Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

Новости за 09.10.2021

11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს. ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება. სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს. კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. Читать дальше...

"შემაშფოთებელია ის არაერთი გარემოება, რომელიც გამოიკვეთა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით"

Radiotavisupleba.ge 

"მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ მისი თავისუფლების აღკვეთის ზოგიერთი გარემოება ეჭვს აჩენს, რომ მის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური მოტივებით დევნა." - ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ფანცულაიას თქმით, ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას  პოლიტიკური შურისძიების განხორციელებისთვის იყენებს, ამის დასტურად კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სატელევიზიო ინტერვიუ მოჰყავს, დასაც მან თქვა, რომ  „სააკაშვილი ან უნდა დაგვეჭირა, ან წასულიყო პოლიტიკიდან და რომ წესიერად მოიქცეს... Читать дальше...

სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი 6 პი­რი­დან 4 ერთი ოჯა­ხის წევ­რია

News.ge 

ბა­თუმ­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი 6 პი­რი­დან 4 ერთი ოჯა­ხის წევ­რია. გარ­დაც­ვი­ლია 35 წლის ინგა მე­კე­ი­ძე, მისი ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი და მაზ­ლი. 35 წლის ქალი ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წუ­ხელ კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნეს. ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, პა­ცი­ენტს ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გული 4 ჯერ გა­უ­ჩერ­და დი­ლით, და­ახ­ლო­ე­ბით 10 სა­ა­თის­თვის, ინგა მე­კე­ი­ძე კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გარზრდა ქა­ლის... Читать дальше...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 844 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 29 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 38 042 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2 844 შემთხვევა. ბოლო დღე-ღამეში 814-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. 8 ოქტომბრის დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 7.48%​; ბოლო 7 დღის - 7.01%​; ბოლო 14 დღის - 5.94%​. 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა... Читать дальше...

ნიკა მელია: “ნაციონალური მოძრაობა” დღეს ზუგდიდში აქციას გამართავს

News.ge 

“ნაციონალური მოძრაობა” დღეს ზუგდიდში აქციას გამართავს. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, 20:00 საათზე ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიასთან შეიკრიბებიან. „ქართული ოცნება“ ჩართულია მძიმე გაყალბების პროცესში. იცით რა იკადრეს ზუგდიდში, ღამით ქურდულად, პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატი გამოაცხადეს პირველ ტურში დამარცხებულად. ამასთან შეგუებას ნამდვილად არ ვაპირებთ. 20:00 შევიკრიბოთ ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიასთან და უნდა ვიყოთ... Читать дальше...

სპორტული მიმოხილვა: ტრადიციებზე ფიქრით...

Radiotavisupleba.ge 

ესპანეთში, მოჭადრაკე ქალთა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე; ფინეთში ახალგაზრდა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებებზე საუბრობენ: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო დიდოსტატი გია გიორგაძე და ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე; მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გურამ საღარაძე გამოთქვამს უკმაყოფილებას თავისუფალი სტილით მოჭიდავეების გამოსვლაზე ოსლოში, მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც მხოლოდ 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შესძლეს; შაბათს... Читать дальше...

ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა 

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში, ნანგრევებიდან ერთ-ერთი პირველი ამოყვანილი ქალი, 35 წლის ინგა მეკეიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა მანქანაშივე დამძიმდა: "ძირითადი დიაგნოზია ქრონიკული ზეწოლის სინდრომი. [ჰოსპიტალში შეყვანისას] აღენიშნებოდა მრავლობითი მოტეხილობა, შინაგანი ორგანოების დაბეჟილობა და სისხლდენა, ჩატარდა კვლევა და მკურნალობა შესაბამისი მკურნალობით რეანიმაციულ განყოფილებაში. მიუხედავად გატარებული ყველა ზომისა, დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი"... Читать дальше...



საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

News.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს. „1 ოქტომბერს დამაპატიმრეს და ციხეში ჩამსვეს. დაპატიმრება ემყარებოდა ორ განაჩენს, რომელსაც მსოფლიოში არავინ ცნობს და აგრეთვე დაკავების ორდერს ორ განსახილველ საქმეზე. საქართველოს კანონის თანახმად, მიმდინარე საქმის საფუძველზე ნებისმიერი დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს სასამართლოს. 9 დღეა არ ჩაუნიშნავთ სასამართლო სხდომა და ჩემს ადვოკატს მოსამართლემ ახლახანს განუცხადა, რომ სასამართლო ...

შსს-მ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე 3 პირი დააკავა

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს 3 მოქალაქე: პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ. , 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს. დააკავეს." დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი... Читать дальше...

შსს: ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე დაკავებულია

News.ge 

შსს-მ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე დააკავა.აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 პირი: პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ...

შსს: ბათუმში, კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის მითითებით სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია

News.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის მიზეზთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზაურ ბუდატოვმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის 2 პირი დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ... Читать дальше...

შსს-ს განცხადებით, კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე სამძებრო ღონისძიებები უწყვეტად გრძელდება

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე სამძებრო და სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში გაგრძელების შესახებ იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. მისი ინფორმაციით, გვიან ღამით მაშველებმა ნანგრევებიდან 4 ადამიანის ცხედარი გადმოასვენეს. დილით, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი ამოიყვანეს. გარდაცვლილი მცირეწლოვანია. შსს-ს ცნობით, რამდენიმესაათიანი ინტენსიური საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან 2 დაშავებული ამოიყვანეს, რომლებიც... Читать дальше...

მაშველებმა ბათუმში ნანგრევებიდან გადმოასვენეს ერთი ბავშვის და ორი კაცის ცხედრები

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში ერთი ბავშვის და ორი კაცის ცხედრები იპოვეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრში. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსი შუადღეს 12 საათამდე ჩამოინგრა. მისი ერთი სადარბაზო სრულად ჩამოშლილია. ადგილზე მისულია სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურებისა და პოლიციის ჯგუფები. როგორც რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტი ამბობს, 70-იანი წლების ბოლოს აშენებულ 5-სართულიან კორპუსს ორი სართული რამდენიმე წლის წინ დააშენეს. Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება საქართველოს პრეზი0დენტი სალომე ზურაბიშვილი.  „ვდგავარ იმ ადამიანებისა და ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ. თანავუგრძნობ მათ და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში. მადლობა თითოეულ მაშველს ამ თავდადებული და დაუღალავი შრომისთვის. ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის, და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება", - აცხადებს ზურაბიშვილი. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსი შუადღეს 12 საათამდე ჩამოინგრა. Читать дальше...

ბათუმში ნანგრევებში ერთი ცხედარი იპოვეს

Radiotavisupleba.ge 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ბათუმში ჩამონგრეული შენობის ნანგრევებში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ის ასაკოვანი ქალია. დახლოებით 13 საათია, რაც ბათუმში საცხოვრებელი კორპუისის ჩამონგრევის შემდეგ მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. აქამდე ნანგრევებიდან ამოიყვანეს ერთი ქალი და ერთი კაცი. მაშველები ისევ განაგრძობენ მუშაობას ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე. დაუზუსტებელი ინფორმაციით, 10-15 პირი მოჰყვა ნანგრევებში. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მრავალსართულიანი... Читать дальше...

“მეგობრებო ვინც ბათუმში ხართ და გაქვთ სურვილი-შესაძლებლობა საკვები პროდუქტებით მოვამარაგოთ ჩვენი მაშველები გთხოვთ მომწერეთ პირადში”

News.ge 

ბათუმში, მაშველების დასახმარებლად, მოქალაქეები საჭმლისა და ცხელი ყავის ფულს აგროვებენ. ამის შესახებ Facebook-მომხმარებელი შოთა დიდიშვილი სოციალურ ქსელში წერს. “მეგობრებო ვინც ბათუმში ხართ და გაქვთ სურვილი-შესაძლებლობა საკვები პროდუქტებით მოვამარაგოთ ჩვენი მაშველები გთხოვთ მომწერეთ პირადში. (ზუსტად ვიცი რომ სჭირდებათ). საცხობში შეკვეთა გავაკეთეთ და ყველაფერს აკეთებენ თავის ფასში მას შემდეგ რაც გაიგეს რისთვის მინდოდა საჭმელი. ასევე ვიშოვე ყავის ...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

16-летняя теннисистка Андреева обновила рекорд турниров WTA-1000






На выставку трофейной техники в Москве доставили танк M1 Abrams

«Одних продуктов недостаточно»: что поможет ускорить метаболизм и похудеть

Эксперт Блинкова сообщила, что тарифы ЖКХ вырастут на фоне плановой индексации

Сергей Собянин поздравил москвичей с 1 Мая