Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2019

Новости за 07.02.2019

სანაპიროზე ავარია მოხდა, ქვეითად მოსიარულე ადგილზე დაიღუპა

Marshalpress.ge (მარშალ) 

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, მარცხენა სანაპიროზე. ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე შუახნის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ბრიგადის 5 ჯგუფი და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

რატომ ემზადება ბათუმელების ნაწილი საპროტესტო აქციებისთვის

Radiotavisupleba.ge 

ბათუმელების ნაწილი ელოდება ქალაქის მერის, ლაშა კომახიძის, პასუხს წერილზე, რომლითაც 5 თებერვალს მიმართეს მას. წერილს ხელს აწერს 200-ზე მეტი მოქალაქე, რომლებიც მოითხოვენ, ქალაქის მერმა არ გასცეს ბათუმის პორტში მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობის ნებართვა, ვიდრე არ მომზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. ბათუმელების ნაწილი ფიქრობს, რომ კარაბამიდის გადასაზიდი ტერმინალი ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის ბათუმს, რადგან მისი მშენებლობა  იგეგმება  ქალაქის დასახლებულ პუნქტთან ახლოს.  ამიტომ... Читать дальше...

„გორა ჩვენია!“ - პროტესტი მშენებლობას გამწვანებულ ზოლში, გერმანელ ტყვეთა საფლავზე

Radiotavisupleba.ge 

უნივერსიტეტის ე.წ. „მაღლივი“ კორპუსის უკან, გამწვანებულ ზოლში, შავიშვილის ქუჩის 2 ნომერში, დეველოპერული კომპანია „M2“ უკვე რამდენიმე წელია გეგმავს ოთხი მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას.

აშშ-ის ელჩი კოსოვოში: ომის დამნაშავის ადგილი მთავრობაში არ არის

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ელჩმა სერბეთის ყოფილ ოლქ კოსოვოში, გააკრიტიკა კოსოვოს მთავრობა ომის დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირის პრემიერის მრჩევლად დანიშვნისთვის. ელჩმა, ფილიპ კოსნეტმა 6 თებერვალს ტვიტერით გაავრცელა განცხადება, რომ „მსჯავრდებულ ომის დამნაშავეებს კოსოვოს მთავრობაში ადგილი არ აქვთ“. კოსოვოს განთავისუფლების არმიის ყოფილი მეთაურს, სილეიმან სელიმის შვიდი წელი მიუსაჯეს კოსოვოში, 1998-1999 წლების ომის დროს მის და მისი რაზმების მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის. სელიმი 25 იანვარს პირობით გაუშვეს ციხიდან სასჯელის მოხდამდე ორი წლით ადრე. Читать дальше...

ირანში 1979-2009 წლებში დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს 860-მდე ჟურნალისტი

Radiotavisupleba.ge 

ირანის ხელისუფლებამ დააკავა, დააპატიმრა და სიკვდილით დასაჯა სულ მცირე, 860 ჟურნალისტი 1979 წლიდან 2009 წლამდე, - განაცხადა ორგანიზაციამ რეპორტიორები უსაზღვრებოდ 7 თებერვალს. პარიზში დაფუძნებულ უფლებადამცველ ჯგუფს ეს ცნობა მოჰყავს ირანის იუსტიციის უწყებიდან გამოჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით. 7 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციას ესწრებოდა ირანელი უფლება დამცველი, შირინ ებადი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი 2003 წელს. რეპორტიორები უსაზღვრებოდ იტყობინება, რომ ინფორმატორის მიერ მოწოდებული მასალა შეიცავს 1,7 მილიონ საქმეს... Читать дальше...

სოციალური მუშაკები ცვლილებებს მოითხოვენ და გაფიცვისთვის ემზადებიან

Radiotavisupleba.ge 

სოციალური მომსახურების სისტემაში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა; პერსონალური კომპიუტერები; სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას გაწეული სამგზავრო ხარჯის ანაზღაურება; ახალი ინსტრუმენტების შემუშავება და კადრების გადამზადება - ეს იმ მოთხოვნათა მცირე ჩამონათვალია, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში სოციალური მუშაკები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და გაიფიცებიან. შესაბამისი განცხადებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს 8 თებერვალს მიმართავენ. "სოციალური მუშაკი... Читать дальше...

8 თებერვალს პარლამენტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუსმენს

Radiotavisupleba.ge 

“მინისტრის საათის“ ფორმატში 8 თებერვალს პარლამენტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს მოუსმენს. ე.წ. მინისტრის საათი ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება. “მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტი მიმდინარე წლის განმავლობაში 11 მინისტრს მოუსმენს.

როგორ აიღო სესხი ისე, რომ არ დაკარგო ქონება - 5 მთავარი რჩევა

Radiotavisupleba.ge 

2018 წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში კომერციულმა ბანკებმა თითქმის 150 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება დაისაკუთრეს. ეს ქონება მოქალაქეებმა დაკარგეს. საბანკო სფეროს ექსპერტები რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას იძლევიან, რაც დაგეხმარებთ იმაში, რომ სწორად შეძლოთ სესხის აღებაც და გადახდაც, რათა  თქვენი ქონება სხვისი საკუთრება არ გახდეს. 1. განიხილე რამდენიმე შემოთავაზება იპოთეკური სესხის აღებისას გაეცანით  რამდენიმე ბანკის პირობას. ყოველთვის არსებობს თქვნთვის საუკეთესო პირობა,  რომელიც მძიმე ტვირთად არ დაგაწვებათ. Читать дальше...



სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მომხდარ სავარაუდო დაპირისპირებაზე სამხედრო პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ახალწვეულებს შორის სავარაუდო დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 386-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დამოკიდებულების წესის დარღვევას, რასაც თან ახლდა დაზარალებულის პატივის ან ღირსების დამცირება ანდა მისი იძულება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით... Читать дальше...

თურქეთი გმობს საფრანგეთის გადაწყვეტილებას სომეხთა „გენოციდის“ დღის გამო

Radiotavisupleba.ge 

თურქეთმა დაგმო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილება, დაწესდეს 24 აპრილი „სომეხთა გენოციდის“ ხსენების დღედ მის ქვეყანაში და მას „პოლიტიკური მანიპულაცია" უწოდა. თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, იბრაჰიმ ქალიმმა განაცხადა 6 თებერვალს, რომ მაკრონს სურს თავის ქვეყანაში არსებული პრობლემების ფონზე ქულები დაიწეროს. ქალიმის კომენტარი მოჰყვა საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომ სურს 24 აპრილი იყოს „სომეხთა გენოციდის ხსოვნის სახელმწიფო დღე“. საფრანგეთმა, სადაც სავარაუდოდ, ნახევარი მილიონი ეთნიკური სომეხი ცხოვრობს... Читать дальше...

მიხეილ ბატიაშვილი: ზუგდიდის სკოლის შემოწმება გადაწყდა არა რამდენიმე წუთში, არამედ დღის ბოლოს

Radiotavisupleba.ge 

„ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ტრაგედია მოხდა. ყველა კითხვაზე გავცემ პასუხს, რომელიც უკავშირდება ამ საკითხის გარშემო დასმულ კითხვებს“, - ასე ეხმაურება ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საქმეს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, რომელიც პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს მიხეილ ბატიაშვილის თქმით,  ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლაში აუდიტის გაგზავნის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა რამდენიმე წუთში, არამედ სამინისტროში განცხადების შესვლიდან რამდენიმე საათში, სამუშაო დღის ბოლოს. Читать дальше...

მიხეილ ბატიაშვილი: IBSU მობილობის უფლებას კანონში არსებული აკრძალვის გამო ვერ იღებს

Radiotavisupleba.ge 

განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) მობილობის უფლებას, ამ ეტაპზე, კანონში არსებული აკრძალვის გამო ვერ იღებს. „როგორც ვიცი, უნივერსიტეტმა დავალიანება დაფარა. ყველა მტკიცებულება წარუდგინა დამოუკიდებელ საბჭოს, რომ დაფარულია დავალიანება და აღმოფხვრილია ყველა ფინანსური რისკი. რაც შეეხება მობილობას, ამ შემთხვევაში კანონია გასასწორებელი, რადგან კანონში არის მუხლი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში, დროებით ავტორიზაცია ჩამორთმეულ უნივერსიტეტს უკრძალავს მობილობას. Читать дальше...

პარტიებში თანამდებობებზე ქალების შეფარდება მამაკაცებთან განსაკუთრებით დაბალია

Radiotavisupleba.ge 

ქალები პარტიების საარჩევნო სიაში ბოლო ადგილებს იკავებენ. კვლევის თანახმად, ხუთი პარტიიდან არც ერთს არ აქვს გამოყოფილი ბიუჯეტი გენდერული საკითხებისათვის.

გოჩა ჩორგოლიანმა გეგა გეგეშიძის ბრალდებას უპასუხა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის - გეგა გეგეშიძის მიერ თაღლითობაში დადანაშაულების შემდეგ, თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გოჩა ჩორგოლიანმა პირველი კომენტარი გააკეთა. 7 თებერვალს, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გეგეშიძემ თქვა, რომ ჩორგოლიანმა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის სახელით ისარგებლა და წერილი გააგზავნა მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებაში. იმ საბუთის თანახმად, გოჩა ჩორგოლიანი ითხოვდა, საქართველოში გასამართ სამწვრთნელო კურსებში მონაწილეობა მიეღო გიორგი გოგშელიძეს. Читать дальше...

კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებულ ქეთი მურუსიძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

Radiotavisupleba.ge 

გასული წლის გაზაფხულზე, კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებული ქეთი მურუსიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მოსამართლემ ქეთი მურისიძე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა- შენახვასა და რეალიზციაში დამნაშავედ სცნო. რაც შეეხება თაღლითობის ეპიზოდებს, მოსამართლემ მას ეს მუხლი თაღლითობის მცდელობად გადაუკვალიფიცირა.

საფრანგეთმა იტალიიდან ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთმა იტალიიდან კონსულტაციისთვის ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო. პარიზი კრიტიკით შეხვდა  იტალიის ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის, ლუიჯი დი მაიოს შეხვედრას საფრანგეთის საპროტესტო მოძრაობა  „ყვითელი ჟილეტების“ წარმომადგენლებთან. საფრანგეთი თვლის, რომ ეს მის საშინაო საქმეებში ჩარევაა. "საფრანგეთი თვების განმავლობაში იყო უსაფუძვლო და განმეორებითი თავდასხმების და აღმაშფოთებელი განცხადებების სამიზნე, წერს საფრანგეთის საგარეო უწყება. ელჩის გაწვევა მოხდა ორი დღის შემდეგ მას მერე... Читать дальше...

ვარკეთილში 3 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა – არიან დაშავებულები

Marshalpress.ge (მარშალ) 

ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩაზე სამი ავტომობილის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადები და სახანძრო-სამაშველო სამსახური. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს... Читать дальше...

მერკელი: ევროკავშირიდან ბრიტანეთის რიგიანად გასვლა შესაძლებელია მოლაპარაკების განახლების გარეშე

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთთან შეთანხმება ევროკავშირიდან რიგიანად გასვლის შესახებ შესაძლებელიაბ რექსიტის შესახებ უკვე არსებული შეთანხმების თაობაზე კიდევ ერთხელ მოლაპარაკების გარეშეც. ამის თაობაზე მერკელმა განცხადება გააკეთა, როცა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს ხვდება ბრექსიტის შეთანხმების კვლავ განხილვის თაობაზე. ბრიტანეთმა ევროკავშირი უნდა დატოვოს 29 მარტს. 29 იანვარს ბრიტანელმა კანონმდებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რათა გადახედონ ხელშეკრულებას იმისთვის... Читать дальше...

Новости России
Москва

Откровение артиста госцирка Бурятии Саяна Дондокова - Театр и дети, Культура и Россия, интервью


სალომე ზურაბიშვილი 9 თებერვალს ქუთაისსა და წყალტუბოში ჩავა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 თებერვალს იმერეთის რეგიონს ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის სტუმრობის მიზანს სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხადაჭერა წარმოადგენს. პრეზიდენტს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში შავლეგო ტაბატაძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია უმასპინძლებენ.

ქვეყანაში არ არის წითელას ვაქცინის დეფიციტი - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

Radiotavisupleba.ge 

„ქვეყანაში არ არის წითელას ვაქცინის დეფიციტი. მარაგი სრულად აკმაყოფილებს დღესდღეობით არსებულ მოთხოვნას“, - ასე განუმარტეს რადიო თავისუფლებას „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ პრესსამსახურში. მოქალაქეების ნაწილი სოციალურ ქსელებში წერს, რომ სამედიცინო ცენტრებში, სადაც წითელას ვაქცინაცია მიმდინარეობს, სამედიცინო პერსონალი მათ უარს ეუბნება ვაქცინაციაზე იმ მიზეზით, რომ ქვეყანაში ამოწურულია წითელას ვაქცინის მარაგი. გარდა ამისა, მოქალაქეები ჩივიან იმასაც, რომ  ვაქცინაციის... Читать дальше...

მიხეილ ბატიაშვილი: ჩვენ გვაქვს მრავალდაავადებიანი განათლების სისტემა

Radiotavisupleba.ge 

„რეფორმა არ არის ერთ გვერდზე დაწერილი რეცეპტი. ერთ დაავადებასაც კი არ შველის ერთი რეცეპტი. დღეს გვაქვს ძალიან მრავალდაავადებიანი განათლების სისტემა,რომელსაც სჭირდება ბევრი კომპონენტის მიხედვით, სხვადასხვა დოზით, სხვადასხვა მიმართულებით სწორი გეზის აღება. ამიტომ ჩემი ამოცანა იქნება მივაღწიოთ ისეთ დოკუმენტს, რომელიც თავისუფალი იქნება პოლიტიკისგან, იქნება თავისუფალი და ორიენტირებული გრძელვადიან განვითარებაზე.“- განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე... Читать дальше...

ხურვალეთში საოკუპაციო ძალების თვალთვალი ძლიერდება

Radiotavisupleba.ge 

სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, რუსეთის საოკუპაციო ძალები სათვალთვალო კოშკურისა და ჯიხურის დამონტაჟებას განაგრძობენ.

იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ და ქუთაისის ვიცე-მერმა თანამდებობები დატოვეს

Radiotavisupleba.ge 

7 თებერვალს თანამდებობები დატოვეს ქუთაისის ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა. უცნობია მათი გადაწყვეტილების მიზეზი. ქუთაისის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ გიორგი იობაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.  გიორგი იობაშვილი მერის მესამე მოადგილედ, 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა. მან გრიგოლ დალაქიშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. ჯერჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს ვაკანტურ თანამდებობებს.

რიაბკოვი: წელს სჭირდება განახლება აშშ-თან სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ახალ შეთანხმებას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-სა და რუსეთს შორის დადებულ კიდევ ერთ, სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ახალ შეთანხმებას (START)  გაუვა მალე ვადა, თუ არ განვაახლეთ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ტასსთან საუბარში. ეს იქნება კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომელსაც სირთულე შეექმნება მას მერე, რაც ვაშინგტონი გავიდა ცივი ომის პერიოდის სარაკეტო ხელშეკრულებიდან. რიაბკოვი გაფრთხილებით გამოდის, რომ ხელშეკრულების გადარჩენის ვადა იწურება, რომ 2011 წლის ხელშეკრულების განახლების მოლაპარაკება წელს უნდა დაიწყოს. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

В России назвали подвигом победу Рублева на "Мастерсе" из-за болезни






Бывший замглавы Перми покинула свой пост в московском институте благоустройства

Посол Антонов: РФ готова вести диалог с западными странами на равных условиях

Володин: Путин внес в Госдуму РФ кандидатуру Мишустина на пост премьер-министра

В июне в Индии ожидается самый большой дефицит электроэнергии за 14 лет