Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

Новости за 11.12.2020

Почему тбилисский кинотеатр "Руставели" превращается в гостиницу

ИА «Новости-Грузия» 

Один из старейших тбилисских кинотеатров, любимый многими "Руставели" скоро потеряет привычный облик и станет гостиницей. Точнее современным мультифункциональным кинематографическим комплексом. В теме разбиралась колумнист Sputnik Екатерина Микаридзе

Посредники призывают правящую партию и оппозицию Грузии продолжить переговоры

ИА «Новости-Грузия» 

Посольства США и ЕС готовы и дальше содействовать переговорному процессу между правящей партией "Грузинская мечта" и оппозицией до достижения соглашения между сторонами

Раскол в блоке "Нацдвижения": Республиканская партия Грузии не подписала отказ от мандатов

ИА «Новости-Грузия» 

Республиканцы, которые не подписали меморандум, как и три другие оппозиционные партии - "Гирчи", "Альянс патриотов и "Граждане" - разочаровали своих политических партнеров

ხატია დეკანოიძე - "თუ ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ამ ოპოზიციის ნაწილი"

Radiotavisupleba.ge 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე მოლაპარაკებათა პერსპექტივაზე აცხადებს: "მართლა წარმოუდგენელია, როცა ასეთ რეპრესიებს აანონსებს ჩვენს წინააღმდეგ ხელისუფლება, მოლაპარაკებების გაგრძელება, მაგრამ ჩვენთვის ოპოზიციური ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი":



თეონა აქუბარდია - " შესაძლებლობის ფანჯარა კიდევ უფრო ვიწროვდება. ეს არ ნიშნავს, რომ შესაძლებლობა არის გამქრალი"

Radiotavisupleba.ge 

"სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი, თეონა აქუბარდია ამ ბლოკის მიერ მემორანდუმზე ხელმოწერის შესახებ აცხადებს: „ვამბობთ, რომ ასეთ პარლამენტში შეთანხმების გარეშე არ შევდივათ. ეს არის მნიშვნელოვანი აქ. შეთანხმების შესაძლებლობას ვიტოვებთ. რა თქმა უნდა, შესაძლებლობა უნდა შექმნას "ქართულმა ოცნებამ"":

ივანე ნორაკიძე - "დამერწმუნეთ, გაცილებით მეტ დათმობაზეა წამოსული "ქართული ოცნება", ვიდრე საჯაროდ ვლაპარაკობთ"

Radiotavisupleba.ge 

"მოქალაქეების" წარმომადგენელი, ივანე ნორაკიძე: "მხოლოდ იმ შემთხვევაში შევდიოდით პარლამენტში, თუკი შეთანხმების დოკუმენტი იქნებოდა - ერთი მხრივ "ქართული ოცნების", მეორე მხრივ მთლიანი ოპოზიციური სპექტრის და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, რომლის მიმართაც იქნებოდა ნდობა. ახლაც ამ აზრზე ვართ":

პარლამენტის შენობასთან „გაბედეს“ აქცია იმართება

Radiotavisupleba.ge 

"ქართული ოცნების" დეპუტატები პარლამენტის შენობაში აქტივისტების შეძახილების თანხლებით შედიან. „გაბედეს“ წევრებს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან ე.წ. „სირცხვილის კორიდორი“ აქვთ მოწყობილი. „მონებო, მონებო“, - ამ შეძახილებით აცილებენ „გაბედეს“ წევრები მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს. პარლამენტის შენობასთან ზებრის ფორმით არის მისული „გაბედეს“ ერთ-ერთი წევრი, რომელიც ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ზებრას განასახიერებს და მას პარლამენტში შესვლა სურს. აქტივისტებმა... Читать дальше...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა და 4146 დაინფიცირდა

Radiotavisupleba.ge 

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 37 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1694-მდე გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ჩატარებული 18 894 ტესტიდან გამოვლენილია 4146 შემთხვევა. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 183 099 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 2129-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 150 461.... Читать дальше...

სამნიძე და კორძაია მანდატზე უარით პარლამენტს მიმართავენ ოპოზიციის და "ქართული ოცნების" მოლაპარაკების დასრულების შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის წევრებად არჩეული რესპუბლიკელები, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია საპარლამენტო მანდატებზე უარით პარლამენტს მიმართავენ ოპოზიციის და „ქართული ოცნების: მოლაპარაკების დასრულების შემდეგ. „რესპუბლიკური პარტიის“ ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ბლოკთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს და არ შედის პარლამენტში. ჩვენ, რესპუბლიკელები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია არ შევდივართ პარლამენტში... Читать дальше...

ჯეიმს გილმორი: რუსეთი ოკუპაციით აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას

Radiotavisupleba.ge 

ეუთოში აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს გილმორმა რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე ილაპარაკა ვენაში, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას. 10 დეკემბერს გამართულ სხდომაზე ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის გამოსვლის შემდეგ, ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ რუსეთი ისევ ძირს უთხრის საერთო წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ჯეიმს გილმორის თქმით, ყირიმის მიტაცებით და ოკუპაციით და უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის პროვოცირებით... Читать дальше...

საქართველოს მთავრობა უფლებამოსილებას მოიხსნის

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე მის წინაშე უფლებამოსილებას მოიხსნის საქართველოს მთავრობა და მოვალეობის შეასრულებას გააგრძელებს ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე. ამ პროცედურას განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლი. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება. მეათე მოწვევის პარლამენტი უფლებამოსილებას შეიძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. პარლამენტმა მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 2 კვირის ვადაში... Читать дальше...

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომაზე შეიკრიბება

Radiotavisupleba.ge 

დღეს პირველ სხდომას გამართავს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი. სხდომათა დარბაზში იქნებიან მხოლოდ „ქართული ოცნებიდან“ არჩეული წევრები. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის სხდომის პარალელურად შეიკრიბებიან და მემორანდუმით დაადასტურებენ უფლებამოსილების შეწყვეტის განზრახვას. საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი ხსნის. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა გადაეცემა პარლამენტის უხუცეს წევრს, რომელიც რეგლამენტის თანახმად... Читать дальше...

ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუგრძელა

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის ლიდერებმა 10 დეკემბრის თათბირზე დაადგინეს, კიდევ ნახევარი წლით გაუგრძელონ რუსეთს ეკონომიკური სანქციები, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში როლისთვის დაუწესეს მას. საფრანგეთმა და გერმანიამ, რომლებიც რუსეთთან და უკრაინასთან ერთად შედიან „ნორმანდიის ოთხეულში“, ევროკავშირის სხვა წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია „ნორმანდიის ფორმატში“ მოლაპარაკებების შესახებ და რეკომენდაცია გააკეთეს სანქციების გაგრძელების თაობაზე. მიზეზად მათ დაასახელეს არასაკმარისი წინსვლა დიალოგში. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას შეატყობინეს დიპლომატებმა... Читать дальше...

ევროკავშირის ლიდერებმა დიდი ხნის ჩიხური ვითარების შემდეგ შეთანხმებას მიაღწიეს ბიუჯეტის თაობაზე

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, განბლოკონ კავშირის 1,8 ტრილიონი ევროს მოცულობის ბიუჯეტი და კორონავირუსის პანდემიიდან აღდგენის პაკეტი, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს კონტინენტის ეკონომიკისთვის. შეთანხმებას უნგრეთი და პოლონეთი ბლოკავდნენ რამდენიმე კვირის განმავლობაში. „ახლა შეგვიძლია დავიწყოთ იმპლემენტაცია და ჩვენი ეკონომიკების აღდგენა,“ განაცხადა ბრიუსელში გამართული სამიტის დროს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა. შეთანხმების დეტალებზე მას არ ულაპარაკია. ვარშავა და ბუდაპეშტი ეწინააღმდეგებოდნენ... Читать дальше...

პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება - რა არ უნდა გამოგრჩეს 11 დეკემბერს

Radiotavisupleba.ge 

სადავო პარლამენტის პირველი სხდომა - ვინ, სად და რას გააკეთებს 11 დეკემბერს? მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს 12:00 საათზე დაიწყება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სხდომაზე მხოლოდ „ქართული ოცნება“ შევა. პარლამენტის დარბაზში არ იქნებიან „ოცნების“ ლიდერების ბოლო გადაწყვეტილებებით კიდევ უფრო გაბრაზებული ოპოზიციონერები. ისინი 11 დეკემბერს მანდატებზე უარის სათქმელად ცალკე შეიკრიბებიან. უკვე ცნობილია, რომ ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს მხოლოდ ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეები“. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Александрова не смогла обыграть Саснович и покинула турнир WTA-1000 в Риме






В связи с «желтым» уровнем в Крыму и Севастополе не выполнили приказ Шойгу

Бывший замглавы Перми покинула свой пост в московском институте благоустройства

Композитор из рода Аксаковых. Часть 2

Если ж/д рейс «Нижний Новгород – Крым» будет востребован, то его продлят