Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2019

Новости за 11.02.2019

ევროპული ტურნეს დასაწყისში პომპეო აცხადებს, რომ რუსეთი ევროპის გახლეჩას ცდილობს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ უფრო მეტად უნდა მონაწილეობდეს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ცხოვრებაში, იმ ფონზე, როცა რუსეთი დასავლეთის გახლეჩას ცდილობს. პომპეომ დაიწყო ტურნე, რომელიც ევროპის ხუთ ქვეყანას მოიცავს და კონცენტრირებული იქნება ცენტრალურ ევროპაში რუსეთის და ჩინეთის მზარდი გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე. 11 თებერვალს პომპეო შეხვდა უნგრეთის მემარჯვენე პოპულისტ პრემიერ-მინისტს, ვიქტორ ორბანს, რათა ხაზი გაესვა დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დაცვის მნიშვნელობისთვის. Читать дальше...

შედგა თუ არა სანიკიძე-სააკაშვილის შეხვედრა? – გუბაზ სანიკიძის კომენტარი (ვიდეო)

Marshalpress.ge (მარშალ) 

რამდენიმე დღეა, რაც სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუბაზ სანიკიძე ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, რაც სიმართლე არ აღმოჩნდა და ამაზე თავად სანიკიძემ ისაუბრა.

პენტაგონის ხელმძღვანელი მხარს უჭერს ქაბულის როლს სამშვიდობო მოლაპარაკებებში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, პატრიკ შანაჰანმა 11 თებერვალს განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ავღანეთის მთავრობის მონაწილეობა მოლაპარაკებაში, რომელიც მიზნად ისახავს 17 წლის განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულებას.  შანაჰანი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთში იმყოფება, სადაც ის ხვდება სამხედრო სარდლებს და ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებს. მისი ვიზიტის ფონია ვაშინგტონის მიერ ძალისხმევის გააქტიურება თალიბანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით. შანაჰანი ავღანეთში 11 თებერვალს, დილით ადრე ჩავიდა. Читать дальше...

ესტონეთში არმიის ყოფილი მაიორი და მისი მამა დამნაშავედ სცნეს რუსეთისთვის ჯაშუშობაში

Radiotavisupleba.ge 

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში სასამართლომ არმიის ყოფილი მაიორი, 38 წლის დენის მეცავასი და მისი მამა, 65 წლის პიოტრ ვოლინი დამნაშავედ სცნო საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებაში რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის, იგივე გრუსთვის. ესტონეთის სახელმწიფო პროკურორის ოფისმა 11 თებერვალს გამოაცხადა, რომ, სასამართლოს დასკვნით, მეცავასი ინფორმაციას ათი წლის განმავლობაში გადასცემდა, რისთვისაც მას 15 წლით და ექვსი თვით მიესაჯა პატიმრობა. ვოლინი გრუსთან ნახევარჯერ ნაკლები პერიოდის განმავლობაში თანამშრომლობდა და მას ექვსი წლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. Читать дальше...

ზუგდიდის მეექვსე სკოლის ინსპექტირების საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ზუგდიდის მეექვსე სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმე აღძრულია სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდება. გამოძიების დაწყებას მოითხოვდა ზუგდიდის მეექვსე სკოლის ყოფილი დირექტორის, გარდაცვლილი ია კერზაიას ვაჟი... Читать дальше...

"სპორტფოტო 2018"

Radiotavisupleba.ge 

წლევანდელ "სპორტფოტოზე" 12 ფოტოგრაფის 150 ნამუშევარი გამოიფინა.

ცნობილ შეფმზარეულ ჯეიმი ოლივერს საქართველოში მოგზაურობას ურჩევენ

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიოში ცნობილმა შეფმზარეულმა, ბლოგერმა და კულინარიული შოუების ტელეწამყვანმა ჯეიმი ოლივერმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე იკითხა, თუ მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ურჩევდნენ წასვლას. მისი პოსტის ქვეშ რამდენიმე წამში ათობით ქართველის კომენტარი გაჩნდა, რომლებიც ცნობილ კულინარს საქართველოში მოგზაურობას სთავაზობენ. აი, რას უწერენ ჯეიმი ოლივერს მისი ქართველი ფანები: „საქართველოში ჩამოდით, რომელიც თავისი მდიდარი სამზარეულოთია ცნობილი“; „რა თქმა უნდა საქართველოში! გაზაფხულზე ჩაქაფულის გასინჯვა არ უნდა... Читать дальше...

ყველაფერი, რაც ვიცით მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე

Radiotavisupleba.ge 

მთაწმინდა მაჟორიტარ კანდიდატს ამ მოწვევის პარლამენტში მეორედ აირჩევს. პირველი მაჟორიტარი ახლა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტია, ოლქს კი სჭირდება ახალი ხმა საკანონმდებლო ორგანოში.



როგორ ვაგროვებთ ფულს პენსიისთვის და როგორ დავაგროვებდით უკეთესად

Radiotavisupleba.ge 

არ არის გარკვეული, სად მოხდება საპენსიო ფონდში მობილიზებული თანხების დაბანდება. ჯერ არ არის შექმნილი საინვესტიციო საბჭო. საპენსიო სააგენტო შეიქმნა მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა მიიღოს ძალიან მაღალი, რამდენიმეათასლარიანი, ხელფასი”.

ეროვნული გამოცდები, შესაძლოა, ერთი, „კომბინირებული“ გამოცდით ჩანაცვლდეს

Radiotavisupleba.ge 

განათლების სამინისტროს უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით კიდევ ერთი ახალი გეგმა აქვს, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდების რადიკალურად შეცვლას გულისხმობს. როგორც 11 თებერვალს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა,  არ არის გამორიცხული, რომ 2023-24 წლიდან, აბიტურიენტებმა ჩააბარონ  ერთიანი ეროვნული გამოცდები არა სხვადასხვა საგანში, არამედ ჩააბარონ მხოლოდ ერთი, კომბინირებული გამოცდა,  რომელიც „საგნის ცოდნისა და უნარ-ჩვევების ერთობლიობა“ იქნება. Читать дальше...

თბილისში 43 წლის ქალი დაჭრეს

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, ელიავას ბაზრობის მახლობლად 43 წლის ქალი დანით დაჭრეს. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალი მისმა ყოფილმა მეუღლემ დაჭრა, თავად კი ადგილიდან მიიმალა. ქალი გადარჩა - ის ახლა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში იმყოფება. სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, მარინა გელანტია ამბობს,  რომ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს... Читать дальше...

იქცნენ თუ არა სისტემის მსხვერპლად 13 წლის მოზარდი და ფსიქიკური პრობლემის მქონე ახალგაზრდა?

Radiotavisupleba.ge 

29 წლის ახალგაზრდა, რომელმაც 10 თებერვლის დილას, 13 წლის ძმისშვილი, რუსთავში, საკუთარ ბინაში ცივი იარაღით მოკლა, სამართალდამცავებმა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შობადობის გასაზრდელად უნგრეთი ოჯახებს ფინანსურად წაახალისებს

Radiotavisupleba.ge 

უნგრეთი აცხადებს, რომ ოჯახებს ფინანსურად წაახალისებს ქვეყანაში შობადობის გაზრდის მიზნით. პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა 10 თებერვალს განაცხადა, რომ მისი მთავრობა საგადასახადო და სესხებთან დაკავშირებულ შეღავათებს შესთავაზებს მინიმუმ ორშვილიან ოჯახებს, რათა მათ სახლების ყიდვაში დაეხმაროს, ასევე შესთავაზებს მანქანის ყიდვის სუბსიდირებას და საშემოსავლო გადასახადისგან გაათავისუფლებს ქალებს, რომლებიც ზრდიან ოთხ ან მეტ ბავშვს. "ევროპაში სულ უფრო ნაკლები ბავშვი ჩნდება. დასავლეთი [ამ გამოწვევას] იმიგრაციით პასუხობს. Читать дальше...

რას ჰქვია უნამუსო? ჩემი ნამუსი შენი შესაფასებელი არაა – სიტყვიერი დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე

Marshalpress.ge (მარშალ) 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წევრს გიგი წერეთელსა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს ადა მარშანიას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო გოგუაძის მოხსენების დროს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა გიგა ბოკერიამ და გიგი წერეთელმა დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებთან დაკავშირებით „რუსული ნარატივი“ ახსენეს, რასაც ადა მარშანიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. „უმრავლესობის და ოპოზიციის მხრიდან […]

პედოფილებს უფრო მკაცრად დასჯიან - არის კი ეს საკმარისი პრობლემის გადასაჭრელად?

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო გეგმავს კანონის გამკაცრებას პედოფილიის ფაქტებზე - როგორც სასჯელის გაზრდას, ისე ამ დანაშაულში მსჯავრდადებულთათვის მთელი რიგი უფლებების ჩამორთმევას - საპატიმროში. ციხის დატოვების შემდეგ კი ახალი კანონი პოლიციას ამ დანაშაულის ჩამდენ პირებზე კონტროლის დაწესებას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ დღეს ქვეყანაში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის უმძიმესი სტატისტიკა არსებობს. თუმცა მხოლოდ კანონის გამკაცრებაში საშველს ვერ ხედავენ ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები. Читать дальше...

პენტაგონის ხელმძღვანელი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, პატ შანაჰანი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა ავღანეთში, სადაც ის ხვდება სამხედრო სარდლებს და ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებს. მისი ვიზიტის ფონია ვაშინგტონის მიერ ძალისხმევის გააქტიურება თალიბანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით. შანაჰანი ავღანეთში 11 თებერვალს, დილით ადრე ჩავიდა. მისი თქმით, ავღანეთის ლიდერებთან მოლაპარაკებისას იტყვის, რომ ქვეყნის მომავალს საბოლოო ანგარიშით ისინი გადაწყვეტენ, მათ შორის თალიბანთან ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო შინაარსს. Читать дальше...

ბულგარეთის პრემიერმა ბრიტანეთის ელჩთან განიხილა სკრიპალის და გებრევის საქმეები

Radiotavisupleba.ge 

სოფიაში ბრიტანეთის ელჩმა ბულგარეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილა შესაძლო კავშირი ბულგარეთში 2015 წელს მოწამლულ ბიზნესმენსა და შარშან, ბრიტანეთში, რუსეთის ყოფილ აგენტზე ნერვული გაზით თავდასხმას შორის. ელჩი ემა ჰოპკინსი 11 თებერვალს შეხვდა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს, ბოიკო ბორისოვს, მთავარ პროკურორ სოტირ ცაცაროვს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მლადენ მარინოვს და კონტრდაზვერვის სააგენტოს დირექტორს, დიმიტერ დიმიტროვს. შეხვედრის ფონია გავრცელებული ცნობები, რომ 2018 წლის მარტში, რუსეთის ორმაგი აგენტის... Читать дальше...

„გრემი“ - რა უნდა ვიცოდეთ

Radiotavisupleba.ge 

დარბაზში ბიონსეს და მის მეუღლეს ვერ ნახავდით. არც რიანა ჩანდა სადმე, არც ტეილორ სვიფტი, არც ადელი, არც კანიე. ეგ კი არა, არიანა გრანდემ მიიღო თავისი პირველი „გრემი“ და ისიც კი არ გამოცხადებულა.

რატომ ვერ ქმნის საზოგადოება განათლების სფეროში დღის წესრიგს?

Radiotavisupleba.ge 

განათლების სამინისტროს ბოლოდროინდელმა ინიციატივებმა და მოგვიანებით მინისტრის სტუმრობამ პარლამენტში კვლავ მისცა ბიძგი განათლების საკითხებზე საჯარო დისკუსიას. განათლების სპეციალისტი, თამარ მოსიაშვილი ლაპარაკობს განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე, რომლებიც არ ხვდება პოლიტიკურ დღის წესრიგში.

Новости России
Москва

Откровение артиста госцирка Бурятии Саяна Дондокова - Театр и дети, Культура и Россия, интервью


ანა დოლიძე: მოსამართლეებმა გაგვიმართეს ამხანაგური სასამართლო

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები მიიჩნევენ, რომ საბჭოს მოსამართლე წევრებმა გასვლითი სხდომა საგანგებოდ მათთან დასაპირისპირებლად მოიწვიეს. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის თქმით, საბჭოს მოსამართლე წევრებმა 11 თებერვალს კარგად ორგანიზებული „ამხანაგური სასამართლო“ გამართეს. „ჩვენ ვიხილეთ საბჭოს მცდელობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასამართლო სხდომების გაუქმების ხარჯზე, უდიდესი სახელმწიფო რესურსის დახარჯვის ხარჯზე (აქ ჩამოვიდნენ მოსამართლეები სხვადასხვა რეგიონიდან) მოეწყოთ... Читать дальше...

ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე თანამდებობას დატოვებს

Radiotavisupleba.ge 

ინფორმაციას ადასტურებენ ზესტაფონის მერიაში. როგორც მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ეკა დუგლაძე რადიო   თავისუფლებასთან  საუბრისას აცხადებს, მერის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი "ქართულ ოცნებაში" არსებული შიდა დაპირისპირებაა. „როგორც ჩანს, კახაბერ მახათაძის მსგავსი ღირსეული ადამიანები „ოცნების“ ახალი გუნდის მიზნებში არ შედის“, - ამბობს ეკა დუგლაძე. მახათაძესთან ერთად თანამდებობის დატოვებას მისი მოადგილეებიც აპირებენ. მერის მიერ თანამდებობის დატოვებას  ოპონენტები უკავშირებენ კორუფციულ გარიგებებს... Читать дальше...

ეკა ბესელია: ვინც კლასებზე საუბრობს, თავად უნდა იყოს რომელიმე კლასში - როგორც იურისტი

Radiotavisupleba.ge 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ეკა ბესელიას და კიდევ რვა დეპუტატის ინიციატივას, შეწყდეს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი არაკონსტიტუციურს უწოდებს და ამბობს, რომ მსგავს ცვლილებებს ხელს "არც ერთი პირველკურსელი და თავმოყვარე იურისტი არ მოაწერდა". ზარდიაშვილის ამ რეპლიკას ეკა ბესელიამ 11 თებერვალს ასე უპასუხა: „ვინც კლასებსა და კურსებზე საუბრობს და აფასებს... Читать дальше...

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გამოდის ბრექსიტის შემდეგ არმიის გაძლიერების მოწოდებით

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მისმა ქვეყანამ ბრექსიტის შემდეგ უნდა გააძლიეროს სამხედრო შესაძლებლობები. მისი თქმით, რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ნაბიჯები, რომლებსაც დასავლეთი მიუღებლად მიიჩნევს, "საფასურის გარეშე არ ჩაივლის". ამ ინფორმაციას  ავრცელებს სააგენტო როიტერსი, რომელიც გაეცნო შესაბამის ტექსტს. გევინ უილიამსონი სიტყვით 11 თებერვალს, ლონდონში გამოვა და როიტერსი ამბობს, რომ ის მისი გამოსვლის ტექსტის ნაწყვეტებს გაეცნო. სააგენტოს ცნობით, უილიამსონი ხაზს გაუსვამს ვაშინგტონსა და ლონდონს... Читать дальше...

სამოქალაქო აქტივისტის ღირსების შელახვაში ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსანს გირაო შეეფარდა

Radiotavisupleba.ge 

გორის სასამართლომ 5000 ლარის გირაო შეუფარდა მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, თემურ მანველიშვილს. მას სამოქალაქო აქტივისტთან, გიგა მაქარაშვილთან დაპირისპირების გამო ბრალი აქვს წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, რომელიც ითვალისწინებს პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას თანამდებობის გამოყენებით, რაც პირს აყენებს ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას. მანველიშვილს პროკურატურამ ბრალი 9 თებერვალს წაუყენა... Читать дальше...

"ბერლინალე". 5 დღიური - 2. უყვართ თუ არ უყვართ ჰოლივუდი?

Radiotavisupleba.ge 

ერთ დროს, სანამ “ოსკარების” დაჯილდოების ცერემონიალს თებერვლის ბოლოს გადმოსწევდნენ, ბერლინის კინოფესტივალს “ოსკარების გენერალურ რეპეტიციას” უწოდებდნენ.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Виктория Азаренко

Азаренко: Я из среды, где не принято говорить о своих чувствах, поэтому пришлось учиться






Уволиться из банка ради карьеры кондитера: шоколадная история томички

Часть Крылатского вновь оказалась без флагов

«В главной туристической артерии». Крым «расцвёл» в Москве

Олег Газманов рассказал, как его друзья-иностранцы относятся к Москве