეს ადვოკატის ვერსია, რომ ბრალდებები... Читать дальше...

ქართველი მინისტრის პორტრეტი: სად ცხოვრობს, რით ერთობა და რა ქონებას ფლობს

Radiotavisupleba.ge 

მონაცემები ეყრდობა მინისტრების სხვადასხვა წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებს, სადაც გარდა არსებული ქონებისა, საინტერესო დანახარჯებიც ჩანს.

არაეფექტურად გახარჯული ფული და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საგარეჯოში

Radiotavisupleba.ge 

აუდიტის სამსახურმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების  მუშაობის შესწავლისას დარღვევები აღმოაჩინა.

ინდოეთმა მოაწყო „პრევენციული“ ავიაიერიში პაკისტანში ბაზირებულ ექსტრემისტებზე

Radiotavisupleba.ge 

ინდოეთმა განახორციელა „პრევენციული“ საჰაერო დარტყმა პაკისტანში ბაზირებულ ექსტრემისტებზე მას შემდეგ, რაც ქაშმირის ინდურ ნაწილში ათობით ინდოელი ჯარისკაცი შეიწირა მიმდინარე თვეში მოწყობილმა აფეთქებამ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიჯაი გოხალეს განცხადებით, ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 26 თებერვლის დილას განახორციელეს დარტყმა ქაშმირელი ექსტრემისტების საწვრთნელ ბანაკზე ქალაქ ბალაქოთთან. ბალაქოთი მდებარეობს ქაშმირის პაკისტანური ნაწილის კიდეზე, 80-მდე კილომეტრში „საკონტროლო ზოლთან“, რომელიც მიჩნეულია დე ფაქტო საზღვრად ქაშმირში. Читать дальше...

გაერო: 13 ათასამდე გაიზარდა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

Radiotavisupleba.ge 

გაეროს მონაცემებით, 13 ათასამდე გაიზარდა აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილში დაწყებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. დაიჭრა 30 ათასამდე ადამიანი. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, რომელიც 25 თებერვალს გამოქვეყნდა, მოკლულებს შორის არის 3300-ზე მეტი სამოქალაქო პირი, მალაიზიის ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავში მყოფი 298 ადამიანის ჩათვლით. ნიდერლანდის ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა დაადგინა, რომ 2014 წლის 17 ივლისს თვითმფრინავი... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Александрова не смогла обыграть Саснович и покинула турнир WTA-1000 в Риме






Салют в честь Дня Победы в Петербурге. Видео

В рубрике «Я - артист цирка Бурятии» Саян Дондоков - Театр и дети, Культура и Россия, национальный проект

Более 100 тысяч человек посетили 9 Мая Музей Победы

Восстановленный советский танк Т-70 прошел своим ходом по центру Мелитополя