Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

Новости за 22.12.2020

სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოქალაქეებმა შესაძლოა გაიარონ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში

Radiotavisupleba.ge 

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამინისტროს მომზადებული აქვს კანონპროექტის სამუშაო ვერსია, რომელიც სამხედრო-სავალდებულო სამსახურის რეფორმას მოიცავს. როგორც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ღარიბაშვილმა თქვა, იდეა ისაა, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოქალაქეებმა გაიარონ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. მისი მონაცემებით, ეს დაახლოებით 7-8 ათასამდე სავალდებულო მოსამსახურეს გულისხმობს, რომლის მისაღებად დღეს თავდაცვის სამინისტროს სისტემა არ არის მზად. „რეალურად თუ დავიწყებთ პროცესს... Читать дальше...

ერევნის ცენტრში ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე მიტინგს მართავს „მოძრაობა მამულის გადასარჩენად“, რომელიც მოითხოვს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას. მანამდე ოპოზიციამ განაცხადა, რომ 22 დეკემბერი მის ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა და ქვეყნის მასშტაბით გაფიცვა გამოაცხადა. პარტია დაშნაკცუტიუნის წარმომადგენელმა გეღამ მანუკიანმა განაცხადა, რომ მათ შეუერთდა ადვოკატების ჯგუფი. პარტია „აყვავებული სომხეთის“ წარმომადგენლის, ნაირა ზოჰრაბიანის თქმით, დღეიდან დაუმორჩილებლობის ყოველდღიურ აქციებს გამართავენ, სანამ ფაშინიანი არ გადადგება. Читать дальше...

თავდაცვის სამინისტრო 2021 წელს გეგმავს საბრძოლო „დრონების“ შეძენას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა. ის ამბობს, რომ იგეგმება „დრონების" შეძენა. „2021 წელს ჩვენ შევიძენთ ოპერატიულ და ტაქტიკურ უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო „დრონებს“. სამანევრო და საარტილერიო ქვედანაყოფებს აღვჭურვავთ თანამედროვე სადაზვერვო საფრენი აპარატებით, განვავითარებთ რადიოელექტრონულ და სადაზვერვო სათვალთვალო საშუალებებს“, - თქვა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა. ირაკლი ღარიბაშვილმა, აგრეთვე... Читать дальше...

პანდემია და რელიგია - აღსარება მესენჯერით, წირვა ინტერნეტით, უარი საერთო კრიალოსანზე 

Radiotavisupleba.ge 

ახალი კორონავირუსის გამო რელიგიური კონფესიების ნაწილმა ტაძრები დახურა, სხვები ონლაინწირვებზე გადავიდნენ, ზოგან კი პირბადის ტარება და ორმეტრიანი დისტანცია გახდა საჭირო - რელიგიურ კონფესიებს პანდემიის გამო ღვთისმსახურების საუკუნოვანი რიტუალების შეცვლა უწევთ. მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებში ყოველ შაბათ-კვირას ასამდე ადამიანი იყრის თავს, დღესასწაულებზე კი გაცილებით მეტი. მრევლის დიდი ნაწილი ასაკოვანია. მორწმუნე ემთხვევა ხატებს, ესაუბრება მოძღვარს, ეზიარება საერთო ბარძიმიდან, ზიარების შემდეგ კი იღებს სიტკბოებას (წყალში გახსნილი ღვინო)... Читать дальше...

The Usage of a Free Photo Editor on the Web

News.ge 

If you are seeking a free photo editing program afterward I’ve found it to be simple and simple to find one on the web. Some of these websites have reviews on their own web sites which it is photoshop foto online possible to read as a way to get a clearer idea of which program ...

ქეთევან კრიალაშვილი - "ლოკდაუნი არ არის პანაცეა და გადარჩენის გზა, რადგან პანდემია ხვალ და ზეგ არ დასრულდება"

Radiotavisupleba.ge 

"გადასახადის გადამხდელთა კავშირის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ქეთევან კრიალაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესის გაჩერება არ არის გამოსავალი: "ბიზნესის უკან დგანან დასაქმებულები, დგას სახელმწიფო, რომელმაც ამ ბიზნესებიდან გადასახადები უნდა მიიღოს. ეს გადასახადები საჭიროა პანდემიასთან საბრძოლველადაც":

აკაკი ზოიძე - "შევეცადოთ, სადაც გავაკონტროლებთ ადამიანების ნაკადებს, მხოლოდ ის შეზღუდვები მოვხსნათ"

Radiotavisupleba.ge 

აკაკი ზოიძე "დილის საუბრებში" შეზღუდვების ეფექტიანობის სამ ფაქტორს ჩამოთვლის: "ერთი - შემოიტანო სწორი, ოპტიმალური რეგულაცია, მეორე -საზოგადოება დააჯერო, რომ ამ რეგულაციას მიყვეს და მესამე - განახორციელო ოპტიმალური კონტროლი აღსრულებაზე. ამ სამი კომპონენტიდან ძალიან სუსტები ვართ მეორეში და მესამეში":

აშშ-ის სენატმა მოიწონა კანონპროექტი ბელარუსში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სენატმა მოიწონა კანონპროექტი „ბელარუსში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სუვერენიტეტის“ შესახებ. ის პრეზიდენტს დამატებით უფლებამოსილებებს ანიჭებს ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების შემოსაღებად, კერძოდ, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელსაც აშშ გაყალბებულად მიიჩნევს, ასევე საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო. მანამდე კანონპროექტი მოიწონა კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ. ის წარადგინა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ქრისტოფერ სმითმა... Читать дальше...



აშშ-ის ყოფილმა საზღვაო ქვეითმა პოლ უილენმა BBC-ს მოუთხრო რუსეთის ციხეში თავისი მდგომარეობა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ყოფილმა საზღვაო ქვეითმა, რომელიც რუსეთში ჯაშუშობისთვის არის გასამართლებული, BBC-ს უთხრა თავისი „ძალიან, ძალიან მძიმე მდგომარეობის“ შესახებ, როცა ის ემზადება, რუსეთის შრომა-გასწორების კოლონიაში გაატაროს შობა მკვლელებისა და ქურდების გარემოცვაში. „დილით ვდგები და ვცდილობ, რაც შეიძლება დადებითად ვიყო განწყობილი,“ უთხრა პოლ უილენმა BBC-ს ნომერი 17 კოლონიიდან, რომელიც მორდოვეთში, მოსკოვიდან 350 კილომეტრზე მდებარეობს. ეს 50 წლის უილენის პირველი დეტალური ინტერვიუა მას შემდეგ, რაც ის 2018 წლის დეკემბერში დააკავეს. Читать дальше...

ტიკარაძე: მსუბუქ კოვიდპაციენტზე დანახარჯი 1200 ლარია, მძიმეზე 3000-ზე მეტი

Radiotavisupleba.ge 

კოვიდ-19-ით ინფიცირებული მსუბუქი პაციენტის მკურნალობა სახელმწიფოს 1200, ხოლო მძიმე პაციენტის მკურნალობა 3000 ლარზე მეტი უჯდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. რაც შეეხება ბიუჯეტს, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, კოვიდ-19-ის მართვის ბიუჯეტი შეადგენს 236 მილიონ 440 ათას ლარს და იგი ითვალისწინებს არა მხოლოდ მკურნალობის, არამედ ტესტირების, აღჭურვის, კარანტინის და სხვა მომსახურების ხარჯებს. „ჯანდაცვის სამინისტრო არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი, რადგან... Читать дальше...

რადიო თავისუფლების გამოძიებით, ნაზარბაევის ნათესავებმა 785 მილიონი დოლარის ქონება შეიძინეს ექვს ქვეყანაში

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფლების გამოძიებით გაირკვა, რომ ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის, ნათესავებმა დაახლოებით, 785 მილიონი დოლარის ქონება შეიძინეს, სულ მცირე, ექვს სახელმწიფოში 20 წლის განმავლობაში. გამოძიების შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა 22 დეკემბერს, არ ასახავს სრულად იმ ინვესტიციებს, რომლებიც უძრავ ქონებაში ჩადეს ნაზარბაევის შვილებმა, შვილიშვილებმა, ნათესავებმა თუ ყაზახეთის პოლიტიკურ ელიტასთან დაკავშირებულმა სხვა პირებმა, მაგრამ ამ ინვესტიციების დოკუმენტირების და შეფასების პირველი მცდელობაა. Читать дальше...

"მაგთიკომი" შეფერხებით მუშაობს

Radiotavisupleba.ge 

"მაგთიკომი" შეფერხებით მუშაობს. ინფორმაციას ადასტურებენ კომპანიაშიც. კომპანიის აბონენტების ნაწილი ვერ ახერხებს დარეკვასა და ვერ სარგებლობს ინტერნეტით. ასევე, შეუძლებელია "მაგთის" აბონენტებთან დაკავშირება. "მიმდინარეობს ოპერატიული ტექნიკური სამუშაოები, რათა უსწრაფესად აღდგეს სრულფასოვანი სერვისი. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - აღნიშნავენ კომპანიაში.

საქართველოს ბანკი დეველოპერების მხარდასაჭერად

News.ge 

22 დეკემბერი, 2020- საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. დეველოპერების საუკეთესო პირობებით უზრუნველსაყოფად, ბანკმა ბოლო 1 წლის მანძილზე არაერთი სიახლე დანერგა. შთამბეჭდავი შედეგები კი სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ბანკი დეველოპერების საიმედო პარტნიორია. სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში გაცემული იპოთეკური სესხების 47% საქართველოს ბანკის მიერ არის გაცემული. ამჟამად ბანკი 200-მდე აქტიურ პარტნიორ დეველოპერს ემსახურება და 400-მდე დეველოპერული ...

რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც მისთვის სანქციების დაწესების საქმეში აქტიურობდნენ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა თავის ტერიტორიაზე მოგზაურობა აუკრძალა ევროპის კავშირის მოქალაქეებს, რომლებსაც მოსკოვში მიიჩნევენ სანქციების სფეროში „ანტირუსული აქტიურობის წაქეზების მონაწილეებად“. კერძოდ ვის დაუწესეს სანქციები, არ არის ცნობილი. ამ პირების სია გადაეცათ შვედეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებს, რომლებიც მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. კრემლის საგარეო უწყება აცხადებს, რომ მოსკოვის ქმედება უკავშირდება სანქციებს, რომლებიც ადრე დაუწესა ევროპის კავშირმა რუსეთის მაღალი რანგის მოხელეებს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო. Читать дальше...

ელისო ბოლქვაძე: ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ გახდება ცუდი ადამიანი

Radiotavisupleba.ge 

"ქართული ოცნების" დეპუტატი ელისო ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ მუსიკას ადამიანის ჩამოყალიბებაში პოზიტიური როლი აქვს და ამ მიზეზით ფიქრობს, რომ სკოლებში მუსიკალური განათლების მიღება უნდა იყოს შესაძლებელი. ის ამ საკითხით გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დაინტერესდა, სადაც განათლების მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელს უსმენდნენ. "თუ არის რაიმე ბერკეტი ან გათვალისწინებული, ან ნაფიქრი, ან თუ შეიძლება რომ ვიფიქროთ სკოლაში მუსიკალური განათლების შეტანის კუთხით. საქართველოში არის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა, განსაკუთრებით, მუსიკის მიმართულებით. Читать дальше...

აშშ-სა და ევროპაში კოვიდ-19-ის აცრები ფართოვდება, ბრიტანეთში გავრცელებული ვირუსის ახალი სახეობა განგაშს იწვევს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის მედიცინის მუშაკებს ვაქცინა Moderna-ს პირველი აცრა გაუკეთეს 22 დეკემბერს, ორ კვირაში მას მერე, რაც მთელ ქვეყანაში გავრცელდა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა. ვაქცინა, რომელმაც უნდა მოიტანოს შემსუბუქება, რასაც დიდი ხანია ელიან, თვეების განმავლობაში ვერ მიაღწევს ადამიანების კრიტიკულ მასამდე. მოელიან, რომ საშობაო პერიოდში ვირუსი კვლავ გააგრძელებს სწრაფად გავრცელებას. ბოლო კვირებში, აშშ-ში, ყოველდღიურად, საშუალოდ, 210 ათასი ახალი შემთხვევა აღირიცხება. ამ ეტაპზე საავადმყოფოშია 115 ათასი პირი. დღიურად დაღუპულთა რაოდენობა 2600-ს აღწევს. Читать дальше...

ჩვენ სერიოზული გაკვეთილები გამოვიტანეთ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად და ვაგრძელებთ პარტიის მშენებლობას, რომ ქვეყანაში პოსტსაბჭოთა ეპოქა დავამთავროთ

News.ge 

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ერთწლიანი საქმიანობა შეაჯამა. როგორც პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ამ ერთი წლის განმავლობაში, “ლელომ” ქართულ პოლიტიკაში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა. “დღეს, 22 დეკემბერს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გახდა ერთი წლის. ამ მოკლე პერიოდში ჩვენ ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება მოვასწარით და მოვახერხეთ. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ შევქმენით სერიოზული პროფესიონალების გუნდი, სუფთა წარსულით და ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ქვეყნის ...

თუ საუბარი იქნება რევოლუციასა და ვადამდელ არჩევნებზე, ასეთ შემთხვევაში მოლაპარაკებები აზრს კარგავს

News.ge 

„ქართული ოცნების” დეპუტატის სოზარ სუბარის ინფორმაციით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებები ძალაშია, თუმცა მომდევნო შეხვედრის თარიღი ცნობილი არ არის. მისივე თქმით, სივრცე მოლაპარაკებებისათვის არსებობს, თუკი ულტიმატუმები არ იქნება. „თუკი საუბარი იქნება რევოლუციასა და ვადამდელ არჩევნებზე, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში მოლაპარაკებები აზრს კარგავს”,-აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ამირან გამყრელიძე: არ ვიაროთ ბევრი მაღაზიებში, არ ვიაროთ ბევრი ერთმანეთთან

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ 24 დეკემბრიდან შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქების, კერძოდ, სავაჭრო ობიექტების გახსნის შესახებ რთული, დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო. ამირან გამყრელიძის თანახმად, შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე კორონავირუსის მაჩვენებელი გარკვეულად გაიზრდება, მაგრამ საჭიროა, რათა ზრდის ინტენსივობა მაქსიმალურად დაბალ დონეზე იქნეს შენარჩუნებული. „გაითვალისწინეთ, რომ ჩემი კოლეგები ძალიან გადაღლილები არიან... Читать дальше...

Новости России
Москва

Бурятский госцирк представил новое руководство: Театр и цирк, Россия и культура, дети


ცნობილია, რა შეზღუდვები იხსნება 24 დეკემბრიდან და რა - ემატება

Radiotavisupleba.ge 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვების ერთი ნაწილი, რომლის მოხსნაც 24 დეკემბრისთვის იყო დაანონსებული, არ მოიხსნება. ახალი წესები 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს. შეზღუდვები, რომელიც იხსნება: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში სავაჭრო ობიექტები იმუშავებენ: მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00დან 19:00 საათამდე; მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, რისთვისაც: მაღაზიის ფართის... Читать дальше...

ამერიკელმა კანონმდებლებმა ფინანსური დახმარების დიდი პაკეტი დაამტკიცეს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის წარმომადგენლთა პალატამ და სენატმა მიიღეს კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარებული მოქალაქეებისა და ფირმების დახმარებას. კომბინირებული კანონი 1.4 ტრილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს 2021 წელს მთავრობის დაფინანსებისთვის, ასევე გადასახადების შემცირებას. კანონმდებლებმა კანონპროექტი დაამტკიცეს სწრაფი წესით 21 დეკემბერს და ახლა ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაეგზავნა ხელმოსაწერად. კანონპროექტის თანახმად, რომელიც ხანგრძლივი დებატების შემდეგ მიიღეს, ამერიკის... Читать дальше...

რელიგიურ უმცირესობებს შობის დღესასწაულისთვის ერთდღიან საშვებს მისცემენ

Radiotavisupleba.ge 

რელიგიური უმცირესობები, მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის მსგავსად, შობის დღესასწაულზე რელიგიურ მსახურებაზე მისვლის უფლებას მიიღებენ. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ცქიტიშვილის თქმით, ვისაც რელიგიურ ღონისძიებაზე სალოცავად გასვლა ენდომება, უნდა დარეკოს მთავრობის ცხელ ხაზზე (144) ან კონფესიების წარმომადგენლებმა მათი ვინაობა (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის ნომერი) გადასცენ მთავრობის წარმომადგენლებს. Читать дальше...

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დიდ ქალაქებში სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება დაშვებული იქნება

News.ge 

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დიდ ქალაქებში სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება დაშვებული იქნება. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სავაჭრო ობიექტები მხოლოდ იმ შემთხვევაშ გაიხსნებიან, თუ უკვე დადგენილ და ასევე დამატებით წესებს დაიცავენ. „მივიღეთ დამატებითი რეგულაციების დაწესების გადაწყვეტილება, რომელიც მეტად დაიცავს მომხმარებლებს სავაჭრო ცენტრში ვიზიტის დროს. კერძოდ, მაღაზიების სამუშაო საათები... Читать дальше...

24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გაიხსნება

Radiotavisupleba.ge 

შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში 24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გაიხსნება. გადაწყვეტილება ამის შესახებ უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. რეგიონული განვითარებისა და ინფრაქსტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განმარტა, რომ ამის მიზეზი არის ის, რომ ბაზრობების ტერიტორიაზე ეპიდემიოლოგიური სტანდარტების დაცვა რთული იქნება: „შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში დაგეგმილი გვქონდა ბაზრობების საქმიანობის განახლება, მაგრამ ვხედავთ რა რომ იქ სამწუხაროდ ვერ იქნება დაცული და უზრუნველყოფილი ყველა ის წესი... Читать дальше...

მაია ცქიტიშვილი: 24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გახსნება

News.ge 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გახსნება. აღნიშნულის შესახევ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. „სამწუხაროდ, ვერ გაიხსნება ბაზრობები. იმუშავებს აგრარული ბაზრები ისევე, როგორც ფუნქციონირებდნენ 28 ნოემბრის შემდეგ და იმუშავებენ იმ პირობით, რომ სრულად დაიცავენ უსაფრთხოების წესებს, რომელიც არის დაშვებული დღეის მდგომარეობით,“- აღნიშნა ცქიტიშვილმა.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Уимблдон

Финалистка юниорского Уимблдона-2023 получила временное отстранение за допинг






Бурятский госцирк представил новое руководство: Театр и цирк, Россия и культура, дети

Роскошь по-советски: история создания самой популярной люстры СССР «Каскад»

Аллерголог НИКИ детства рассказала о причинах развития бронхиальной астмы у детей

Налоговая система РФ будет трансформирована, обсуждение вопроса стартует 20 мая