Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2019

Новости за 10.02.2019

ქართველმა მოჭიდავეებმა საერთაშორისო ტურნირზე ყველაფერი მოიგეს, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრების ცხრა წევრმა იჭიდავა ბულგარეთში, პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე და ცხრავე ჩემპიონი გახდა. 8-10 თებერვალს, ქალაქ ბლაგოევგრადში, პეტკო სირაკოვისა და ივან ილიევის მემორიალზე, თავისუფალ ჭიდაობაში სულ ათ წონით კატეგორიაში გათამაშდა მედლები და მხოლოდ ერთში შეივსო საპრიზო სამეული ქართველების გარეშე. ისიც იმიტომ, რომ იმ წონაში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავდა. UWW-ს (მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების) ეგიდით გამართულ შეჯიბრებაზე ოქროს მედლებს დაეუფლნენ... Читать дальше...

ის რაც ლიეჟში მოხდა, არის მეოცე საუკუნის დასაწყისთან დაბრუნება – თემურ შაშიაშვილი

Marshalpress.ge (მარშალ) 

ლიეჟში „თანამემამულეთა მსოფლიო კრებაზე“ მომხდარ ინციდენტს „თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმიანება: “ის,რაც ლიეჟში მოხდა, ეს არის მეოცე საუკუნის დასაწყისთან დაბრუნება: ბოლშევიზმი… ზონდერებით სავსე დარბაზი… ძალისმიერი მეთოდები… სპექტაკლი 700 ადგილიან დარბაზში, რომლის შევსებაც ვერ შეძლეს… ტყუილი და სიყალბე… შიში განსხვავებული აზრის. შევეცდები დღეს, ან ხვალ დილით გავაკეთო პირდაპირი ჩართვა.ეჭვი მეპარება, ტელევიზიებმა გადაცენ ის, […]

ლუკაშენკოს „ბალანსის პოლიტიკის“ თავისებურებები

Radiotavisupleba.ge 

როგორ ახერხებს ბელარუსი, ითვლებოდეს ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" წევრად, მაშინ როცა ავტოკრატი ლიდერი ჰყავს და სიკვდილით დასჯა არ გაუუქმებია? როგორ ახერხებს ბელარუსის პრეზიდენტი, რუსეთი ჰყავდეს უახლოეს მოკავშირედ, მაშინ როცა იმავე რუსეთს ხმამაღლა აკრიტიკებს ქვეყნის "ანექსიის" მცდელობისათვის? ბოლო პერიოდის მოვლენებმა გააჩინა ეჭვი, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს ამ ბალანსის აქტს დიდი დღე აღარ უწერია.

"ბერლინალე". 5 დღიური - 1. “დავეხმაროთ სუსტებს!”

Radiotavisupleba.ge 

“გაყინულ ბერლინში, ყველგან ორპირი ქარი რომ უბერავს, ძაღლს რომ არ გაუშვებ გარეთ, კინოში სიარულისგან როგორ უნდა მიიღო სიამოვნება?..” - არაერთხელ უკითხავთ ჩემთვის...

ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის გრან სლემზე ჩემპიონი გახდა

Radiotavisupleba.ge 

ვარლამ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც პარიზის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მესამედ მოიპოვა უმაღლესი სინჯის მედალი. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა სპორტსმენმა გრან სლემის ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა: ტაილანდელი ვეი პუიანგი, ბულგარელი დანიელ დიჩევი, ფრანგი ალექსანდრე იდირი და სამხრეთკორეელი გუამ ჩო. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ვაზარით მოუგო იაპონელ აარონ ვოლფს, რომელთანაც მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე ფინალში დამარცხდა. საქართველოს ძიუდოისტთა... Читать дальше...

ბელგიის ქალაქ ლიეჟში ემიგრანტებთან მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა

Radiotavisupleba.ge 

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლის ტერიტორიაზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს ხვდება, შეხვედრის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა. ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება მოაწყვეს აგენტმა პროვოკატორებმა, რომლებიც შეხვედრის ჩაშლას შეეცადნენ. როგორც ტელეკომპანია იუწყება, სხდომათა დარბაზში შესვლას ცდილობდა აგრესიული ადამიანების ჯგუფი. „რუსთავი 2“-ის თანახმად, პროვოკატორებმა დარბაზში ცრემლსადენი გაზის გაუშვეს. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანახმად... Читать дальше...

შეხვედრაზე უნდა დამეფიქსირებინა განსხვავებული აზრი, ამ დროს გაუშვეს მხუთავი გაზი – ემიგრანტი

Marshalpress.ge (მარშალ) 

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს ხვდება, ჟურნალისტებისა და ემიგრანტების ნაწილი არ შეუშვეს. დარბაზში სიტყვიერი და  ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ემიგრანტების ნაწილი ამბობს, რომ მათ რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა შეხვედრაზე არ შეუშვეს. “ჩამოვედით რომ ჩვენი აზრი დაგვეფიქსირებინა, ამ დროს გაუშვეს მხუთავი გაზი და შემასხეს თვალებში, განსხვავებული აზრის გამო არ შემიშვეს.“-აცხადებს ემიგრანტი გია მეტრეველი. ლიეჟში ნაციონალური მოძრაობის […]

ყირიმი ჩვენია: რუსეთი განრისხებულია Google-ის „შეცდომის“ გამო

Radiotavisupleba.ge 

მაშინ, როცა რუსეთში Google-ს დაბლოკვით ემუქრებიან, მრავალთა აზრით, ტექნოლოგიური გიგანტი შესაძლოა დაჰყვეს კრემლის მხრიდან ზეწოლას, ცენზურა გაუწიოს მის საიტზე გავრცელებულ მასალებს.



მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში და რუსეთის რიგ ქალაქებში გაიმართა აქცია „დედათა რისხვის მარში“

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში და რუსეთის რიგ ქალაქებში გაიმართა აქცია „დედათა რისხვის მარში“. მისი მონაწილეები ქუჩებში გავიდნენ პოლიტიკური რეპრესიების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. აქციის საბაბი გახდა სისხლის სამართლის საქმე ორი ქალი აქტივისტის - ანასტასია შევჩენკოსი დონის როსტოვში და ლია მილუშკინასი ფსკოვში. 31 იანვარს, მალე მას შემდეგ, რაც შევჩენკოს შინაპატიმრობა მიესაჯა, გარდაიცვალა მისი 17 წლის ქალიშვილი, რომელიც მძიმედ იყო ავად. გოგონა გარდაიცვალა სარეანიმაციო განყოფილებაში, სადაც დედას დიდხანს არ უშვებდნენ მისი შინაპატიმრობის გამო. Читать дальше...

ლიეჟში ქართველი ემიგრანტები იკრიბებიან

Radiotavisupleba.ge 

მოძრაობის „ერთად სახლში“ ორგანიზებით, ბელგიის ქალაქ ლიეჟში ქართველი ემიგრანტების შეკრება გაიმართება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ემიგრანტებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შეხვდება. შეხვედრა კონგრესის სასახლეში თბილისის დროით 20 საათზეა დანიშნული. დისკუსია საქართველოს შესახებ რამდენიმე პანელზე გაიმართება. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მოძრაობის „ერთად სახლში“ წარმომადგენლები  შეკრების მონაწილეებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

რუსეთმა თავისი რაკეტა 9M729 მეტგან განათავსა, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა თავისი საკამათო ფრთოსანი რაკეტა 9M729 მეტ ადგილზე განალაგა, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ. ამის შესახებ გერმანიის გაზეთი „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“ იტყობინება თავის საკვირაო გამოცემაში. გაზეთი დასავლურ სადაზვერვო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სარაკეტო ბატალიონები განთავსდა ჩრდილოეთ ოსეთში, მოზდოკში, და შუიაში, მოსკოვის მახლობლად. მანამდე ცნობილი იყო საწვრთნელი ბატალიონების შესახებ სამხრეთ რუსეთში მდებარე კაპუსტინ იარში და ეკატერინბურგის აღმოსავლეთით მდებარე კამიშლოვში. 2 თებერვალს აშშ-მა გამოაცხადა... Читать дальше...

რუსთავში 13 წლის მოზარდი მოკლეს

Radiotavisupleba.ge 

რუსთავში ბიძამ ძმისშვილი მოკლა - ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.  მოკლულია 13 წლის მოზარდი, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს დაკავებულის მეგობრებმა და მეზობლებმა  განუცხადეს, რომ მას ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა.

ანა სოუსი: აგრესიის საფრთხე რუსეთის მხრიდან ყოველთვის არსებობს

Radiotavisupleba.ge 

მინსკს არ უღიარებია სეპარატისტების სახელმწიფოებრიობა და ეს, ცნობების თანახმად, მოსკოვის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად. რატომ? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ანა სოუსი, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის თანამშრომელი.

ვენესუელაში კიდევ ერთი მაღალი რანგის ოფიცერი გადავიდა ხუან გუაიდოს მხარეს

Radiotavisupleba.ge 

ვენესუელაში კიდევ ერთი მაღალი რანგის ოფიცერი გადავიდა პარლამენტის თავმჯდომარის, ხუან გუაიდოს მხარეს და დაუპირისპირდა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს. „ჩვენი, სამხედროების, ოთხმოცდაათი პროცენტი უკმაყოფილოა“, განაცხადა პოლკოვნიკმა რუბენ პას ხიმენესმა ვიდეომიმართვაში. მისი სიტყვებით, არმიას იყენებენ იმისთვის, რათა მადურო ხელისუფლების სათავეში დარჩეს. გარდა ამისა, პოლკოვნიკმა, რომელიც სამხედრო ექიმია, არმიას მოუწოდა, არ შეასრულოს მადუროს ბრძანება და ქვეყანაში შეუშვას ჰუმანიტარული დახმარება აშშ-იდან და კოლუმბიიდან. Читать дальше...

ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ჩრდილოეთი კორეა გახდება „დიდი ეკონომიკური ლოკომოტივი“

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ჩრდილოეთი კორეა კიმ ჩენ ინის ხელმძღვანელობით გახდება „დიდი ეკონომიკური ლოკომოტივი“. ტრამპმა დაადასტურა, რომ კიმ ჩენ ინთან მისი შეხვედრა 27-28 თებერვალს გაიმართება ჰანოიში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 8 თებერვლის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ ბიგუნმა ჰანოის სამიტის მოსამზადებლად სამდღიანი მოლაპარაკებები გამართა ფხენიანში. ბიგუნმა და მისმა ჩრდილოკორეელმა კოლეგამ მოილაპარაკეს იმ ამოცანების შესრულებაზე... Читать дальше...

ისტორიკოსების ატომური იარაღი

Radiotavisupleba.ge 

ბოლო ათწლეულების ე.წ. "გენოციდომანიის" პირობებში, სიტყვა „გენოციდი“ გახდა იდეოლოგიურად ძალზე დამუხტული ტერმინი და მისი გამოყენება ისტორიული მოვლენის აღწერისას მხოლოდ ხელს უშლის წარსულის გააზრებას.

სირიაში აშშ-ის მოკავშირე ძალები "უკანასკნელ ბრძოლას" აწარმოებენ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის მოკავშირე „სირიის დემოკრატიული ძალების“ შეიარაღებულმა რაზმებმა შეტევა დაიწყეს სირიის ტერიტორიის უკანასკნელ მონაკვეთზე, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ხელში იმყოფება. „სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენელმა როიტერსისთვის მიცემულ ინტერვიუში იერიშს უწოდა სირიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „უკანასკნელი ბრძოლა“. „სირიის დემოკრატიული ძალები“ არის ოპოზიციური ძალების კოალიცია, რომელშიც წამყვან როლს თამაშობენ ქურთების თავდაცვის რაზმები. მათ აშშ-ის მეთაურობით... Читать дальше...

Новости России
Москва

Откровение артиста госцирка Бурятии Саяна Дондокова - Театр и дети, Культура и Россия, интервью


ემზარ კვიციანის ინიციატივით შესაძლოა კანონებიდან ტერმინები “სექსუალური ორიენტაცია“ და “გენდერული იდენტობა“ ამოიღონ

Marshalpress.ge (მარშალ) 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 11 თებერვლის სხდომაზე ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ემზარ კვიციანის საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომელიც კანონებიდან ტერმინების – “სექსუალური ორიენტაცია“ და “გენდერული იდენტობა“ ამოღებას ითვალისწინებს. საუბარია რვა კანონში შესატან ცვლილებაზე. ეს კანონებია: “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, “სისხლის სამართლის კოდექსი“, “შრომის კოდექსი“, “საჯარო სამსახურის შესახებ“, “მაუწყებლობის შესახებ“, “საერთაშორისო დაცვის შესახებ“,... Читать дальше...

"ციანიდის საქმე" - პატიმრობის 2 წელი და საპროტესტო აქციის 2 მოთხოვნა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საპატრიარქოსთან 6 დღეა გრძელდება დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებისა და მხარდამჭერების საპროტესტო აქცია.

პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თვითმკვლელობა სცადა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის N 9 პენიტენციურ დაწესებულებაში, მატროსოვის ციხეში, 9 თებერვალს მსჯავრდებულმა შოთა შანიძემ თვითმკვლელობა სცადა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადების მიხედვით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა მიმდინარე წლის 9 თებერვალს, ღამით მოხდა. მსჯავრდებულმა შოთა შანიძემ საკნის საპირფარეშოში კარის სახელურზე პოლიეთილენის პარკით სცადა თავის ჩამოხრჩობა. იგი იზოლირებულად, სხვა პატიმრებისგან განცალკევებით იყო განთავსებული საკანში, სადაც მის მიმართ ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა მიმდინარეობდა. Читать дальше...

გიორგი შველიძე ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების მთავარი პრიზის მფლობელია

Radiotavisupleba.ge 

ფილმ „ნამეს“ ოპერატორმა გიორგი შველიძემ ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების მთავარი პრიზი მოიპოვა. ამ ნომინაციის ჯილდოსთვის გიორგი შველიძესთან ერთად იბრძოდნენ ფილმების „Girl“-სა და „The Rider“-ის ოპერატორები. ამ ნომინაციაზე კანდიდატს თავად კინოოპერატორთა საზოგადოება წარადგენს.  ASC Awards, სადაც გამარჯვებულთა ვინაობა გახდა ცნობილი, 9 თებერვალს ოცდამეცამეტედ გაიმართა და ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების 100 წლის იუბილეს დაემთხვა. შარშან ზაზა ხალვაშის ფილმი "ნამე" ეროვნული კინოცენტრის მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შეარჩია... Читать дальше...

დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერ აქციაზე მის გათავისუფლებასაც მოითხოვენ

Radiotavisupleba.ge 

დღეს, 10 თებერვალს, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებიდან 2 წლის თავზე საქართველოს საპატრიარქოსთან მისი მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქციის მოთხოვნებს შორის გაჩნდება მოთხოვნა მისი პატიმრობიდან დაუყოვნებლივ  გათავისუფლების შესახებ. საქართველოს საპატრიარქოსთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების მოთხოვნით ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია 4 თებერვალს დაიწყეს და კარვებიც გაშალეს. ისინი მოთხოვნების შესრულებამდე დაშლას არ აპირებენ. დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს.  პატრიარქის... Читать дальше...

დღეს საქართველოს ეწვევა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე

Radiotavisupleba.ge 

დღეს საქართველოს ორდღიანი ოფიციალური  ვიზიტით ეწვევა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, მიროსლავ ლაიჩაკი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მიროსლავ ლაიჩაკი  შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან. შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველოსა და ეუთოს თანამშრომლობის საკითხებს... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Касаткина обыграла Марию и вышла в третий круг турнира WTA-1000 в Риме






Мужчина поджег спутницу во время свидания в Москве

Литературная гостиная. Анатолий Аринин: «Волжские рассветы обнимите сердцем, волгари!»

Собянин сообщил об отражении ночной атаки беспилотника в районе Подольска

Победители акции «Диктант Победы-2023» награждены в Москве: среди них — ученик Нахимовского училища из Мурманска